ქუვეითი შუა აღმოსავლეთის პატარა ქვეყანაა ამავე სახელწოდების დედაქალაქით. ის 500 კილომეტრიანი სანაპირო ზოლით და ოქროს ქვიშებით გამოირჩევა. ბოლო წლებში ის მნიშვნელოვნად განვითარდა და საინტერესო სამოგზაურო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ქვეყნის 4 მილიონი მაცხოვრებლის უმეტესობა, დედაქალაქში ცხოვრობს. აქ კულტურის მრავალფეროვნებას, ულამაზეს საჯარო სივრცეებს და შოპინგის ფართო არჩევანს გამოცდით. ტურისტული კომპანია “შენი მეგზური” დიდი სიამოვნებით დაგიგეგმავთ ტურს.

1. ქუვეითის კოშკები

ქუვეითის კოშკები ქალაქის ეროვნული სიმბოლოა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლებლობის და სუვერენიტეტის ნიშნად ააგეს. 1979 წელს აშენებული ეს ძეგლი ფუტურისტულ ხედვას აზიარებს და მის ზედაპირზე სხვადასხვა დროს ცის და ზღვის უამრავ ტონალობას აირეკლავს. პლატფორმიდან შეგიძლიათ გადმოხედოთ არაბულ ყურეს და პანორამული ხედებით დატკბეთ. ის მთავარი კოშკის სფეროში მდებარეობს. შესვლის ღირებულებაა 9.70 $.

2. ალ შაჰიდის პარკი (Al Shaheed Park)

გაექეცით ქალაქის სიცხეს რამდენიმე საათით და აღმოაჩინეთ ეს შთამბეჭდავი კულტურული კომპლექსი, რომელიც მწვანე სივრცეს აერთიანებს და საოცარი სიმშვიდით გამოირჩევა. აქ მუზეუმები, ბოტანიკური ბაღები, კაფეები და სასეირნო ხეივნებია.

3. სუკ ალ მუბარაკიას ბაზარი (Souk Al Mubarakiya)

შეისწავლეთ აქაური ატმოსფტერო და ჩაიძირეთ სხვადასხვა ხმასა და სურნელში ქუვეითის ამ უძველეს ტრადიციულ ბაზრობაზე. მისი თითოეული ხეივანი სხვადასხვა პროდუქტს წარმოგვიდგენს: ხილს, ბოსტნეულს, სუნელებს, ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ სამოსს და სუნამოებს. აქ გემრიელ ქუჩის კვებას ბიუჯეტურად დააგემოვნებთ. ღიაა დილის 9-დან 9 საათამდე, თუმცა ზოგი მაღაზია შუადღეს 3 საათით იკეტება.

4. შეიხ ჯაბერ ალ აჰმედის კულტურის ცენტრი (Sheikh Jaber Al Ahmed Cultural Centre)

ქუვეითში მთელი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი კულტურის ცენტრი და ოპერა მდებარეობს. ის 2016 წელს გაიხსნა და ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს. ამ არქიტექტურულად გამორჩეულ ნაგებობას აქვს ულამაზესი ღია პარკი შადრევნებით.

5. შეიხ აბდულა ალ-სალემის კულტურის ცენტრი (The Sheikh Abdullah Al-Salem Cultural Centre)

ამ კულტურის ცენტრში ისლამური და არაბული კულტურის სიმდიდრეს აღმოაჩენთ. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამუზეუმო კომპლექსი ხელოვნებას, მეცნიერებას და ბუნების ისტორიას ეხება და იმედს არ გაგიცრუებთ. ჩაერთეთ ინტერაქციულ გამოფენებში.

6. დიდი მეჩეთი

ქუვეითის დიდი მეჩეთი შთამბეჭდავი ექსტერიერით და ინტერიერით გამოირჩევა. მეოცე საუკუნის ამ ტაძრის მთავარ დარბაზში 10 000 მომლოცველი ეტევა. შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასო გიდის ტურებს დილით და შუადღეს.

7. ავენიუები (The Avenues)

ეს მინიატურული სამყაროა, შუა აღმოსავლეთის სიდიდით რიგით მეორე სავაჭრო მოლი. ღიაა დილის 8 საათიდან გვიანობამდე. აქ 800 მაღაზია დაგხვდებათ, ასევე კინოთეატრი და იკეაც კი. შესვენებისას დააგემოვნეთ ქუვეითის ყავა.

8. ბულვარი

ქუვეითში მოგზაურობა სრულყოფილი არ იქნება თუ ბულვარში არ გაივლით. აქ ხეები, ლამაზი იახტები და სუფთა ჰაერია. დაათვალიერეთ ქუვეითის სანაპირო.