თუ კატარში სუვენირების შეძენას აპირებთ, გეტყვით, რომ ეს ფანტასტიკური შოპინგ მიმართულებაა, სადაც ისეთ უნიკალურ ნივთებს შეიძენთ, რომლებსაც სხვა ქვეყნებში ვერ იპოვნით. რა თქმა უნდა, აქ ბევრი სავაჭრო ცენტრია, მაგრამ თუ ავთენტურ საჩუქრებს ეძებთ, ტრადიციულ ბაზრობებს გირჩევთ.
1. ალ-სადუს ქსოვილები
ანტიკური ნაქსოვები სახლის მოსართავად
ალ-სადუ ხელით ნაქსოვი მასალაა, რომელსაც აქლემის და თხის თმისგან აკეთებენ და ის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული სუვენირია, რომელსაც კატარში შეიძენთ. ამ ტექნიკით უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ კარვებს, პლედებს და ხალიჩებს. მიაკითხეთ სუვენირების მაღაზიებს, სადაც ალ-სადუს მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
2. დალას ყავის დოქი
არაბული სტუმართმოყვარეობის სიმბოლო
არაფერი წარმოაჩენს არაბულ სტუმართმოყვარეობას, ისე როგორც “dallah” – ტრადიციული ყავის დოქი, რომელიც სპილენძისგან ან ვერცხლისგან მზადდება. მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ არაბული ყავის მოსამზადებლად.
3. თავშალი და შარფები
აბრეშუმისებრი რბილი ტექსტილი სხვადასხვა ფერებში
ქაშმირის ეს რბილი და დელიკატური შარფები ძალიან სასარგებლოა მოგზაურობისას, სანაპიროზე ყოფნისას, კემპინგისას თუ რესტორანში სამოსთან შეხამების დროს. კატარში ისინი იაფია და სხვადასხვა ფერებსა და ფორმებში გვხვდება. შეგიძლიათ გააყოლოთ საჩუქრადაც.
4. არაბული ტკბილეული
კამფეტები, თხილეული, თაფლი
კატარში ტრადიციული დესერტების და ტკბილეულის დიდი არჩევანია. ისინი ძირითადად პატარა ყუთებითა და შეფუთვებითაა წარმოდგენილი.
5. უდის სუნამო (Oud)
კატარის სურნელი
უდი კატარის ტრადიციული სუნამოა და სადაც არ უნდა წახვიდეთ, მას ყველგან შეიგრძნობთ. მის ექსტრატს იშვიათი ხისგან იღებენ, რომელსაც “ღმერთების ხეს უწოდებენ”.
6. სამკაული, რომელსაც თქვენი სახელი არაბულად აწერია
პერსონალური აქსესუარი
მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ კატარიდან თქვენი სახელობის სამკაულს ჩამოიტანთ. დოჰაში ამას ბევრი აკეთებს. შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაული: ოქრო, თეთრი ოქრო, ვერცხლი, ქარვა, ნახევრად ძვირფასი ქვები და აშ.
7. ორნამენტებიანი ხის ყუთები
სასარგებლო და ტრადიციული
ეს დეკორაციული არაბული ყუთები მშვენიერი სუვენირია კატარში მოგზაურობისას რომ შეიძინოთ. გამოგადგებათ სამკაულის და სხვა ნივთების შესანახად. ასევე, ის მშვენიერი საჩუქარიცაა. ხელნაკეთ ყუთებს ნებისმიერ ზომაში და ფორმაში მიაგნებთ.
8. არაბული ლამპები
მანათობელი რომანტიკული სუვენირი
არაბული ლამპები სახლის ნებისმიერ კუთხეს გაალამაზებენ. კატარში მისი დიდი არჩევანი დაგხვდებათ. თითოეულ მათგანს შთამბეჭდავი ფერები და ელეგანტური ფორმები აქვს.