მარშრუტები

8 ერთდღიანი მიმართულება შვეიცარიის ქალაქ ლუცერნიდან

ლუცერნი ისეთივე შთამბეჭდავი და მომხიბვლელია, როგორც მე-19 საუკუნეში, როცა მის სილამაზეზე გოეთე, ვაგნერი და დედოფალი ვიქტორია საუბრობდნენ. ჩვენ მის ახლომდებარე გამორჩეულ ადგილებს გირჩევთ.

1. ტბა ური/Lake Uri

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ურის ტბა თავისი ფირუზისფერი წყლით და გარშემო მთებით ლუცერნიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს. შეგიძლიათ შეცუროთ ნავით ამ წყლებში, მოინახულოთ სამლოცველო (Tellskapelle) და განიტვირთოთ ტყეებში. შეგიძლიათ ლუცერნიდან ბრუნენამდე ან ფლუელენამდე გაყვეთ მატარებელს და ტბაზე შემდეგ ბორნით შეხვიდეთ.

2. მეირინგენი/Meiringen

სამოგზაურო დრო: 1 სთ

შვეიცარიის ულამაზეს ობერლენდის რეგიონში მდებარე მეინგენი ფენომენალურად ლამაზი ეზოთი, სალაშქრო და საველოსიპედო ბილიკებით, ფართო ველებით, ჩანჩქერებით და ალპური ლანდშაფტით გამოირჩევა. მოინახულეთ 250 მ სიმაღლის რეიჰენბაჰის ჩანჩქერი, სადაც არტურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმსის” ერთ-ერთ თავში დრამატული ფინალი ვითარდება. მეირინგენში მოხვედრა ლუცერნიდან მატარებლებითაა შესაძლებელი, რომლებიც საათში ერთხელ დადიან.

3. მთა პილატუსი/Mt Pilatus

პილატუსის მთა ზღვის დონიდან 2128 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, რომაელი პონტიუს პილატეს ცხედარი აქედან ტბაში გადააგდეს. მთის გადმოსახედიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება. მაისიდან ოქტომბრამდე შეგიძლიათ სპეციალურ ტურებს შეუერთდეთ, რომლებსაც ტურისტები ლუცერნიდან მიჰყავთ და შემდეგ უკან აბრუნებენ. შეგიძლიათ აქ მოხვდეთ მატარებლით, ნავით და შემდეგ საბაგიროთი.

4. რიგის მთა/Mt Rigi

სამოგზაურო დრო: 1.5 სთ

1797 მ სიმაღლის მწვერვალი რიგი ცნობილია საოცარი მზის ამოსვლით და ჩასვლით. აქ ევროპის უძველესი სამთო რკინიგზით მოხვდებით და ექსტრაორდინალური ხედებით დატკბებით. აქ მოსახვედრად გაყევით მატარებლებს ვიზნაუში (Vitznau) ან გოლდაუში (Goldau), საიდანაც გაყვებით შიდა მატარებელს რიგი კულმამდე.

5. ბრუნენი/Brunnen

სამოგზაურო დრო: 45 წთ

ეს ადგილი ერთგვარი ალპური სამოთხეა. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა წყლის სპორტით. ბრანენში რეგულარული მატარებლები დადიან.

6. ენგელბერგი/Engelberg

სამოგზაურო დრო: 45წთ

ზამთარში ენგელბერგი სათხილამურო კურორტი ხდება. მას “ანგელოზის მთას” უწოდებენ. აქ ცენტრალური შვეიცარიის უმაღლესი მთა ტიტლისი მდებარეობს. აქ ლუცერნიდან საათში ერთხელ დადიან ჩქაროსნული მატარებლებლები.

7. შტანსერჰორნი/Stanserhorn

სამოგზაურო დრო: 25 წთ

აქ ძველებური ფუნიკულიორით მოხვდებით, რომელიც 1893 წლით თარიღდება. შედეგად, 1100 მეტრს 6 წუთში დაფარავთ. ეს მსოფლიოს პირველი საბაგიროა რომელსაც თავი ღია აქვს. ფუნიკულიორი მუშაობს აპრილის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე. ლუცერნიდან შტანსერჰორნამდე დღეში რამდენიმე მატარებელი დადის.

8. ეინსიედელნი/Einsiedeln

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ამ პატარა ულამაზეს შვეიცარიულ ქალაქში მე-18 საუკუნის შთამბეჭდავი სააბატო ეკლესია გასაოცარი ფრესკებით და მარმარილოს დეკორით. ლუცერნიდან ეინსიედელნში დღეში ორი მატარებელი დადის.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია8 ივნ 2026

როგორ უნდა მოინახულოთ მთელი შვეიცარია მატარებლით

შვეიცარია მატარებლით 14 დღეში: რაინის ჩანჩქერები, ციურიხი, ლუცერნი, ბრიენზი, მონტრო, ზერმატი და სან მორიცი. მარშრუტი, მანძილები და პრაქტიკული რჩევები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია13 მარ 2026

საუკეთესო აქტივობები შვეიცარიაში ბავშვებთან ერთად

შვეიცარია ბავშვებთან ერთად: შოკოლადის ქარხანა ციურიხში, საოჯახო სათხილამურო კურორტები, ცურვა ველურ ბუნებაში, ზიპლაინი და წყლის თავგადასავლები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია17 თებ 2026

შვეიცარიის ეს ალპური მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ მიმართულებად დასახელდა

მატერჰორნმა ეიფელის კოშკსაც აჯობა: 1,5 მილიონი შეფასების კვლევით, ცერმატის მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მიმართულებაა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები