თურქეთის ეროვნული პარები მთებით, ვულკანური ველებით და მზიანი ნაპირებით, ქვეყნის მრავალფეროვან კლიმატს და კულტურას გვთავაზობენ. ამ ქვეყანას 48 ოფიციალური ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია აქვს. თურქეთი ბუნების მოყვარულებს და თავგადასავლების მაძიებლებს აძლევს შანსს გაექცნენ ხალხმრავლობას და ქვეყნის უფრო მშვიდი და ველური მხარე გამოიკვლიონ.

1. გორემის ეროვნული პარკი / Göreme National Park

სიურეალისტური ლანდშაფტები და გამოქვაბულები

დედამიწაზე ცოტა ადგილი თუ წააგავს გორემს, ადგილს სადაც ქარმა და დრომ ვულკანური ქვები ზღაპრულ თაღებად აქცია, ხოლო ველებზე კლდოვანი სოკოები წარმოშვა. კაბადოკიის რეგიონის ეს ნაწილი გეოლოგიური საოცრება და კულტურული საგანძურია. ბევრი ვიზიტორი აქ საჰაერო ბუშტზე დასაჯდომადაც ჩამოდის.

2. მთა ნემრუტის ეროვნული პარკი

ანტიკური საგანძური

ნემრუტის მთებში დავიწყებული ღმერთების სამეფო დაგხვდებათ. ეს იუნესკოს სიაში შესული ეროვნული პარკი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სიურეალისტური და საკულტო ძეგლია. საუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის აპრილის ბოლოდან ოქტომბრამდეა. მზის ამოსვლა პარკში განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა ქანდაკებები ნელ-ნელა ნათდებიან და სიჩუმე მისტიკური ხდება. ნემრუტის პარკში მინი ავტობუსით ან კერძო მანქანით მოხვდებით. მზის ჩასვლის პერიოდი კიდევ უფრო გასაოცარია.

3. ტროას ისტორიული ეროვნული პარკი

ლეგენდარული ნანგრევები და ნოსტალგია

ჰომეროსის ილიადამ ანტიკური ქალაქი ტროა უკვდავყო. ის იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ მითი – ეს არქეოლოგიური საოცრებაა, სადაც რეალობა და ლეგენდები ერთიანდებიან. ტროას ეროვნული პარკი 4000 წლის ისტორიას ასახავს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქ სასიამოვნო ტემპერატურა და ნაკლები ხალხია. არ გამოგრჩეთ ტროას მუზეუმი.

4. კუშენეტი მილის პარკი/Kuşcenneti Milli

ჩიტებზე დასაკვირვებელი ულამაზესი ლანდშაფტი

მანიას ტბის ნაპირებზე განთავსებული ეს პარკი ადგილია, სადაც ჩიტები მეფობენ. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ჩიტების სამოთხე”. აქ დაახლოებით 250 სახეობის ჩიტი ცხოვრობს. კუშენეტი თურქეთის ერთ-ერთი უძველესი დაცული ტერიტორიაა. ადით სადაკმვირვებლო კოშკზე პანორამული ხედებისთვის.

5. ოლიმპოს-ბეიდაგლარის სანაპირო ეროვნული პარკი

სალაშქროდ და კლდეების მოსანახულებლად

ქემერსა და კუმლუჩას შორის მდებარე ეს პარკი ხმელთაშუაზღვის სილამაზეს და ანტიკურ მისტიკას აერთიანებს. აქ ნახავთ ოლიმპოს ნანგრევებს, ფიჭვის ხეებსა და ლურჯ სანაპიროებს. პარკი მოლაშქრეების საოცნებო ადგილია გრძელი ბილიკებით. ანტალიიდან აქ 1 საათში მოხვდებით.

6. ბოგაზკოი-ალაჩაჰოიუკის ეროვნული პარკი/Boğazköy–Alacahöyük

დროში მოგზაურობისთვის

ცენტრალური თურქეთის მთებზე მდებარე ეს ეროვნული პარკი იმპერიის შუაგულში გეპატიჟებათ. ეს უბრალოდ ლამაზი პარკი არაა, ეს ცოცხალი მუზეუმია. გაიარეთ ანტიკურ ხეივნებსა და სამეფო ქალაქის ძველ კედლებს შორის. ამ უძველესი იმპერიის დედაქალაქში შთამბეჭდავი მზის ჩასვლის ხედებია. ლეგენდის მიხედვით მწვანე ქვას თუ შეეხებით, განიკურნებით ან ჩაფიქრებული სურვილი აგისრულდებათ.

7. კაჩკარის მთის ეროვნული პარკი/Kaçkar

ალპური თავგადასავლები და ველური ბუნება

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე დრამატულად ამოზრდილი ეს მთები ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეუულია. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ საოცარი ხედებით.