კოსტა ტეგიზი წყლისპირა კურორტია ლანცაროტეს აღმოსავლეთ სანაპიროზე, კანარის კუნძულებზე. ის შესაძლოა პატარაა, მაგრამ კარგადაა განვითარებული და პოპულარობასაც არ კარგავს. მთავარი აქტივობები მის სანაპიროზე – Las Cucharas-ზე ხდება. აქ ხშირად ჩამოდიან სერფერებიც. ბულვართან ძალიან ახლოს, ქალაქის გულში მოხვდებით. აქ ბევრი ისტორიული სანახაობა არაა, მაგრამ მშვენიერია სანაპიროზე წამოსაწოლად. კოსტა ტეგიზეს ლანცაროტედან ნახევარსაათიანი ავტობუსის გზა გაშორებთ.

კოსტა ტეგიზის მთავარი სანაპირო: Playa de las Cucharas

კანარის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით, თეთრქვიშიანი კუჰარასი ნაახლოებით ნახევარი კილომეტრი სიგრძისაა, მაგრამ ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია და წყლის სპორტის აქტივობებისთვისაც შესანიშნავია. აქ დაკავდებით სკუბა დაივინგითაც და იქირავებთ ნავებს.

გასართობი აკვაპარკი: Aquapark Costa Teguise

კოსტა ტეგიზეს აკვაპარკი კუჰარასის სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქ რამდენიმე აუზი და მრავალფეროვანი სასრიალოებია. აკვაპარკი საუკეთესოდაა დაცული მაშველებით და აქ ყველა ასაკის ბავშვს გაართობთ. ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე.

ბულვარი: Plaza Tenerife

ეს ბულვარი კოსტა ტეგიზეს მთავარ სანაპიროსთან, კუჰარასთან მდებარეობს. აქ რამდენიმე რესტორანი, სარელააქსაციო ბილიკები და სხვა თავშესაქცევებია. სასიამოვნო გასასეირნებელი აქ დასვენების პერიოდში

ვულკანური კრატერი: Montaña Corona

ამ საკურორტო ქალაქში დიდი კრატერის დალაშქვრა შეგიძლიათ შთამბეჭდავი ხედებისთვის. საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკი დაახლოებით 1 საათიან სავალ გზას მოიცავს. საბოლოოდ კი დატკბებით ოკეანის ხედებით.

შეისწავლეთ სერფინგი: Windsurfing Club Las Cucharas

ეს კლუბი სხვადასხვანაირ ტურებს და გასაქირავებელ სერვისს გვთავაზობს. მათთან შეისწავლით ან უბრალოდ შეძლებთ აღჭურვილობის ქირაობას კაიაკისთვის, სნორკელინგისთვუს და სერფინგისთვის.

სავაჭრო ცენტრი: Cucharas Shopping Centre

კოსტა ტეგიზეს ეს კომერციული ჰაბი სხვადასხვა ობიექტებითაა სავსე: მარკეტებით, სუვენირების მაღაზიებით და აშ. აქვეა ტერასული პატარა კაფეებიც. ღიაა დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე.

სასიამოვნო საღამოსთვის: Plaza Pueblo Marinero

ეს პლაზა კუჰარასის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მზის ჩასვლისას განსაკუთრებით ლამაზია. აქ ბევრი პაბი და კოქტეილის ბარია სარელაქსაციო ატმოსფეროთი და ლაივ მუსიკით. ნახავთ იტალიურ, ესპანურ, ინდურ სამზარეულოს. ბაღები იღებიან საღამოს 10 საათიდან.