როდის წავიდეთმარშრუტებიბუნება და მთა

7 დღიანი საზაფხულო გეგმა საფრანგეთის ალპებში

ფრანგული ალპები შესაძლოა ცნობილია როგორც ზამთრის კურორტი, მაგრამ, როდესაც თოვლი დნება და გზები იწმინდება, მას ზაფხულის სეზონზეც განსაკუთრებული მაგიურობა დაჰკრავს. თბილი ამინდი ზღაპრულ ანესის რეგიონში სასიამოვნო გასეირნების საშუალებას იძლევა. საბაგიროებით იხილავთ დასავლეთ ევოპის უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის საოცარ ხედებს. შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ ბონევალ-სურ-არკს, ალპურ სოფელს განსაკუთრებული შარმით. შენი მეგზური 7 დღიან გეგმას გთავაზობთ:

1. ანესი

ტბის პირას ველოსიპედით სეირნობისთვის და ველურ ადგილებში ცურვისთვის

ანესი ფრანგული ალპების საოცნებო მიმართულებაა. აქ მდებარეობს ფირუზისფერი ანესის ტბა და შუასაუკუნეების ქალაქი რომანტიკული არხებით და საყვარელი სახლებით. ზაფხული აქ გასატარებლად ბრწყინვალე დროა გარეთ ყოფნისთვის, სოციალიზაციისთვის, ველოსიპედისთვის, ნავისთვის და ტბაში ცურვისთვის. გაისეირნეთ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში და აღმოაჩინეთ მე-12 საუკუნის სასახლე, ასევე ევროპის ყვავილებიანი ბაღები, შეყვარებულების ხიდი და ანესის შატო.

2. სან-გერვე-ლე-ბენი (ST-GERVAIS-LES-BAINS)

ხელმისაწვდომი მთების ხედებისთვის

მონ ბლანის ჩრდილში მდებარე სან გერვე-ლე-ბენი მშვიდი სოფელია, რომელიც ბაროკოს სტილის ეკლესიის გარშემოა გაშენებული. პანორამული ხედებისთვის გაყევით სალაშქრო ბილიკებს. შეგიძლიათ აყვეთ მონ ბლანის ტრამვაისაც. ის საფრანგეთის უმაღლესი მატარებელია.

3. შამონიქსი (CHAMONIX)

საუკეთესო გასართობი მრავალფეროვნებისთვის

შამონიქსი დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის ქვეშ მდებარეობს. შამონიქსში ისეთი სპორტით დაკავებას შეძლებთ, რომელიც ადრენალინს გვანიჭებს. მათ შორისაა კანოე, რაფტინგი, სამთო ველოსიპედები და პარაშუტი. შამონიქსის ღამის ცხოვრებაც გამორჩეულია.

4. ვალ დისერე (VAL D’ISÈRE)

საუკეთესო სამთო ველოსიპედებისთვის

ზაფხულში აქ ვიზიტორები სალაშქროდ, სამთო ველოსიპედებისთვის და სასტუმროს ფასდაკლებებისთვის ჩამოდიან. ბილიკები ვანოისის ეროვნული პარკის ახლომდებარე ველებზე გადის. აქ ასევე შესაძლებელია კანოეთი გასეირნება და ცოცვა.

5. კოლ დე ლისერანი (COL DE L’ISERAN)

საუკეთესო ჯადოსნური ხედებისთვის

კოლ დე ისერანი ზღვის დონიდან 2770 მეტრზე მდებარე უმაღლესი გზაა ევროპაში. ამ გზაზე მოწყობილი ტურის შემთხვევაში მოივლით მრავალფეროვანი ლანდშაფტის მქონე ადგილებს.

6. ბონევალ-სურ-არკი (BONNEVAL-SUR-ARC)

საუკეთესო ფოტოგენური კოტეჯებისთვის

ჰერალდედი საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, სადაც ბევრი ქვის კოტეჯი მდებარეობს. ბონევალი მშვენიერი ადგილია ვანოისის ეროვნული პარკის დასათვალიერებლად, სადაც ულამაზესი ყბები და მყინვარები მდებარეობს. ეს არაჩვეულებრივი ადგილი საფრანგეთის პირველი ეროვნული პარკის ადგილია. აქ მოლაშქრეები ივნისსა და სექტემბერში აქტიურად მოგზაურობენ.

7. კოლ დუ გალიბიერი (COL DU GALIBIER)

კოლ დუ გალიბიერში მოხვედრისას შთაბეჭდილება გექნებათ, თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდით. ის ულამაზესი ალპური უღელტეხილია, რომელიც იმდენაც მოწყვეტილია, რომ თავს სამყაროში უკანასკნელ ადამიანად იგრძნობთ.

8. ბრიანკონი (BRIANÇON)

ზღაპრული ქალაქი ბრიანკონი თითქმის ყველა კუთხეში თოვლიან მწვერვალს წარმოგვიდგენს. მისი იტალიური ატმოსფერო გასაკვირი არაა, თქვენ აქ იტალიიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში იქნებით. ბრიანკონის ძველი ქალაქი თითქოს დროის კაფსულაში შეინახეს. ძველ ქალაქზე კი მასიური ციხესიმაგრე დომინირებს.

9. სან-ვერანი (ST-VÉRAN)

აქ თავს ისე იგრნობთ, თითქოს სამყაროს უმაღლეს მწვერვალზე იმყოფებით და დედამიწას ზევიდან უყურებთ. სან-ვერანი საფრანგეთის უდიდესი სოფელია. ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე დასახლება ყველა მიმართულებით სალაშქრო ბილიკებს გთავაზობთ.

რჩევები ფრანგულ ალპებში

საფრანგეთის პირველი კლასის სარკინიგზო სადგური “SNCF” მთელ ქვეყანას ფარავს და ხშირი რეისებით ხასიათდება. ანესი ხელმისაწვდომია მატარებლით ლიონიდან და პარიზიდან. საბაგიროები ღიაა საფრანგეთის სალაშქრო კურორტებზე.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 ოქტ 2026

რა ადგილები უნდა მოვინახულოთ საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე

ისტორიული ნავსადგურებით, მშვიდი კუნძულებით, სერფინგის ნაპირებით და საოცარი ზღვის პროდუქტებით გამორჩეული ფრანგული ატლანტიკის სანაპირო ნამდვილად საინტერესო მოგზაურობას…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 აგვ 2026

7 საუკეთესო ადგილი ცენტრალურ საფრანგეთში

ბურჟი, ობინი-სიურ-ნერი, ობუსონი, მულენი და ბურკ-ან-ბრესი: 7 ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში გოთიკით, გობელენებით და ისტორიით.

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი6 ივლ 2026

ტოპ აქტივობები ლანგედოკ-რუსილონში, საფრანგეთში

რა გავაკეთოთ ლანგედოკ-რუსილონში: კარკასონე, სეტეს ყურეები, მონსეგიურის ციხესიმაგრე, სევენის ორთქლმავალი მატარებელი და ბამბუკების ბაღი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები