ტრადიციული ინგლისური სამზარეულო საკმაოდ მდიდარია რეგიონის პროდუქციით. ლონდონი ინგლისის გასტრონომიული დედაქალაქია სადაც ქსელურ რესტორნებსა და კაფეებს ნახავთ უნიკალური კერძებით. ასევე, ისტორიულ ბარებსაც.

1. Sunday roast – ტრადიციული ინგლისური კერძი

ნამდვილი ინგლისური გამოცდილებისთვის, მიირთვით ტრადიციული ინგლისური შემწვარი ხორცის პორცია ნებისმიერ პაბში. მას როგორც წესი ბოსტნეულით, კარტოფილით ან პუდინგით აფორმებენ. ის საკმაოდ დამანაყრებელია და შემოგთავაზებენ ვეგეტარიანულ ვერსიებსაც.

სად უნდა დააგემოვნოთ: The New Inn. ეს მყუდრო კაფეა, სადაც ბუხართან მოკალათდებით.

2. ისიამოვნეთ თევზით და ჩიფსებით წყლის პირას

ცხელი ‘fish and chips’-ის სანაპიროზე მირთმევა, ინგლისური კულტურის ნაწილია. გადით ბულვარში ან წყლის პირას და აღმოაჩნეთ მისი კლასიკური ვერსიები.

სად უნდა დააგემოვნოთ: Palm Court Restaurant ბრწყინვალე ადგილია ზღვის ხედებით.

3. ‘bangers and mash’

ეს პოპულარული საკვებია ინგლისურ პაბებში. მას მარტივი რეცეპტით ამზადებენ: ღორის ან საქონლის ხორცის სოსისები კარტოფილთან და ბარდასთან ერთად. ამ ქვეყანაში სპეციალურ კაფეებსაც გადააწყდებით, რომლებიც ძირითადად ამ კერძით ვაჭრობენ.

სად უნდა დააგემოვნოთ: Mother Mash – ლონდონში.

4. ასიამოვნეთ საკუთარი თავი ნაღებიანი ჩაის დალევით

ნაღებიანი ჩაი (‘Cream tea’) “შუადღის ჩაიში” არ უნდა აგერიოთ. ის ინგლისური საუზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი კაფე ნაღებიან ჩაის სპეციალური რეცეპტით ამზადებს და ამ სასმლის საკუთარ ვერსიებს წარმოგვიდგენენ.

სად უნდა დააგემოვნოთ: Cafe Ode – სახლში მომზადებული ნაღებით და პანორამული ხედებით ატლანტის ოკეანეზე.

5. ‘Cornish pasties’

ესეც მორიგი ინგლისური კულინარიის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც სათავეს მე-13 საუკუნეში ღებს. ამ პატარა ცომეულში ხორცს, კარტოფილს და ხახვს დებენ. მას ინგლისის ნებისმიერ საცხობში მიირთმევთ, მათ შორის ვეგეტარიანულ ვერსიებსაც.

სად უნდა დააგემოვნოთ: Ann’s Pasties.

6. გასინჯეთ აქაურ ლუდსახარშში ჩამოსხმული ლუდი

ინგლისში 2000-ზე მეტი ლუდსახარში აწარმოებს საკუთარ ლუდს. ინგლისური ლუდი უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით ვითარდება. ესტუმრეთ დასაგემოვნებელ ოთახებს, ლუდის დაგემოვნების ტურებს, მასტერკლასებს და უბრალოდ პაბებს, სადაც ადგილობრივი ლუდია.

სად უნდა დააგემოვნოთ: Cloudwater Brew Company – მანჩესტერში.

აუცილებლად წადით საჭმლის ფესტივალზე თუ ინგლისური ადგილობრივი კულინარიის შეცნობა გსურთ.

  • ოქტომბერში – Big Apple Harvestime – გამორჩეული სიდრით.
  • სექტემბერში – Isle of Man Food and Drink Festival.
  • ოქტომბერში – Yorkshire Dales Cheese Festival – ყველის მრავალფეროვნებით.
  • აპრილში – Porthleven Food Festival.
  • ზაფხულში – Whitstable Oyster Festival.
  • ივლისში – Beer on the Wye Riverside beer festival – ლუდის ნაირსახეობებით.