პარიზი მსოფლიოს საკონდიტრო დედაქალაქია და აქ საკონდიტრო ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ, მიხვდებით თუ რატომაა ეს ასე. საფრანგეთის საკულტო დესერტი – მარტივი კრუასანიც კი აქ მრავალფეროვნებით მოგხიბლავთ. ჩვენ აქ საუკეთესო საკონდიტროებს გირჩევთ ყველაზე გემრიელი ფრანგული დესერტების დასაგემოვნებლად.

1. მადელინები (Madeleines)

ლოკაცია: Ritz Paris Le Comptoir

კამბონის ქუჩაზე, ამ სასტუმროს საკონდიტრო მაღაზიაში აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას ნიჟარის ფორმის ტკბილეული – მადელინები, რომელსაც ფრანგები ხშირად ჩუქნიან ერთმანეთს. დამატებულ გემოებში აღმოაჩენთ ლიმონს, ჟოლოს, კარამელს, შოკოლადს და ხილს. ღირებულება 5 ევრო.

2. ლიმნის ტარტი

ლოკაცია: Stohrer

ეს პარიზის უძველესი საკონდიტრო მაღაზიაა, რომელიც ცნობილია მათი საკულტო ლიმნის ტარტებით. მართალია ის ზომით იმხელა არაა რომ გეყოთ, თუმცა მისი პატარა პორციის გასინჯვაც კი ნამდვილად ღირს. ღირებულება 6 ევრო.

3. მაკარუნები

ლოკაცია: Pierre Hermé’s Ispahan

ამ საკულტო მაკარუნებს როდესაც დააგემოვნებთ, მისი გემო აუცილებლად დიდხანს გაგყვებათ თან. ის ოპერის გამზირზე, ოპერა გარნიესთან მდებარეობს.ჩვენ გირჩევთ ჟოლოს გემოთი. ღირებულება 2.5 ევრო.

4. სენ-ჰონორე

ლოკაცია: Philippe Conticini

ეს პარიზული გამოგონება მე-19 საუკუნით თარიღდება და იმ ქუჩის სახელს ატარებს, სადაც ის გამოიგონეს: სან-ჰონორის ქუჩაზე, პირველ რაიონში. ამ ლოკაციაზე ეს დესერტი ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი რბილი კრემით და კარამელის გემოებით. ფასი: €8.50

5. შოკოლადის ეკლერები

ლოკაცია: La Maison du Chocolat

ეკლერი კიდევ ერთი დესერტია, რომელიც პარიზში ყოფნისას უნდა დააგემოვნოთ. თუ მსუყე, შოკოლადის ეკლერებს ეძებთ, ჩვენ ამ ადგილს გირჩევთ. ღირებულება 7 ევროა, თუმცა ისინი სტანდარტულზე გრძელებია და ყოველთვის იმ დილით მომზადებულია.

6. ეკვინოქსი (The Equinox)

ლოკაცია: La Pâtisserie Cyril Lignac

აქ ეკვინოქსი საავტორო დესერტია, რომელსაც სხვადასხვა დღესასწაულზე სხვადასხვა ფორმით გვთავაზობენ. ის მოიცავს ვანილის კრემს და კარამელს და გემო ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. ღირებულებაა 7 ევრო.