მადეირა ევროპის სხვა მიმართულებებს არ ჰგავს. ეს არის ადგილი ჰავაის მსგავსი დრამატული მწვანე მთებით, კოსტა რიკას მსგავსი ბანანის პლანტაციებით და ლისაბონის მსგავსი მოზაიკური ქუჩებით. ატმოსფერო სრულიად იცვლება მზიანი სანაპირო ქალაქებიდან ნისლიან მთებამდე და ჩანჩქერებამდე. შენი მეგზური აქ 10 იდეალურ დღეს დაგიგეგმავთ. ჩვენ გირჩევთ პირველი 6 დღე გაატაროთ სამხრეთში, ხოლო 4 ჩრდილოეთში.
დღე 1: ფუნჰალი
დაიწყეთ დღე ადრე მადეირას დედაქალაქში, ფუნჰალში, რომელის ლისაბონის კუნძულის სტილის ვერსიაა. გაისეირნეთ ქალაქის ლამაზ მოზაიკურ ქუჩებში და მოედნებზე, ჩაიძირეთ ქუჩის ხელოვნებაში. ფუნჰალის ბაზრობა აუცილებლად სანახავი ადგილია. ასევე გირჩევთ საბაგიროთი მონტე პალასის ბაღებში ახვიდეთ. ეს ტროპიკული ბაღები ხმელთაშუაზღვიურ და აზიურ გავლენებს აერთიანებენ. აქ ულამაზესი ფლორა და ფაუნაა, პალმის ხეებით.
ფუნჰალს ბევრი ისტორიული შენობა აქვს, მაგალითად ციხესიმაგრე – Sao Joao do Pico, საიდანაც მზის ჩასვლისას განსაკუთრებული ხედებია. აუცილებლად დააგემოვნეთ მადეირას ფანტასტიკური კერძები, მაგალითად პონჩა (Poncha).
დღე 2: ლაშქრობა
მადეირაზე ყოფნისას შეგიძლიათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქრო დღე გქონდეთ. Pico do Arieiro-დან Pico Ruivo-მდე მიმავალი ულამაზესი სალაშქრო ბილიკი კუნძულის უმაღლეს მწვერვალზე აგიყვანთ. 4-5 საათიანი ლაშქრობა (ორივე გზაზე) დაუვიწყარი ხედებით დაგაჯილდოვებთ და გეგონებათ, თითქოს სამყაროს სულ ზევიდან გადმოჰყურებთ.
დღე 3: სამხრეთ სანაპიროები
დაისვენეთ კამარა დე ლობოსზე (Camara de Lobos). ეს სარელაქსაციო სანაპირო ქალაქია ქვაფენილიანი ქუჩებით და თეთრი სახლებით. შემდეგ, დალიეთ ყავა ნავსადგურთან და დაათვალიერეთ ტრადიციული ნავები ოკეანეში. მოინახულეთ ასევე პონტა დო სოლი, ფერადი სანაპირო ქალაქი, სადაც მთელი წელი მზე კაშკაშებს. ისადილეთ რომელიმე წყლისპირა რესტორანში.
დღე 4: კანოე
შეუერთდით კანოეს ტურებს და მოინახულეთ კლდეები, ჩანჩქერები და ხეობები. მზის ჩასვლას შეგიძლიათ ვულკანურ ბუნებრივ აუზებში უყუროთ – The Doca do Cavacas. შესვლის ღირებულებაა 5.50 ევრო. აუზები ღიაა 10-დან 8-მდე.
დღე 5: ჩრდილოეთ საბაგირო
ეს დღე დაიწყეთ ფანალის ტყის მონახულებით, სადაც 800 წლოვანი ხეებია. ის განსაკუთრებით მაგიურია ნისლში და ზღაპრულ გარემოს ქმნის. შემდეგ გირჩევთ იმგზავროთ Teleferico das Achadas da Cruz-ის საბაგიროთი, რომელიც ყველაზე ციცაბო საბაგიროა ევროპაში. ამ საბაგიროსთან მდებარეობს პორტო მონიზის აუზები (Porto Moniz Pools), იდეალური სარელაქსაციოდ.
დღე 6: Seixal Pools
სეიქსალის სანაპირო (Seixal Beach) ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროა მადეირაზე. აქ ულამაზეს მზის ჩასვლას იხილავთ დრამატულ კლდეებზე. შემდეგ ეწვიეთ სეიქსალის აუზებს (Sexial Pools).
მანქანის ქირაობა აქ ერთადერთი გამოსავალი არაა, ყვითელი ადგილობრივი ავტობუსები კუნძულზე ყველგან დადიან და სოფლებს და ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამიტომაც, მადეირაზე სიარული მარტივი და იაფია. შეგიძლიათ შეუერთდეთ ორგანიზებულ ტურებსაც.