პორტუგალიაში, მადეირას მთებში ჩამალული მისტიკური ფანალის ტყე – სამოთხეა, სადაც ანტიკური ხეები ნისლიან ლანდშაფტს ქმნიან. გასაოცარი იუნესკოს დაცული ტერიტორია ლორისილვას ტყის ნაწილია და მისი სილამაზე ნამდვილად შეგიპყრობთ. გაისეირნეთ მის სალაშქრო ბილიკებზე, მოინახულეთ მასიური ხეები და გამოსცადეთ სამარისებული სიმშვიდე ფანალის ტყეში.

ფანალის ტყეში მდებარე უნიკალური ხეები ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიან და იდეალური ადგილია ბუნებასთან კავშირი რომ იგრძნოთ, შორს ქაოტური დასახლებებისგან. ეს ტყე უზარმაზარი სუბტროპიკული ტერიტორიაა და აქ უამრავი სახეობის მცენარეს და ცხოველს შეხვდებით. სწორედ ამ ხეების გამო, ტყეში მაღალი ტენიანობაა და მთელი წლის მანძილზე სტაბილური ტემპერატურაა. ყველაზე მაღალი ხეები 40 მეტრსაც აღწევენ სიმაღლეში და ზოგიერთი მათგანი უკვე 800 წელს ითვლის.

როდესაც მადეირაზე ფანალის ტყეში მოხვდებით, ულამაზესი მინდორი შემოგეგებებათ. მალევე აღმოაჩენთ მშვიდ წყლის გუბურებს, ულამაზეს ჩიტებს, სალაშქრო ბილიკებს და დასასვენებელ სივრცეებს. ამ საოცარ ლანდშაფტში ჩაძირვით თავს განსაკუთრებულ ატმოსფეროში აღმოჩენთ. ეს მშვენიერი ადგილია რამდენიმე საათის გასატარებლად. პორტო მონიზთან სიახლოვის გამო, ტყის მონახულების შემდეგ ცურვასაც შეძლებთ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, აქ რამდენიმე სალაშქრო ბილიკია. ჩვენ გირჩევთ:

Levada dos Cedros (PR14) – ხეებს შორის გამოგზაურებთ და ულამაზეს ჩანჩქერთან დაასრულებთ გზას. გზის სრული სიგრძეა 7.2 კმ (წინ და უკან). დაჯილდოვდებით ხედებით გასაოცარ ლანდშაფტზე.

Vereda do Fanal (PR13) – ეს გზა პლატოზე იწყება და ფანალის ტყეში 11 კმ-ის განმავლობაში გამოგზაურებთ. თუ მთელი დღის გატარება ტყეში გსურთ, ეს ბილიკი მშვენიერი არჩევანია.

ფანალის ტყე მადეირას დედაქალაქიდან, ფანჩალიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს, მთიან რეგიონში. ყველაზე მარტივი გზა აქ მოსახვედრად მანქანის დაქირავებაა. გადმოსახედი პარკინგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. მზის ჩასვლის პერიოდში ის განსაკუთრებით ლამაზია. ამის ალტერნატივა, შეურთდეთ გიდის ტურებს.

მოგვმართეთ მადეირაზე მოგზაურობის დასაგეგმად – შენი მეგზური.