იუნესკოს ეს დაცული რეგიონი ხშირად მისი მეზობლების, ნეაპოლისა და ამალფის სანაპიროს ჩრდილში ექცევა. მაგრამ ჩილენტოს მეტად სარელაქსაციო რიტმი აქვს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ბერძნული ქალაქი პაესტუმი ბუნებრივი საოცრებებით. ამას გარდა აქ 80 დასახლება, ეროვნული პარკი, მთები და სანაპიროებია. იტალიაში მიიჩნევენ რომ ამ რეგიონის მაცხოვრებლები სხვა რეგიონის მაცხოვრებლებზე დიდხანს ცხოვრობენ. აქ 10-დან 3 ადამიანი 100 წლამდე ცხოვრობს.
აღმოაჩინეთ საცხოოდ შემონახული ბერძნული საყდრები პაესტუმში
თითქმის 3000 წლის წინ, ანტიკური ბერძნები ამ სანაპიროებზე მოვიდნენ და აქ თავიანთი კულტურა და წეს-ჩვეულებები დაამკვიდრეს. ბერძნული კოლონია პოსეიდონია, რომელსაც მოგვიანებით პაესტუმი ეწოდა, ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახულ ბერძნულ საყდარს ინახავს. აქ ასევე ნახავთ რომაულ ამფითეატრს, თერმულ აბაზანებს და არქეოლოგიურ პარკს. შეგიძლიათ გადმოწეროთ პაესტუმის აპლიკაციაც, რომელიც ერთგვარი ციფრული გიდის როლს შეასრულებს.
ეწვიეთ ევროპის უზარმაზარ მონასტერს პადულაში
პადულაში შეგიძლიათ ევროპის უდიდეს მონასტერს ეწვიოთ, რომელიც 1306 წელს აშენდა. დღეს აქ მუზეუმი მდებარეობს, რომელიც არქეოლოგიურ მონაპოვარს ინახავს.
მიირთვით ადგილობრივი საკვები და გამოსცადეთ “ხმელთაშუაზღვიური დიეტა”
ჩილენტოში განსაკუთრებით გემრიელი და სასარგებლო საჭმელებს ამზადებენ. მათი ადგილობრივი პროდუქცია მთელ ქვეყანაშია განთქმული: ჩლენტოს პასტა, ბოსტნეული, ჯემები თუ ხელნაკეთი ფუსილი. “ხმელთაშუაზღვიური დიეტა” ეს არაა უბრალოდ საკვების კონტროლი, ეს ჩილენტოს ცხოვრების წესია. ის 2010 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
დაათვალიერეთ პერტოსას გამოქვაბულები
ეს ულამაზესი გამოქვაბულები ფერადი ხელოვნური განათებებით საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანსაც კი მოგაგონებთ. ტემპერატურა აქ საკმაოდ დაბალია და ნესტიც შესამჩნევია. შეგიძლიათ სტალაქტიდები ნავითაც დაათვალიეროთ.
ისიამოვნეთ ჩილენტოს ქვიშიანი სანაპიროებით
ჩილენტოს სანაპირო ზოლი 100 კილომეტრზე გრძელია. აქ 16 ქალაქი და პატარა კუნძულები მდებარეობს. მოინახულეთ სოფელი აკიაროლი, რომელმაც ერნესტ ჰემინგუეი შთააგონა დაეწერა თავისი მოთხრობა “მოხუცი და ზღვა”. არ გამოგრჩეთ დაცული სანაპიროების სილამაზე: Santa Maria di Castellabate და Costa degli Infreschi e della Masseta.
ჩილენტოში ავტობუსები დადიან ნეაპოლიდან, სალერნოდან და პერტოსადან. უახლოესი აეროპორტია ნეაპოლის აეროპორტი.