ფარერის კუნძულები ნორვეგიასა და გრენლანდიას შორის მდებარეობს და ზღაპრულ ლანდშაფტს მალავს, ერთ-ერთ საუკეთესოს ევროპაში. მსგავს ფიორდებს სხვაგან ვერსად მიაგნებთ. ჩვენ ამ უნიკალური კუნძულის მოვლის ვარიანტებს შემოგთავაზებთ:

1. უიქენდი ფარერებზე

თუ დროსა და ბიუჯეტში შეზღუდულები ხართ, ფარერებზე მხოლოდ ორი დღით შემოიფარგლეთ. თუ მხოლოდ ერთი აქტივობის საშუალება გაქვთ, მოიწყვეთ პატარა ლაშქრობა. აეროპორტიდან ადვილად მოხვდებით ერთ-ერთ სალაშქრო ბილიკზე: Trollkonurfinger (“ჯადოქრის თითი”). დააპარკინგეთ მანქანა და გაყევით კლდეს. ბილიკი 2.4 კმ სიგრძისაა და დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ წინ. გზა ზღვის გადასახედთან მიგიყვანთ, სადაც კლდის ფორმა ცისკენ მიშვერი თითს წააგავს. აეროპორტი ახლოსაა სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთანაც, მაგალითად მულაფოსურის ჩანჩქერთან.

თუ ფარერებზე მხოლოდ 2-3 დღე გაქვთ, დარჩით ტორშავნში, სადაც ბევრი სასტუმრო მდებარეობს და იქირავეთ მანქანა. გაეშურეთ სოფელ საკსუნში და ჩაისეირნეთ ლაგუნას სანაპიროზე. იქ გასაოცარი მთის და ჩანჩქერის ხედები დაგხვდებათ. საღამოს დააგემოვნეთ ჩრდილო ატლანტიკური სამზარეულო ტორშავნის რომელიმე რესტორანში.

2. 3-5 დღე

თუ ფარერებზე უფრო მეტი დრო გექნებათ, შეძლებთ ფიორდების და ველური ბუნების მეტად გამოკვლევას. მოინახულეთ ქვეყნის შთამბეჭდავი სოფლები: Bøur, Gásadalur, Tjørnuvik, Saksun და Gjógv. შეჩერდით გადასახედებზე. დაიწყეთ ბურით და მისტიკური ზღვის კლდეებით, შემდეგ გასადალურში იხილეთ 30მ სიმაღლის ჩანჩქერი, ტჯორნუვიკი პატარა მომხიბვლელი სოფელია შავი ქვიშით, გჯოგვი კი დრამატული ლანდშაფტებით იწონებს თავს. ვესტმანადან ბუნების დასათვალიერებლად ნავს გაყევით. ვესტმანადან ნავის ტურით ველური ბუნების უკეთ შეცნობას შეძლებთ. ლკდეებში ასობით სახეობის ჩიტები ცხოვრობენ.

3. 1 კვირა

ფარერებზე ერთი კვირის გატარებით მის სრულად მოვლას მოასწრებთ. დარჩით ერთი დღე ვაგარში და იხილეთ პატარა პინგვინები. გაისეირნეთ ტორშავნის ქუჩებში რესტორნებში გემრიელი კერძების მისართმევად, ეწვიეთ ხეივნებს ადგილობრივი მაღაზიების აღმოსაჩენად.

შემდეგ ჩრდილოეთ კუნძულების მოინახულეთ. გზად სადაც არ უნდა წახვიდეთ ზღვის დრამატული ხედები სულ თან გექნებათ. კუნძულ კალსოიზე იხილავთ შთამბეჭდავ შუქურასაც. აქ ყველა კუნძულს ეწვევით მანქანით, რადგანაც ისინი ერთმანეთს წყალქვეშა გვირაბებით უკავშირდებიან. სამხრეთით მდებარე კუნძული სუდუროი კი ბორნითაა ხელმისაწვდომი.