ვიეტნამი ბუნების და კულტურული მრავალფეროვნების საოცარი მიქსია. მისი გრძელი ისტორია და მულტიკულტურული მოსახლეობა, 50-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფით, აქ მოგზაურობას მდიდრულ გამოცდილებად აქცევს. ბუნების მოყვარულებისთვის აქ ეროვნული პარკები, სალაშქრო ბილიკები და კაიაკის შესაძლებლობაა. ეს ქვეყანა სავსეა სიურპრიზებით და სამხრეთ აზიის გამორჩეული მიმართულებაა.

Halong Bay

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ზღვის ხედებით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ამ ყურეში მდებარე ათასობით კუნძული ნავით და კრუიზით გამოკვლევის საშუალებას იძლევა. აქ ბევრი გამოქვებულია სტალაგმიტებითა და სტალაქტიდებით.

Ho Chi Minh City

დიდი ქალაქების მოყვარულებისთვის ვიეტნამში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ ჰო ჩი მინს არ ეწვევიან, ქვეყნის დიდ ცომერციულ ჰაბს. ქუჩები სავსეა მანქანებით და მოტოციკლეტებით. ამ კოსმოპოლიტურ ცენტრში შოპინგის დიდი არჩევანიცაა. მის ცენტრშ ნავიგაცია საკმაოდ მარტივია. ძველ და კაოს უბანში ნახავთ ქალაქის ფრანგულ კოლონიალურ არქიტექტურას.

Hue

ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქალაქი ჰუ, 2.5 კმ სიგრძის კედლებითაა დაცული. აქ გირჩევთ მდინარის კრუიზს, რომელიც რამდენიმე სამეფო სამარხსაც მოგანახულებინებთ.

Phong Nha-Ke Bang National Park

ეს ვიეტნამის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დრამატული ლანდშაფტით. შეგიძლიათ აიღოთ ერთდღიანი ან ნახევარდღიანი ტურები. ფონგ ნას გამოქვაბულში მხოლოდ ნავით მოხვდებით. ნუ ეწვევით მას წვიმების პერიოდში, ოქტომბრიდან დეკემბრამდე.

My Son

ჰინდუს საყდრის ნანგრევები, რომელიც ჯუნგლებითაა გარშემორტყმული, მე-4 საუკუნით თარიღდება. აქ 20-მდე საყდრის სტრუქტურა დღემდე დგას და აზიური იმპერიების საინტერესო გავლენებს ასახავენ.

Hoi An

ლამაზი ჰოი ანი ვიეტნამის ატმოსფერული ქალაქია ისტორიული არქიტექტურით. ძველი ქალაქის უბნის გამოკვლევა საინტერესო აქტივობაა. მე-15 საუკუნეში ის სავაჭრო ცენტრი იყო და აქ ბევრ სავაჭრო ქოხს შეხვდებით.

Sapa Countryside

ეს ვიეტნამის ყველაზე ლამაზი სოფელია მთებით და ბრინჯის მინდვრებით. ამ ადგილას ტურისტები ხშირად ჩამოდიან.

ჰანოი

ვიეტნამის დედაქალაქი ნაციის გულია და მის შარს აქ ჩამოსული მოგზაურები მძაფრად შეიგრძნობენ. შესაძლოა ის ხმაურიანი და ქაოტურია, მაგრამ ძველი ქალაქი საინტერესო ადგილებს და მუზეუმებს აღმოგაჩენინებთ.

Nha Trang

ქვიშაში გართობისთვის კი ამ ადგილს უნდა მიაშუროთ. 6 კმ სიგრძის სანაპირო ზაფხულობით განსაკუთრებით პოპულარულია.

Ba Be National Park

ამ მშვიდ პარკში ვიზიტორები ნავით ან კაიაკით სასეირნოდ გამოდიან და გამოქვაბულებსაც აღმოაჩენენ ხოლმე. ის ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ადგილია, სადაც ტრადიციულ ქოხებშიც შეგიძლიათ დარჩენა.

Mekong Delta

ეს ტროპიკული დელტა ნავით შეგიძლიათ დაათვალიეროთ და მოცურავე ბაზრობებიც იხილოთ. ვიეტნამის ეს არეალი საუკეთესო ადგილია ჩიტებზე დასაკვირვებლად და ბუნებით დასატკბობად.

Cat Ba Island

ვიეტნამის ეს მსხვილი ცენტრი სათავგადასავლო აქტივობების ადგილია. აქ შეუერთდებით კრუიზებს და კაიაკის ტურებს, ხილავთ მდიდარ ფლორას და ფაუნას, იცოცებთ და ილაშქრებთ.

Phu Quoc Island

ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ეს ტყიანი და თეთრქვიშიანი კუნძული განსაკუთრებით ნოემბრიდან მაისამდე გთავაზობთ წყლის სპორტის შესაძლებლობას, დაივინგს და ნავების ტურებს. აქ ფრენით ან ბორნით მოხვდებით.

Con Dao Islands

ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოსანახულებელი ადგილია ქვეყანაში მდიდარი ზღვისქვეშა ცხოვრებით და კლდის რიფებით. არეალი დაცული ტერიტორიაა, აქ წყლის კუებიც ბინადრობენ.

Mui Né

ერთ დროს მძინარე სანაპირო სათევზაო ქალაქი დღეს ულამაზესი სანაპირო კურორტია, განსაკუთრებული მიმართულება სერფინგისთვის. მისი სანაპიროები განსაკუთრებულად სუფთა და მშვიდია მთელს ვიეტნამში.

რა დროა საუკეთესო ვიეტნამში სამოგზაუროდ? მშრალ სეზონზე: დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.