გრონინგენი ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური პატარა ქალაქია ნიდერლანდებში, რომელიც ორ არხს შორის მდებარეობს. ამ პოზიციამ ქალაქს მნიშვნელოვანი ნავსადგურის ფუნქცია შემატა და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად აქცია. გრონინგენს საფესტივალო ქალაქის სახელიც აქვს, აქ ბევრი მუსიკალური და ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიება ტარდება.

1. მოიარეთ გრონინგენის ძველი ქალაქის უბანი

საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების სიმრავლით განთქმული მოედნები გრონინგენის ძველ ქალაქს შესანიშნავ სათავგადასავლო ადგილად აქცევს. აქ იხილავთ მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ მერიას, ბაზრის მოედანს, სამთავრობო შენობას ნეო-რენესანსის სტილში და მე-15 საუკუნის მონასტერს ულამაზესი ბაღით.

2. ადით მარტინის კოშკზე

the Martini Tower (Martinikerk) აგურით აგებული რომაულ-გოთიკური ბაზილიკაა, რომელიც მე-13 საუკუნეში ააშენეს და გრონინგენის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მისი ინტერიერი მორთულია მე-16 საუკუნის კედლის მხატვრობით და ძველი ორღანით, რომელიც საშობაო წირვაზე განსაკუთრებით ჯადოსნური მოსასმენია. ეს 90 მეტრიანი კოშკურა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ნიდერლანდებში და ქალაქის მთავარ მოედანზე შესანიშნავ ხედებს გვთავაზობს.

3. ეწვიეთ გრონინგენის მუზეუმს

მე-19 საუკუნეში აღმოჩენილი ეს მუზეუმი ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ხელოვნების გალერეაა. პოსტ-თანამედროვე შენობა წყლის ნაპირთან მდებარეობს და 3 პავილიონისგან შედგება, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია დაცული. კოლექციების უმეტესობა გრონინგენის ისტორიას და კულტურას ეხება.

4. იხილეთ უნიკალური Wall House #2

ეს ნაგებობა არქიტექტურის და გამორჩეული დიზაინის მორიგი საოცრებაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სტრუქტურად აღიქმება.

5. გაისეირნეთ საფესტივალო პარკში: Noorderplantsoen

გრონინგენის ბევრი ღია სივრცეა აღმოსაჩენი. მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესია: Noorderplantsoen – გრძელი, ვიწრო პარკი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში სასიამოვნო სასეირნო ხეივნებით. აქ წლის მანილზე ბევრი უფასო ფესტივალი და აქტივობა ტარდება.

6. გრონინგენის უნივერსიტეტი და მუზეუმი

1614 წელს დაარსებული ეს უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი და გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტს უმაღლესი დონის სამეცნიერო მუზეუმიც აქვს, სადაც მსოფლიოს პირველ ელექტრომაგნიტურ მანქანას ნახავთ.

7. მოინახულეთ ეროვნული პარკი

გრონინგენიდან 38 კილომეტრში, ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონა: Lauwersmeer National Park მდიდარი ფლორით და ფაუნით. აქ ბევრი საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკია, ხედებით ბუნებაზე და სოფლებზე. წყლის სპორტის ენთუზიასტებისთვის ნავით და კანოეთი სეირნობის შესაძლებლობაცაა.

8. გამოიკვლიეთ პრინცის ბაღი (Prinsentuin)

გრონინგენში აუცილებლად უნდა მოინახულოთ პატარა პრინცის ბაღიც. ეს მიმზიდველი რენესანსით შთაგონებული პარკი ულამაზეს ვარდების ბაღს და ტრადიციულ მცენარეების ბაღსაც მოიცავს. ყვავილები განსაკუთრებით შთამბეჭდავია გაზაფხულზე.

9. მოიწყვეთ 1 დღიანი მოგზაურობა ბურტანში

გერმანიის საზღვართან მდებარე Bourtange ისტორიული ციხესიმაგრეების სოფელია, რომელიც მე-16 საუკუნეში ააგეს. ახლა ის ღია ცის ქვეშ მუზეუმია, ჰოლანდიაში გამორჩეული სილამაზით.

10. საზღვაო მუზეუმი

ჩრდილოეთ საზღვაო მუზეუმი (Noordelijk Scheepvaartmuseum) ძველ შუასაუკუნოვან შენობაში მდებარეობს და ხაზს უსვამს გრონინგენის ძლიერ კავშირს ზღვასთან. აქ ბევრი საინტერესო გამოფენაა გემების მშენებლობაზე, გემების მოდელებზე, ძველი გემების ნაწილებზე და აშ.

11. გრაფიკული დიზაინის მუზეუმი

ვისაც გრაფიკული ხელოვნება აინტერესებს, გრონინგენის გრაფიკული დიზაინის მუზეუმს უნდა ეწვიოს, რომელიც ულტრა-თანამედროვე მუზეუმია და გრაფიკული ხელოვნების ისტორიაში კარგად გაგარკვევთ.

12. მოინახულეთ სასახლე ლიკში (Leek)

ლიკი გრონინგენიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარე სოფელია, სადაც შთამბეჭდავი Nienoord მდებარეობს, ვაგონის და საცხენოსნო ტრანსპორტის მუზეუმი (Nationaal Rijtuigmuseum). აქ ბევრი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, არის საბავშვო ზონა, ზოოპარკი და მოდელირებული მატარებლები.

13. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ლიიუვარდენში

Leeuwarden საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც გრონინგენიდან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, ცნობილი მისი ისტორიული არქიტექტურით. ის სასიამოვნო ქალაქია ფეხით დასათვალიერებლად რენესანსის სტილის შენობებით და წყლის არხებით.