ტოლედო ესპანეთის სული და გულია. ეს მონუმენტური მთა-გორიანი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. მისი შუასაუკუნოვანი კედლების მიღმა საფეხმავლო ქუჩები და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირსშესანიშნაობები იმალება. გასაოცარი ძველი ქვის შენობები და წყნარი ხეივნები წარსულის ამოძახილს იტევენ. მშვენიერი არჩევანია, რომ ტოლედოს მადრიდში ყოფნისას ერთდღიანი ტურით ეწვიოთ, რადგანაც ის მატარებლით სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს.

1. ტოლედოს კატედრალი

გასაოცარი გოთიკური არქიტექტურით და შთამბეჭდავი კოშკურით, ეს კათედრალი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ძეგლია. ის მე-13 საუკუნეში აშენდა. მის ინტერიერში 88 მდიდრულად გაფორმებული თაღი მიიქცევს თქვენს ყურადღებას. აქ ასევე იხილავთ ელ გრეკოს და გოიას ბრწყინვალე ნამუშევრებს.

მისამართი: Plaza del Ayuntamiento

2. ტოლედოს ისტორიული ძველი ქალაქი

ტოლედოს ნამდვილ ატმოსფეროს მის წვრილ ხეივნებში აღმოაჩენთ, რომელიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის. აქ საფეხმავლო ქუჩები, მშვიდი ეზოები და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები შემოგეგებებათ. ძველ უბანში ბევრი ისტორიული მონუმენტი იყრის თავს: სასახლეები, ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები. საუკუნეების მანძილზე, ქრისტიანები, ებრაელები და მუსლიმები ტოლედოში ერთად ჰარმონიაში და პატივისცემაში ცხოვრობდნენ.

3. მირადორ დელ ვალე

იმისათვის რომ ტოლედოზე სუნთქვაშემკვრელი პანორამებით დატკბეთ, ამ ადგილს მიაკითხეთ. მთაზე მდებარე ეს გადმოსახედი ფეხით ან საბაგიროთია ხელმისაწვდომი.

4. სან ხუან დე ლოს რეის მონასტერი

ეს მონასტერი მე-14/15 საუკუნეებით თარიღდება და მორიგი განსაკუთრებულია რქიტექტურული ნამუშევარია არამხოლოდ ტოლედოში, არამედ მთელ ესპანეთში. დაათვალიერეთ მისი მშვიდი ბაღები და გალერეა, რომლებიც აუცილებლად შთაგაგონებენ. მონასტერი მთელი წლის მანძილზეა საჯაროდ ღია.

მისამართი: Calle de San Juan de los Reyes 2

5. ალკაზარ დე ტოლედო

ქალაქს მთიდან ერთი არაჩვეულებრივი შენობა გადმოჰყურებს. ეს ანტიკური მავრიტანული ციხესიმაგრეა, რომელიც რომაული ციხის ადგილას აშენდა. ესპანური ცივი ომის პერიოდში მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. დღეს აქ სამხედრო მუზეუმია ომის შთამბეჭდავი გამოფენებით. ალკაზარში ზოკოდოვერის პლაზიდან მოხვდებით, ტოლედოს მთავარი მოედნიდან.

მისამართი: Calle Unión

6. სანტა კრუზის მუზეუმი

ეს გასაოცარი მუზეუმი მე-16 საუკუნის საავადმყოფოს ელეგანტურ შენობაში მდებარეობს. ის მოიცავს სახვითი და დეკორატიული ხელოვნების და არქეოლოგიის კოლექციებს. მხატვრობიდან იხილავთ მე-16/17 საუკუნის ტოლედოს სამხატვრო სკოლის მთავარ ნიმუშებს, მათ შორის ელ გრეკოს და გოიას.

მისამართი: 3 Calle Miguel de Cervantes

7. ელ გრეკოს მუზეუმი

ესპანური მხატვრობის ეს ცნობილი ოსტატი კრეტაზე დაიბადა, თუმცა ზრდასრულ ასაკში ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და მას ფსევდონიმად ელ გრეკო, ანუ “ბერძენი” უწოდეს. სწორედ ამ მუზეუმის შენობაში ცხოვრობდა არტისტი და აქ მის ავეჯს და სხვა ნივთებსაც იხილავთ.

მისამართი: Paseo del Tránsito

8. მეზკიტა კრისტო დე ლა ლუზი

ეს მეათე საუკუნის მეჩეთი ტოლედოს უძველესი მონუმენტია და საოცრადაა შემონახული. ანდალუსიას ისლამური მეკვიდრეობის გასაცნობად ის ერთ-ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობაა. ნაგებობის წინ საყვარელი ბაღია ხეებით და მცენარეებით. ამ ანტიკური ქალაქის კედლებიდან საინტერესო ხედებსაც იხილავთ.

მისამართი: 22 Calle Cristo de la Luz

9. პუენტე დე ალკანტარა: მე-13 საუკუნის მავრიტანული ხიდი

ეს ანტიკური რომაული ნაგებობა შუა საუკუნეებში განაახლეს. ალკანტარას ხიდი ერთ-ერთი ბრწყინვალე ადგილია ტოლედოში რომ მშვენიერი ხედებით დატკბეთ. გადადით მასზე და ისიამოვნეთ წარსულში შებიჯებით.

მისამართი: Calle Gerardo Lobo

10. ლა მურალას – ტოლედოს კედლები

ტოლედოს კედლები დღემდე თითქმის სრულყოფილადაა შემორჩენილი და ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიას გვამცნობს. გაატარეთ დრო მის ანტიკურ გარემოცვაში. ერთადერთი აღდგენილი ნაწილი კარიბჭეა, თაღოვანი შესასვლელით.

11. სანტა მარია ლა ბლანკა: ანტიკური სინაგოგა

ეს ანტიკური სინაგოგა მოგვიანებით ტაძრად გადაკეთდა. მისი შესასვლელი მოიცავს 28 შთამბეჭდავ თაღს, ინსპირირებულს მავრიტანული არქიტექტურით. მონუმენტი საჯაროდაა ღიაა.

მისამართი: 4 Calle de los Reyes Católicos

12. რომაული აბანოები

ისტორიული ქალაქის ცენტრის გამოკვლევისას აღმოაჩინეთ რომაული წარსული მის აბაზანებში. ის პირველი და მეორე საუკუნეებით თარიღდება და გამოიყენებოდა მეექვსე საუკუნემდე. საფეხმავლო გზა მოიცავს ბილიკებს და მეტალის ხიდებს და დაგათვალიერებინებთ უძველეს აბანოებს.