აღმოაჩინეთ ციმციმა მეტროპოლისი – ტოკიო, იაპონიის დედაქალაქი, სადაც გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს, ნეონის განათებებს, მდიდრულ ბაღებს, ტავერნებით სავსე ხეივნებს და საკვებ ბაზრობებს აღმოაჩენთ. ეს ამაღელვებელი დედაქალაქი უნიკალური იაპონური კულტურით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. ჩვენ აქ აუცილებელ აქტივობებს გირჩევთ.

1. ტოკიოს კოშკი/Tokyo Skytree

აღმოაჩინეთ არამარტო იაპონიის, არამედ მსოფლიოს უმაღლესი კოშკი! მისი სიმაღლე 634 მეტრს აღწევს. აუცილებლად ადით გადმოსახედზე, საიდანაც ქალაქზე პანორამული ხედები იშლება. კარგ ამინდში, ფუჯის მთასაც მოკრავთ თვალს. ვიზიტისთვის საუკეთესო დრო იქნება მზის ჩასვლისას. უკანასკნელი შესვლის დროა საღამოს 9-ის 20 წუთი.

2. შინჯუკუს ბაღი/Shinjuku Gyoen

ეს მშვიდი ოაზისი ქაოსური ტოკიოს ცენტრში მდებარეობს და ერთ დროს მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის იყო ღია. შინჯუკუს ულამაზესი პარკი სავსეა ხეებით, ტრადიციული იაპონური ბაღებით, ყვავილებით და უნიკალური მცენარეებით. მას ხშირად ადარებენ ნიუ-იორკის ცენტრალ პარკს. მოინახულეთ სათბური, რომელიც ტროპიკული მცენარეებით ჯუნგლებს მოგაგონებთ. კაფის ტერიტორიაზე ბევრი პარკია. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. დაკეტილია ორშაბათობით.

3. სენსორული მუზეუმი/Teamlab Planets

ეს მაგიური სენსორული მუზეუმი უცხო და აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშებით გაგაოცებთ. სეირნობისას შეგხვდებათ სხვადასხვა ტიპის სივრცეები 3D ვიზუალებით კლასიკური მუსიკის ფონზე. ოთახებში ფეხშიშველებს გიშვებენ. ორ მათგანში კოჭებამდე და მუხლამდე წყალში გაივლით, ასე რომ გაითვალისწინეთ სამოსიც. არ გირჩევთ კაბას, რადგანაც ბევრ ოთახში იატაკს სარკისებრი ზედაპირი აქვს. ბილეთის ღირებულებაა 27 $. მუზეუმი იმდენად პოპულარულია, რომ მის შეძენას წინასწარ, ონლაინ გირჩევთ.

4. სენსოჯის საყდარი/Sensō-ji

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი წმინდა ადგილი და იაპონიაში ყველაზე ხშირად მონახულებადი საყდარია. ტრადიციული წითელი ეკლესია ტოკიოელებისთვის და იაპონელებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. აქ ხშირად ტარდება ფესტივალები. აქ შეგხვდებათ საკვების და სუვენირების დახლები. შესვლა უფასოა. მთავარი დარბაზი ღიაა დილის 7-ის ნახევრიდან 5 საათამდე. ეზო ყოველთვის ღიაა.

5. კოკიოს იმპერიული სასახლე/Kōkyo Castle

ეს იმპერიული სასახლე ტოკიოს ერთგვარი სიმბოლოა. ის საჯაროდ ღია არაა, თუმცა დატკბებით მისი ინტერიერით და გამოიკვლევთ მის ეზოს. შემოგთავაზებენ უფასო გიდის ტურებს ისტორიის გასაცნობად. გაისეირნეთ კოკიოს ბაღში, გადადით ქვის ხიდებზე და წამოწექით მინდორზე.

6. შიბუას გზაჯვარედინი/Shibuya Crossing

ტოკიოს გაფიქრებაზე, მათ ვინც ამ ქალაქში ყოფილა, პირველი სწორედ ეს გზაჯვარედინი ახსენდება. ის არამარტო იაპონიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინია ცათამბჯენებით, უზარმაზარი რეკლამებით, შუქნიშნებით და ნეონის განათებებით. მიუზედავად სიდიდისა, შიბუა საოცრად მოწესრიგებულია.

7. შინჯუკუ/Shinjuku

ქალაქის ეს ცოცხალი უბანი ავტენტურ იაპონურ გამოცდილებას შეგძენთ. აქაც ნეონის ფერადი განათებები, 3D რეკლამები და ხეივნებია მყუდრო ბარებით. შინჯუკუს არასდროს სძინავს, ამიტომაც ეწვიეთ მას ღამის გასართობად. შინჯუკუს რომ უფასოდ გადმოხედოთ, აყევით ლიფტს ბოლომდე ტოკიოს მეტროპოლიტენის სამთავრობო შენობაში, სადაც გადმოხედვა უფასოა.

8. შიმოკიტაზავა/Shimokitazawa

გაატარეთ შუადღე ვინტაჟურ შოპინგში ტოკიოს ყველაზე ტრენდულ გამზირზე: შიმოკიტაზავაზე. აქ ბევრი მეორადი ნივთების და ვინილების მაღაზიაა, ასევე, ესთეტიკური კაფეები და ქუჩის ხელოვნება. ვინტაჟური ნივთების თვალიერება იაპონური კულტურის შეცნობის ნაწილი იქნება. ჩვენ გირჩევთ მაღაზიებს:

  • Little Trip to Heaven
  • Big Time
  • Florida
  • New York Joe

9. 1 დღიანი გასვლა ფუჯიზე

ტოკიოში ვიზიტი სრულყოფილი იქნება თუ ფუჯის მთას ეწვევით, რომელიც ულამაზეს 5 ტბას და აქტიურ ვულკანს მოიცავს. აქაური ბუნების სილამაზე ყველა სეზონზე საოცრად შთამბეჭდავია. ტოკიოდან ფუჯიზე სავალი გზის ხანგრძლივობა 2.5 საათს მოიცავს. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს ან იქირაოთ მანქანა.

10. იარეთ კარტინგის მანქანებით ქალაქში

ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა ქალაქში კარტინგების მოწყობა. შეუერთდით გიდს და გაყევით ამ პატარა მანქანებით ტოკიოს ღირსშესანიშნაობების მოსავლელად.

11. კოიშიკავა კორაკუენი/Koishikawa Korakuen

ეს ტოკიოს ბოტანიკური ბაღია, რომელიც ქალაქის უძველეს იაპონურ ბაღად ითვლება. არც აქაური ლანდშაფტი და ბუნება დაგტოვებთ გულგრილს. ის ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 5 საათამდე. შესვლის ღირებულება 2 $.

12. ცუკიჯის ბაზარი/Tsukiji Outer Market

ჩაიძირეთ ტოკიოს ცნობილ თევზის ბაზრის ქაოსში. აუცილებლად დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები და მოიწყვეთ საკვები ტური. ბაზრობა დაკეტილია კვირას და ოთხშაბათს. სხვა დღეებში მუშაობს 9-დან 2-მდე. იქონიეთ ქეში, რადგანაც ზოგიერთ დახლთან ბარათით ვერ გადაიხდით.