ბულგარეთის ეს პატარა სამთო ქალაქი ბანსკო ცნობილია სათხილამურო გზებით და აქტივობებით, რომლებიც მოგზაურებს მთელი წლის მანძილზე იზიდავთ. სათავგადასავლო დასვენების თუ სიმშვიდის მოყვარულები აქაური ბუნებით ტკბებიან. ბოლო წლებში ბანსკო ძალიან პოპულარული გახდა არამხოლოდ ადგილობრივებში, არამედ უცხოელებში. ტურისტული კომპანია “შენი მეგზური” აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
1. ჩაიძირეთ ძველი ქალაქის ქუჩებში
ბანსკოს ქვაფენილიანი ძველი ქალაქი ქალაქის გულია, სადაც ბევრი ოჯახი ბულგარეთის ტრადიციულ სახლებში თაობებია რაც ცხოვრობს. გაისეირნეთ მის ქუჩებში და შეიგრძენით საუკუნოვანი ისტორია და ადგილობრივების სტუმართმოყვარე განწყობა. უფასო გიდის ტურები ქალაქს მოგატარებთ. პატარა მდინარეს მშვიდი ბულვარი მიუყვება და პირინის მთების ფონზე გემრიელად შეექცევით ცივ ან ცხელ სასმელს.
2. გაეცანით ისტორიას სახლ-მუზეუმში
ადგილობრივ ისტორიას ნეოფიტ რილსკის და ნიკოლა ვაპტსაროვის სახლ-მუზეუმში გაეცნობით, ასევე რადონოვას კომპლექსში და ველიანში. ეს ღირსშესანიშნავი ადგილები ბანსკოზე ბევრს გვიყვებიან. გაიკითხეთ ინფორმაცია ვიზიტორთა ცენტრში.
3. შეაფასეთ სამების ტაძარი
ეს ცენტრალური ტაძარი ბანსკოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის 1835 წელს აშენდა და შთამბეჭდავი ფრესკებით და საათის კოშკით გამოირჩევა. აღდგომის დღესასწაულს აქ განსაკუთრებული რიტუალით აღნიშნავენ.
4. ივახშმეთ ტრადიციულ მეჰანაში
ბანსკოს რეგიონი გამორჩეულია ადგილობრივი სამზარეულოთი. აქაურ ტავერნებს მეჰანებს უწოდებენ და ტრადიციული ბულგარული საკვებით გაგიმასპინძლდებიან. ჩვენ გირჩევთ ჩომლეკს და კაპამას.
5. ან უბრალოდ დალიეთ ყავა
უკანასკნელ წლებში ბანსკო ყავის კაფეტერიებით ცნობილი გახდა. მიაყოლეთ აქაურ ყავას ბულგარული დესერტი ბანიტსა. არ გამორჩეთ ასევე ყავა შავი თაფლით.
6. ისიამოვნეთ ზამთრის სპორტით
დეკემბრიდან აპრილამდე ბანსკო ზამთრის სპორტის ენთუზიასტებს მთელი ევროპიდან და მსოფლიოდან ეპატიჟება. აქ ნახავთ სათხილამურო ტრასებს როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ზამთარში აქ ბევრი ბარ-რესტორანი და კლუბია ღია.
7. იყიდეთ ადგილობრივი პროდუქცია კვირის ბაზრობაზე
ყოველ კვირა დღეს, ფერმერებს ბაზრობაზე ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქცია გამოაქვთ. აქ ნახავთ სეზონურ ხილს და ბოსტნეულს, თაფლს, კვერცხს, სუნელებს, თხილს და აშ. რეგულარული ნივთების ფლი-მარკეტიც შორიახლოს მდებარეობს.
8. ისიამოვნეთ ზაფხულის აქტივობებით ქალაქის მოედანზე
ბანსკოში მთელი წლის მანძილზე ეწყობა მუსიკალური და კულტურული ღონისძიებები. მდიდრული პროგრამა მოიცავს ხელნაკეთი ნივთების ბაზრობებს, ღია ცის ქვეშ კინოთეატრს, ლაივ კონცერტებს და აშ.
9. იმგზავრეთ გონდოლათი ბანდერიშკა პოლიანაზე
ზაფხულში ბანკსოს გონდოლა ძალიან პოპულარული ხდება, რადგანაც საშუალებას გვაძლებს ბანდერიშკა პოლიანათი დავტკბეთ.
10. იარეთ ველოსიპედით
ბანკსოში როგორც მთებზე, ასევე სწორ გზებზე ბევრი საველოსიპედო ბილიკია და აქ ყველანაირი ტიპის ადამიანი ისიამოვნებს – ისინი ვისაც სათავგადასავლო კატაობა უყვარს და ისინი ვინც ველოსიპედით მშვიდ სეირნობას ამჯობინებს
11. დალაშქრეთ პირინის მწვერვალები
იმისთვის, რომ სრულად გამოსცადოთ რა ხდის ბანსკოს განსაკუთრებულს, დალაშქრეთ პირინის მთები ტბებით და ხედებით. მათგან გამორჩეულია ვიჰრენის მწვერვალი, რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია. ასევე ტოდორკა. სალაშქრო სეზონი ისყება მაისში, როცა თოვლი სრულად დამდნარია და გრძელდება ოქტომბრის ჩათვლით.