საფრანგეთის ეს მშვენიერი და გასაოცარი სასახლეები ამ ქვეყნის გრძელ და მდიდარ ისტორიას აღბეჭდავენ. ამ ქვეყანაში დაახლოებით 40 000 სასახლე და ციხესიმაგრეა, აშენებული მე-9 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე. აუცილებლად სანახავი ფრანგული შატოები უკან წარსულში გადაგანაცვლებენ.
1. ვერსალი
საფრანგეთის უკანასკნელი მეფის სახლი
ეს სასახლე საფრანგეთის საკულტო ძეგლია. პარიზიდან 20 კმ-ში მდებარე ვერსალი ქვეყნის უკანასკნელი მეფის, ლუი მე-16-ის რეზიდენცია იყო, იქამდე, სანამ 1789 წელს მონარქია დაეცემოდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბრწყინვალე ფრანგულ ბაღებს მოიცავს. 700 ოთახით, 1250 ბუხრით და 67 კიბით თავმომწონე სასახლე მოგხიბლავთ სარკეების დარბაზით და ფრანგული ხელოვნების ნიმუშებითაც. სასახლე დაკეტილია ორშაბათობით.

2. ჩამბორდის შატო / Château de Chambord
მე-16 საუკუნეში აგებული ეს შატო ლუარის ველის უდიდესი სასახლეა, მდინარიდან 5 კილომეტრში. ამბობენ, რომ რენესანსის სტილის ამ სასახლემ თავად ლეონარდო და ვინჩი შთააგონა. მის დიდ კედლებში აღმოაჩენთ 4500-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის კოლექციას, მათ შორის ნახატებს და სკულპტურებს. ეს ზღაპრული სასახლე მეფე ფრანსის პირველმა ააგო.

3. შენონსის შატო / Château de Chenonceau
ეს შატო ზედ მდინარეზეა აგებული და ნახატს წააგავს. შენონსი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი სასახლეა და გოთიკურ და რენესანსის სტილს აერთიანებს. არ გამოგრჩეთ პარკის მწვანე ლაბირინთი 2000-მდე ხით.

4. ფონტენებლოს შატო / Château de Fontainebleau
ეს ნაპოლეონის ერთ-ერთი საყვარელი სახლი იყო. ის მე-12 საუკუნეში ააგეს და შემდეგ სხვადასხვა მეფემ რესტავრაცია ჩაუტარა. შატოს გარს აკრავს უზარმაზარი ტყე. ფონტებლო საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შატოა 1500 ოთახით. შეგიძლიათ მოინახულოთ ნაპოლეონის ყოფილი საძინებელი. დაკეტილია სამშაბათობით.

5. ჩევერნის შატო / Château de Cheverny
ამ სიაში შესულ სხვა სასახლეებთან შედარებით, ჩევერნი უფრო პატარაა, თუმცა ვიზიტორებს შთამბეჭდავი ექსტერიერით იზიდავს. ეს მე-17 საუკუნის სასახლე ცნობილ კომიქსში “ტინტინში” სასახლის ინსპირაცია გახდა. შიგნით დაგხვდებათ საუცხოოდ შემონახული ავეჯი და დეკორაციები.

6. ვო-ლე-ვიკომტეს შატო / Château de Vaux-le-Vicomte
სწორედ ამ სასახლითაა შთაგონებული ვერსალის არქიტექტურა. ის ფრანგული ესთეტიკის ბრწყინვალე მაგალითია. მოინახულეთ ბაროკოს სტილის ინტერიერი და ადით შენობის სახურავზე პანორამული ხედებისთვის. თუ აქ მაისიდან ოქტომბრამდე მოხვდებით, არ გამოგრჩეთ სანთლის საღამოები, რომლებსაც ყოველ შაბათს ღამით აწყობენ.

7. შანტილის შატო / Château de Chantilly
ხელოვნებისა და ცხენების მოყვარულთათვის
შანტილის ტერიტორიაზე ორი სასახლე მდებარეობს, მე-15 საუკუნის პატარა შატო და მე-19 საუკუნის ექსტრავაგანტური შატო. გაისეირნეთ ფრანგულ ბაღებში, დიდ გუბურებთან და აღმოაჩინეთ ხელოვნების გალერეა ანტიკური მხატვრობით და ბიბლიოთეკა. დაკეტილია სამშაბათობით.

8. ჰოტ-კონიგსბურგის შატო / Château du Haut-Koenigsbourg
ეს შუასაუკუნეების საკულტო სასახლე აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარეობს, მაღალ მთაზე. ჰოტ-კონიგსბურგი მე-15 საუკუნეში ააგეს და მისი სტრატეგიული პოზიციის წყალობით, შვეიცარიის და გერმანიის საზღვართან სიახლოვის გამო, ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.

9. საუმურის შატო / Château de Saumur
ეს შატო მეათე საუკუნეში აშენდა და სამეფო ციხესიმაგრიდან, ჯერ სამხედრო ბაზად შემდეგ კი სახელმწიფო ციხედაც კი იქცა. დღეს სასახლეში დეკორატიული ხელოვნების და ცხენების მუზეუმია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

10. უსეს შატო / Château d’Ussé
ლეგენდის თანახმად ეს სასახლე “მძინარე მზეთუნახავის” სასახლის შთაგონებაა. გაისეირნეთ მის ტერასულ ბაღებში და ულამაზეს ორანჟერეაში ტბასთან. სასახლით დატკბებით როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. მოინახულებთ მე-17 საუკუნის კოსტიუმებსაც.

11. შამონ-სურ-ლუარის შატო / Château de Chaumont-Sur-Loire
მდინარის ნაპირებზე მდებარე ეს მორიგი გასაოცარი შატო მე-10 საუკუნეში ააგეს. ის წლების მანძილზე სამეფო ოჯახების მდიდრული მიმართულება იყო. დაათვალიერეთ ინტერიერი და მიხვდებით თუ რატომ იყო ის ასეთი პოპულარული მე-19 საუკუნის ბოლოს. მოიწყვეთ დაუვიწყარი ერთი დღე ქალაქგარეთ.











