ზანზიბარი ეს არის სიტყვა სავსე ეგზოტიკით, სამოთხის მსგავსი სანაპიროებით და გემრიელი სუნელებით. ამ ყველაფერს ზანზიბარის კუნძულზე აღმოაჩენთ. ის ეკონომიკურად შუა საუკუნეებში გაძლიერდა ოქროს, სუნელების, სპილოს ძვლის და სხვა მასალის ექსპორტისგან. სხვადასხვა დროს ზანზიბარი კოლონიალისტების მიერ იყო დაპყრობილი, რამაც მისი ექსტრაორდინალური არქიტექტურა განაპირობა. შენი მეგზური აქ დაუვიწყარ ტურს დაგიგეგმავთ.
გაისეირნეთ ქვის ქალაქის ქუჩებში
ქვის ქალაქი შუასაუკუნეებით თარიღდება და ის ერთ დროს ზანზიბარის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო. აქაურ არქიტექტურაზე შეამჩნევთ ისლამურ და ევროპულ გავლენებს. იუნესკოს ამ დაცულ ტერიტორიაზე მთავარი ღირსშესანიშნაობებია ძველი ციხესიმაგრე, ყოფილი სულთანის რეზიდენცია და ანგლიკანური კათედრალი. გამოიკვლიეთ ის დამოუკიდებლად ან შეუერთდით საფეხმავლო ტურებს.

შეისწავლეთ კუნძულის სუნელებით ვაჭრობის ისტორია
ზანზიბარის სულენებით ვაჭრობის ისტორია მე-15 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც პორტუგალიელმა ვაჭრებმა პირველად ჩამოიტანეს დარიჩინი, მუსკატი და სხვა სუნელები ინდოეთის და ამერიკის კოლონიებიდან. პლანტაციებმა აქაურ ბუნებრივ პირობებში საოცრად გაიხარეს. მოგვიანებით, ზანზიბარის საკულტო მიხაკის ინდუსტრიაც ჩამოყალიბდა. შეუერთდით ფერმის ტურს და გაიგეთ თუ როგორ გამოიყენებენ სუნელებს კულინარიაში, მედიცინაში თუ კოსმეტიკაში.

აღმოაჩინეთ ადგილობრივი კულტურა ნუნგვის სოფლის ტურზე
Nungwi Village Tour – თუ გაინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობენ თანამედროვე ზანზიბარებელები, ამ ტურს უნდა შეუერთდეთ. ეს სოფელი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ცნობილია მისი ლამაზი სანაპიროთი. ტურის ფარგლებში მოინახულებთ თევზის ბაზრობასაც, სადაც მეთევზეები მათ დაჭერილ თევზებს ყიდიან და იცურავებთ მნარანის ბუნებრივ აკვარიუმში.

მიეფიცხეთ მზეს ნუნგვისა და კენდვას სანაპიროებზე
Nungwi & Kendwa – ზანზიბარის სანაპიროებია, სადაც რბილი თეთრი ქვიშა და სუფთა, ფირუზისფერი წყალია. ნუნგვი უფრო დატვირთულია ტურისტებით. თუ სანაპირო ბარ-რესტორნები გსურთ, ის აირჩიეთ, ხოლო კენდვას უფრო სიმშვიდისთვის მიაკითხეთ.

დატესტეთ კიტსერფინგის უნარები აღმოსავლეთ სანაპიროზე
თუ სანაპიროზე აქტიური დასვენება გიყვართ, საუკეთესო ადგილებია: Paje, Jambiani, Dongwe, Kiwengwa, და Pwani Mchangani. პაჟეში ბევრი შიდა და გარე ლაგუნაა. ის ყველაზე ცნობილი და დატვირთული წყლის ნაპირია. თუმცა, აქ და ჯამბიანში კიტსერფინგის გაკვეთილებსაც შემოგთავაზებენ. ზანზიბარში ორი სეზონია: ივნისიდან ოქტომბრამდე და დეკემბრიდან მარტამდე.

გამოიკვლიეთ ულამაზესი კლდის რიფები სნორკელინგით ან სკუბა დაივინგით
ზანზიბარის მშვიდი წყლები ფერადი რიფებით მდიდარ ზღვის სამყაროს წარმოგვიდგენენ და კუნძულს სნორკელინგისა და სკუბა დაივინგისთვის სამოთხედ აქცევენ. საუკეთესო კოლაციებია: Stone Town, Matemwe, და Kiwengwa.

შეუერთდით კრუიზს ფრიზონ აილენდზე
ტრადიციული კრუიზები (Dhow) ნახევარ დღიან ტურებს გვთავაზობენ ფრიზონ აილენდზე (Prison Island). ქვის ქალაქთან მდებარე ეს კუნძული ყვითელი ცხელების მქონე პაციენტებისთვის კარანტინს წარმოადგენდა. კრუიზის ტურის ფარგლებში მოინახულებთ ისტორიულ ციხეს, შეხვდებით წყლის კუებს და იცურავებთ თეთრ სანაპიროზე. კრუიზები როგორც წესი გადიან დილის 10-ის ნახევარზე ან შუადღის 2-ის ნახევარზე.

მოინახულეთ ველური ბუნება ჯოზანის ეროვნულ პარკში
Jozani Chwaka Bay National Park – ზანზიბარის ერთადერთი პარკია ტროპიკული და მანგროს ტყეებით. მის მოსანახულებელ ბილიკზე იხილავთ სხვადასხვა ენდემურ სახეობებს. პარკის შესასვლელი ქვის ქალაქთან ახლოს მდებარეობს და ბილეთის ფასია 10 $.

დაათვალიერეთ მარუჰუბის სასახლის ნანგრევები
თუ სულთანების საცხოვრებლის დათვალიერება გაინტერესებთ, ეწვიეთ მარუჰუბის სასახლეს. ის ზანზიბარის მესამე სულთანმა ააგო მე-19 საუკუნეში. სამწუხაროდ, ხანძარმა სასახლის დიდი ნაწილი გაანადგურა, მაგრამ ნანგრევებიც უდაოდ ბრწყინვალეა. შესვლის ღირებულებაა 2$.

დარჩით კერძო სასტუმრო-სახლში მნებას კუნძულზე
Mnemba Island – ზანზიბარის იდილიურ კერძო სახლებს გვთავაზობს, სადაც სანაპიროსთან დაიძინებთ და გემრიელ ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ. შეგიძლიათ შეუერთდეთ იოგას კლასებს.











