ტოკიოს შოპინგ გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ნახავთ მოდის მაღაზიებს, ტრადიციულ ნივთებს, ვინტაჟურ დახლებს და ისეთ სუვენირებს, რომლებსაც მხოლოდ იაპონიაში შეიძენთ. ჩვენ გირჩევთ ტოკიოს იმ უბნებს, რომლებიც თქვენს შოპინგ სურვილებს დააკმაყოფილებს.

ასაკუსა: სუვენირებისთვის

Asakusa-ს უბანი ერთ დროს ხელოსნების და ვაჭრების უბანი იყო. აქ ტოკიოს უძველესი ბუდისტური საყდრის სანახავად მოდიან, ხეივნებში სასეირნოდ, რომლებიც სავსეა სიურპრიზებით. კერამიკის ჭურჭლისთვის გირჩევთ Yamakichi-ის; ვინტაჟური ნივთებისთვის Tokyo Hotarudo-ს; საჩუქრებისთვის – Nakamise-dōri-ს.

გინზა: გლამური

გინზა ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული უბანია, ბუტიკებით სავსე. კლასიკურ მაღაზიებს ნახავთ Mitsukoshi-ზე, ხოლო ავანგარდულს დოვერის ქუჩაზე, გინზას ბაზრობაზე. აქ მდებარეობს გლამურული სავაჭრო ცენტრი Ginza Six.

კურამაე: ორიგინალი ხელოვნება

აქ მაღაზიები ახალგაზრდა ხელოვანებმა მოიწყვეს. შეიძენთ ტყავის ნივთევბს, სამოსს შეღებილს ტრადიციულ ფერებში (Maito) და შექმნით საკუთარ ბლოკნოტს და მელნის ფერს (Kakimori). გაისეირნეთ მთელ უბანში.

კოენჯი და კიჩიჯოჯი: მეორადები

Kōenji & Kichijōji სავსეა მეორადი მაღაზიებით და უჩვეულო, უცხო ნივთებით. არ გამოგრჩეთ ქუჩის მოდის მაღაზიები Kita-Kore-ის შენობაში და ვინტაჟური სამოსი Sokkyō-ში. ბოჰემურ ნივთებს ნახავთ Outbound-ში, ხოლო ანტიკურს Puku Puku-ში.

დაიკანიამა და ნაკა-მეგურო: წიგნები, ბუტიკები და ბოჰო-მაღაზიები

Daikanyama & Naka-Meguro სავსეა სამოსის და აქსესუარების მაღაზიებით. მაგალითად, Okura-ში ტრადიციული სამოსი იყიდება. Daikanyama T-Site კი არის მაღაზია ფოტოწიგნებით და ნოველებით. ნაკა-მეგურო უფრო ბოჰემური უბანია, მეორადი მაღაზიებით, ტრენდული კაფეებით და ლაუნჯ ბარებით. თანამედროვე იაპონური ბრენდებისთვის მიაკითხეთ Vendor-ს.

შიბუა

შიბუას “თინეიჯერულ უბანს” უწოდებენ, “ჯენზი ტრენდებით”. აქ სულ სხვაგვარ სიგიჟეში ჩაიძირებით. მუსიკალური მაღაზიები და იაფი სამოსი ყველგანაა. ნახეთ ახალგაზრდული ტანისამოსი  Shibuya 109-ში,  ადგილობრივი დიზაინერები Candy-ში და გაჯეტები და აქსესუარები Tokyu Hands-ში. თამაშის მოყვარულები Shibuya Parco-ს უნდა ეწვიონ. მონახულებად ღირს Miyashita Park – შოპინგ მოლი სახურავზე ბაღით.

შიმო-კიტაზავა: ვინტაჟი და ვინილები

Shimo-Kitazawa – პატარა უბანია ფავორიტი სტუდენტებსა და არტისტებში პაბებითა და ბარებით. გაისეირნეთ ვიწრო ხეივნებზე და აღმოაჩინეთ ტოკიოს ვინტაჟური მაღაზიები: Haight & Ashbury, iot, Lost Boy Tokyo და Desert Snow. 

ჰარაჯუკუ და აოიამა

ეს “ტყუპი უბნები” (Harajuku & Aoyama) ახალგაზრდულ მაღაზიებს და ლამაზ ბულვარს აერთიანებს. ნახავთ მაღალ მოდასაც და ჰიფსტერულ დიზაინსაც, ექცენტრიკულ და მეორად მაღაზიებსაც. აქ მრავალფეროვანი შოპინგის საშუალება გექნებათ: Laforet, 6% Doki Doki და Sou-Sou – ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის, ხოლო Gallery Kawano – ვინტაჟური კიმონოებისთვის.

შინჯუკუ

აქ ყველასთვის გამოინახება რამე. Shinjuku-ში ვაჭრობა შესაძლოა ძალიან ამაღელვებელი იყოს. მას შემდეგ რაც მატარებლის სადგურიდან ჩამოხვალთ, ხმაურიან უბანში აღმოჩნდებით, სადაც მაღაზიები ქაოსს ქმნიან. აქ თითქმის ყველაფრის მაღაზია შეგხვდებათ: Don Quijote; Disk Union, Kinokuniya და აშ.

აკიჰაბარა

ეს ტოკიოს ის უბანია (Akihabara), სადაც ელექტრო მოწყობილობების ყველაზე ფართო არჩევანს ნახავთ. აქ მსოფლიოს უდიდესი ტექნიკის მაღაზიებია. ამ უბანში ნახავთ ანიმეს, მანგას და იაპონური პოპ-კულტურის ნივთებსაც.

რჩევები ტოკიოში შოპინგისას:

  • ბევრი მაღაზია გთავაზობთ Tax-free სერვისს თუ 5000 იენს (30 ევრო) დახარჯავთ. ამიტომაც, წაიღეთ თან პასპორტი და მოითხოვეთ tax-free სტიკერები.
  • თან იქონიეთ თანხა ქეშადაც. ტრადიციული და პატარა მაღაზიები ბარათებს არ იღებენ.
  • აზიაში ფასზე შევაჭრება გავრცელებულია, მაგრამ არა იაპონიაში. ეს მხოლოდ შეგიძლიათ ფლი მარკეტებზე ან რამდენიმე ტექნიკის მაღაზიაში.
  • ტოკიოს დიდ მაღაზიებში არის საკვები დახლებით, სადაც საკვებთან დაკავშირებულ საჩუქრებსაც აარჩევთ.