მაკედონიას ხშირად არ განიხილავენ როგორც დასასვენებელ მიმართულებას და მას ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. მაგრამ, აქ იუნესკოს დაცული ეროვნული პარკები, დრამატული მთები და ოჰრიდის ტბა მდებარეობს. ამ ქვეყანას თვალწარმტაცი ლანდშაფტო და ფარული ულამაზესი მიმართულებები აქვს. ჩვენ 10 საუკეთესოს წარმოგიდგენთ.

1. მავროვოს ეროვნული პარკი

მაკედონიის უდიდესი ეროვნული პარკი იდეალური სამოგზაურო მიმართულებაა ბუნების მოყვარულებისთვის. მისი მწვერვალი უმაღლესია რეგიონში, პარკი პოპულარულია მცოცავებში და სრიალის მოყვარულებში. მისი 10 კილომეტრი სიგრძის ტბა ბრწყინვალეა სათევზაოდ, საცურაოდ, ნავით საკატაოდ და სასეირნოდ. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ სან ნიკოლასის ეკლესია, რომელიც 50-იან წლებში, წყალდიდობის შედეგად წყალში მოექცა და დღეს ის მისტიკური სანახაობაა. ამ პარკის ტყეებში და მთებში მშვიდ დღეებს გაატარებთ. აქ სასტუმროები და რესტორნებიც მდებარეობს.

2. ოჰრიდი

ოჰრიდის ტბა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ამავე დასახელების ისტორიული ქალაქი ქვეყანაში ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავი სამოგზაურო მიმართულებაა. დასახლებული ანტიკური დროიდან, მისი არქიტექტურა ჩვ.წ-მდე მე-4 საუკუნით თარიღდება. მოინახულეთ სამუელის ციხესიმაგრე. ოჰრიდის ზაფხულის ფესტივალის დროს ის ყველაზე ცოცხალი ხდება.

3. ბიტოლა

მაკედონიის მორიგი ულამაზესი ქალაქი ბიტოლა მთებს შორის მდებარე მაკედონიის საიდუმლო კულტურული ჰაბია, რომელიც სამოგზაურო ინდუსტრიამ ჯერ ფართოდ ვერ მოიცვა. აქ ნახავთ გალერეებს, მუზეუმებს, რესტორნებს და კაფეტერიებს. მის ნეოკლასიკურ შენობებს ნიუ ორლეანსაც კი ადარებენ. აქაური არქიტექტურის წყალობით, მშვენიერ ფოტოებს გადაიღებთ.

4. სკოპიე

მაკედონიის დედაქალაქი ურბანული სილამაზით იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. ვარდარის მდინარეზე მდებარე ეს ქალაქი მნიშვნელოვანი ევროპული სავაჭრო ცენტრია. მისი მდიდრული წარსული მის არქიტექტურაშია არეკლილი. გაისეირნეთ პორტა მაკედონიაზე, ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც ყოველი წლის 8 სექტემბერს დამოუკიდებლობის დღე დიდი ზეიმით აღინიშნება.

5. კრატოვო

ეს მომხიბვლელი სოფელი ვულკანის ცენტრში მდებარეობს, ოსოგოვოს მთის ფერდობზე. ცნობილი მისი ხიდები და კოშკებით შუა საუკუნეებიდან, კრატოვოში გასეირნება ნამდვილად გასიამოვნებთ.

6. პელისტერის ეროვნული პარკი

მრავალფეროვანი ეკოლოგიით და სალაშქრო გზებით, პელისტერის ეროვნული პარკი საუცხოო განტვირთვას გპირდებათ. აქ მოლაშქრეები იხილავენ მშვენიერ ფლორას და ფაუნას. ზამთარში პოპულარულია მოთხილამურეებისთვის.

7. სტრუგა

ოჰრიდის ტბასთან მდებარე სტრუგა ულამაზესი დასასვენებელი ადგილია ტურისტების გარეშე. მისი იდილიური კლიმატი და მშვიდი სანაპიროები სტრუგას მაგიურ ატმოსფეროს უქმნის. აქ წყლის სპორტით დაკავდებით, ტყეში გაისეირნებთ და ტიპურ მაკედონიურ ქალაქში მიიღებთ რელაქსაციას.

8. ჰერაკლეა ლინკესტისი / Heraclea Lynkestis

ამ პატარა ქალაქს გასაოცარი ისტორია აქვს და ისტორიის მოყვარულები მას აუცილებლად უნდა ეწვიონ. ის მაკედონიის მეფე ფილიპმა ჩ.წ.-მდე მე-4 საუკუნეში დაარსა და შემდეგ ბერძნების მიერ იქნა დაპყრობილი. ქალაქს ბერძენი მითოლოგიური გმირის, ჰერკულესის სახელი დაარქვეს. მოგვიანებით ჰერაკლეა ვაჭრობის მსხვილი ცენტრი გახდა.

9. მატკას კანიონი

ბუნების ენთუზიასტებს მატკა ერთ-ერთ საუკეთესო სათავგადასავლო გამოცდილებას მიანიჭებს. აქ 10 გამოქვაბული მდებარეობს, რომლებსაც ფეხით, ცოცვით ან კანოეთი გამოიკვლევთ. ანტიკური ქალაქი მატკა ნანგრევებით შემოგეგებებათ. სარკისებრი სუფთა წყალი და ხეობები კანიონს ულამაზეს ლანდშაფტს უქმნის.

10. რადოჟდა / Radožda

ეს მძინარე სათევზაო სოფელი ოჰრიდის ტბის მორიგი ფარული მარგალიტია. ალბანეთის სიახლოვესთან მდებარე ამ კურორტზე მშვიდ და ფოტოგენურ ხედებს იხილავთ. რადოჟდა მაკედონიური ქალაქგარეთ კულტურის ნამდვილ გემოს გაგრძნობინებთ. ეს პატარა სამოთხეა ავთენტური საკვებით, ცხოვრების წესით და კულტურით.