რა ვნახოთ

10 საუკეთესო რამ, რასაც შვეიცარიის ქალაქ მონროში გააკეთებთ

შვეიცარიის კიდევ ერთი ლამაზი ქალაქი მონრო, ჟენევას ტბაზე მდებარეობს, ქვეყნის ფრანგულად მოსაუბრე რეგიონში. აქ წლის ნებისმიერ სეზონზე ისიამოვნებთ. ჩვენ 10 აქტივობას გირჩევთ.

1 გადაინაცვლეთ უკან წარსულში

ჩილენის ციხესიმაგრე / Chillon Castle

მისამართი: Av. de Chillon 21, 1820 Veytaux

ჟენევას ტბაზე მდებარე ეს ფრანგული შატო ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. ის მე-12 საუკუნით თარიღდება და დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ მონახულებული ციხესიმაგრეა. Game of Thrones-ის გულშემატკივრებს თავი Winterfell-ში ეგონებათ. ჩვენ გირჩევთ ჩაეწეროთ გიდის ტურზე ან იქირაოთ ყურსასმენები და აუდიო ჩანაწერი.

2 შეაბიჯეთ ჩარლი ჩაპლინის სამყაროში

ჩაპლინის მსოფლიო მუზეუმი

მისამართი: Rte de Fenil 2, 1804 Corsier-sur-Vevey

კინოს ლეგენდამ, ჩარლი ჩაპლინმა, ცხოვრების უკანასკნელი 24 წელიწადი მონროს სიახლოვეს მდებარე სახლში გაატარა. აქ ის ცოლთან ოონასთან და 8 შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისი საცხოვრებელი დღეს ჩაპლინის მუზეუმია, სადაც მისი ფილმებიც ცოცხლდება.

3 გაისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით ტბის პირას

მონროს ტბისპირა ბულვარი

ჟენევას ტბის 7 კილომეტრი სიგრძის ნაპირი ქალაქ მონროს ეკუთვნის. აქ მოწესრიგებული ბილიკები, ფერადი ყვავილები და კარუსელები დაგხვდებათ.

4 გაერთეთ ცნობილი შემსრულებლების ლაივებზე

მონროს ჯაზ-ფესტივალი

50 წელია, რაც მონროს ჯაზ-ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ მუსიკალური ფესტივალია და ყოველ ზაფხულს ცნობილ არტისტებს იზიდავს. ელტონ ჯონი, დევიდ ბოუვი, პრინცი, არეტა ფრანკლინი და ლედი გაგა – ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულან.

5 ადით ალპებზე

მატარებელი Rochers-de-Naye

გასაოცარი შთაბეჭდილებების მისაღებად, ალპების მთებზე ამ მშვენიერი ტრანსპორტით უნდა ახვიდეთ, რომელსაც მონროს მატარებლის სადგურზე მიაგნებთ. 55 წუთიანი მოგზაურობა ზღვის დონიდან 6700 მეტრზე აგიყვანთ. ხედი ნებისმიერ სეზონზე შთამბეჭდავია.

6 გაყევით ვინტაჟური გემის კრუიზს

ჟენევას ტბა

ჟენევას ტბაზე ნავის ტურის აღება აუცილებელია თუ მონროში იმყოფებით. განსაკუთრებით მზიან დღეს. კომპანია CGN ვინტაჟური ორთქმავლებით ყოველდღე გთავაზობთ კრუიზებს. ლანჩი და სადილი ფასში შედის. ის დაგათვალიერებინებთ ჟენევას, ლოზანს და ტბაზე მდებარე სხვა ქალაქებს.

7 მიიღეთ პოზა ფრედი მერკურისთან ერთად

ფრედი მერკურის ქანდაკება

მისამართი: Rue du Théâtre 9, 1820

ეს ქარიზმატული მომღერალი მონროს ჯაზ-ფესტივალზე 1978 წელს მონაწილეობდა და ამ ქალაქით ისე მოიხიბლა, რომ ტბის ხედით სახლი შეიძინა და საცხოვრებლად გადმოვიდა. ბენდი “ქვინი” სწორედ მონროს სტუდიაში მუშაობდა. დღეს მერკურის ქანდაკება ტბის პირას დგას.

8 დააგემოვნეთ ღვინო შთამბეჭდავ ვენახებში

ლავოს ტერასული ვენახები

მისამართი: Lavaux-Oron District

მონროს ჩრდილოეთით ლავო მდებარეობს – ღვინით ცნობილი დასახლება ტერასული ვენახებით. ვენახის განვითარების უნიკალური მეთოდების წყალობით, ლავომ იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსიც მოიპოვა. ღვინის ტურიზმი აქ კარგადაა ორგანიზებული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვენახები სპეციალური ტრანსპორტით და დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო.

9 ისეირნეთ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში

ვივეი / Vevey

ბრწყინვალედ შემონახული ეს ძველი ქალაქი შუა საუკუნეებით თარიღდება. ვივეი საყვარელი და საინტერესო ადგილია საათების გასატარებლად. ვიწრო საფეხმავლო ხეივნები გულგრილს არ დაგტოვებთ. ზაფხულში სამშაბათობით და შაბათობით ცოცხალი ბაზრობებიც იმართება. ვივეში მატარებლით ან ნავით მოხვდებით, თუმცა ისე ახლოსაა, რომ ფეხით ან ველოსიპედით გადასვლაც შეგიძლიათ.

10 აღნიშნეთ ახალი წელი

შობის პერიოდში სანტა და ირმები მონროს თავზე დაფრინავენ

ნოემბრის ბოლოდან ახალ წლამდე მონრო ჯადოსნურ დასახლებად იქცევა. აქ დიდი საშობაო ბაზრობა ეწყობა და სადღესასწაულო ატმოსფერო იქმნება.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია8 ივნ 2026

როგორ უნდა მოინახულოთ მთელი შვეიცარია მატარებლით

შვეიცარია მატარებლით 14 დღეში: რაინის ჩანჩქერები, ციურიხი, ლუცერნი, ბრიენზი, მონტრო, ზერმატი და სან მორიცი. მარშრუტი, მანძილები და პრაქტიკული რჩევები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია13 მარ 2026

საუკეთესო აქტივობები შვეიცარიაში ბავშვებთან ერთად

შვეიცარია ბავშვებთან ერთად: შოკოლადის ქარხანა ციურიხში, საოჯახო სათხილამურო კურორტები, ცურვა ველურ ბუნებაში, ზიპლაინი და წყლის თავგადასავლები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია17 თებ 2026

შვეიცარიის ეს ალპური მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ მიმართულებად დასახელდა

მატერჰორნმა ეიფელის კოშკსაც აჯობა: 1,5 მილიონი შეფასების კვლევით, ცერმატის მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მიმართულებაა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები