ამსტერდამის მომხიბვლელ ქუჩებში ბევრი სასიამოვნო ადგილი იმალება დასალევად. აქ კოქტეილის ბარები, ლუდის პაბები და წყლისპირა ტერასები შემოგეგებებათ. ამსტერდამის გასართობ სივრცეებში უალკოჰოლო სასმელების არჩევანიც დიდია.
1. De Druif
ეს არაჩვეულებრივი ტრადიციული ჰოლანდიური პაბი ამსტერდამის მემკვიდრეობას წარმოგვიდგენს – უნიკალური ნივთებით მორთულ ინტერიერში. საზღვაო მუზეუმთან მდებარე ეს ბარი ამსტერდამის ერთ-ერთი უძველესი ბარია.
2. De Drie Fleschjes
ამ ბარში ისტორიული პატარა ბოთლების კოლექცია დაგხვდებათ. აქ დააგემოვნებთ განსაკუთრებულ საავტორო კოქტეილებს და ლუდის ნაირსახეობებს.
3. Distilleerderij ’t Nieuwe Diep
თუ ლიქიორი გიყვართ, აქ უნდა მოხვიდეთ. ამსტერდამის გარეუბანში მდებარე ამ მე-19 საუკუნის შენობაში სასმელებს ორგანული ინგრედიენტებისგან ამზადებენ. მიირთვით ისინი წყლის პირას მდებარე ტერასაზე.
4. Café Papeneiland
იორდაანის უბანში, ვიწრო ქუჩების, მოედნების და ბარ-რესტორნების სივრცეში პაპენეილენდის კაფე ნამდვილად გამოირჩევა. ის 1642 წელს გაიხსნა. მის ვინტაჟურ დეკორში ტრადიციულ ხემსებსა და სასმელს დააგემოვნებთ.
5. Flying Dutchmen Cocktails
ამსტერდამის ეს ბარი ერთ-ერთი უდიდესია ქალაქში და 900-ზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს გვთავაზობს. ერთ-ერთი კლასიკური რეცეპტია “მფრინავი ჰოლანდიელი”.
6. Bar Mokum
აქ შეგიძლიათ დაესწროთ კოქტეილის ვორქშოფსაც და მათი დამზადება ისწავლოთ. მოკუმი პატარ სოფლის მსგავს უბანში – დე პიჯში მდებარეობს.
7. Brouwerij ‘t IJ
თუ ადგილზე მოხარშული ლუდი გიყვართ, ეს ბარი საუკეთესო ადგილია მის დასაგემოვნებლად. ის ყოფილ აბანოს შენობაში მდებარეობს, რომლის ტერასიდანაც მე-18 საუკუნით დათარიღებულ წიქვილს იხილავთ. 1985 წელს გახსნილი ბარი განსაკუთრებულ ლუდის სახეობებს გვთავაზობს.
8. LuminAir
ამსტერდამის ზედხედებს ტერასული ბარებიდან დააკვირდებით. ისინი ძირითადად სასტუმროებს აქვთ და ნებისმიერ ვიზიტორს სიამოვნებით მასპინძლობენ. მაგალითად, მე-11 სართულზე მდებარე ლუმინარი 360 გრადუსიან პანორამას და ლამაზ ინსტალაციებს გვთავაზობს.
9. Pllek
ამსტერდამი საზღვაო ქალაქი არაა, მაგრამ სანაპირო წვეულებებით აქ მაინც დატკბებით. ცენტრალური სადგურიდან ბორნით 5 წუთში უფასოდ მოხვდებით ძველ კონტეინერთან, სადაც ხელოვნური სანაპიროა მოწყობილი. აქ ხშირად იმართება ღონისძიებები, კინოს ჩვენებები და წვეულებები.
10. Chateau Amsterdam
თუ ღვინო გიყვართ, მაგ შემთხვევაში კი ამ ადგილს გირჩევთ. ბოლო წლებში ეს სასმელი ამსტერდამში ძალიან პოპულარული გახდა. პოსტ-ინდუსტრიულ ნაწილში, ნოორდში მდებარე შატო ამსტერდამი ქვეყნის პირველი ურბანული მეღვინეობაა. აქ სხვადასხვა ჯიშის ევროპულ ღვინოს შემოგთავაზებენ.