შვეიცარიის დასავლეთში მდებარე ფრანგულენოვანი ჟენევა საერთაშორისო დიპლომატიით გამოირჩევა. ის ქვეყნის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია მომხიბვლელი ძველი ქალაქით, მუზეუმებით, ცოცხალი ღამის ცხოვრებით, ჟენევას ტბით და მონ ბლანის მწვერვალის ხედით. შენი მეგზური აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
1. გადმოხედეთ ჟენევას გულს ჩიტის სიმაღლიდან
ძველი ჟენევას ანტიკური გულისცემა სან პიერის კათედრალის (Cathédrale St-Pierre) კოშკურიდან შეგიძლიათ გაიგოთ. კოშკები გვიანობამდეა ღია და შეგიძლიათ პანორამული ხედები მთვარის შუქზე იხილოთ. სამხრეთ კოშკს ღია აივანი აქვს, ხოლო ჩრდილოეთ კოშკი დახურული გადმოსახედია.

2. გაისეირნეთ წყლისპირას (Quai du Mont Blanc)
ყვავილები, ქანდაკებები, გამოფენები და მოწმენდილ დღეებში – მონ ბლანის ხედები: ჟენევას ეს ფოტოგენური ბულვარი მოგატარებთ რომაული პერიოდის თერმულ აბაზანებსაც.

3. დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო
ჟენევაში საჭმელი არაჩვეულებრივია. აქ გემრიელად მიირთმევთ კაფეტერიებში და რესტორნებში. პატარა მშვიდი კაფეები წარმოგიდგენენ მაღალი ხარისხის წასახემსებლებს და ყავას. დააგემოვნეთ შვეიცარიული შოკოლადი.

4. იპოვეთ სიმშვიდე შვეიცარიელ პრეზიდენტებთან
მოინახულეთ მეფეების სასაფლაო (Cimetière des Rois), რომელიც ერთ დროს ქალაქის კედლებს მიღმა ააშენეს და მას შემდეგ აქ ბევრი ცნობილი ადამიანი დაასაფლავეს.

5. დატკბით ბუნების სილამაზით
კოსმოპოლიტური ქალაქის მიღმა შეგიძლიათ ბუნებაც გამოიკვლიოთ. რა მიმართულებითაც არ უნდა გაცდეთ ქალაქს, ყველგან საოცარი ბუნება დაგხვდებათ. იხილეთ ჟენევის ტბის და ჯურას მთების საოცარი სილამაზე. საბაგიროს მეშვეობით შეგიძლიათ ზღვის დონიდან 1600 მეტრზეც ახვიდეთ.

6. გამოსცადეთ აქაური ღამის ცხოვრება სასმელებით და ცეკვით
ჟენევაში უამრავი კოქტეილის ბარი და ლაივ მუსიკის სივრცეა. ჩვენ გირჩევთ შემდეგ ბარებს: Bateau Lavoir, Le Baroque, Chat Noir.

7. გაისეირნეთ ნავით მდინარე რონიზე
რონის მდინარე მისტიკური ადგილია, რომელიც მითიური დრაკონების ლეგენდების ინსპირაციად იქცა. ჟენევაში შეგიძლიათ მდინარეზე კაიაკი ან ნავი იქირაოთ და ქალაქი წყლიდანაც შეათვალიეროთ.

8. იცურავეთ პაკის აბანოებში (Bains des Pâquis)
ჟენევას ურბანული აბანოები მთელი წლის მანძილზეა ღია და რეტრო საცურაო ადგილს წარმოადგენს. ის მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენეს და საჯაროდ გახსნეს. ხელოვნურად მოწყობილი სანაპიროები იდეალურადაა ინტეგრირებული ლანდშაფტთან. ბანაობის შემდეგ შესაძლებელია საუნაში ან თურქულ ჰამამებში შესვლა.

9. დააკვირდით ჟენეველი მესაათეების მუშაობას
შვეიცარიული საათი მსოფლიოში სახელგანთქმულია. ჟენევას პატეკ ფილიპის მუზეუმში შვეიცარიული საათის ისტორიას გაეცნობით. სამშაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ უყუროთ საათის ოსტატების მუშაობას, აიღოთ მუზეუმის აუდიო ტური და მოინახულოთ მაღაზია უნიკალური საათებით.











