პორტიმაოში თითქმის ყველაფერი ზღვის გარშემოა განლაგებული. ეს პორტუგალიის საპორტო ქალაქია, რომელიც თევზაობაზე და ვაჭრობაზე ფოკუსირდება. პორტიმაო ალგარვეში სიდიდით რიგით მეორე ქალაქია და აქ ტურიზმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს მე-19 საუკუნიდან.

პრაია და როჰა/Praia da Rocha

დაისვენეთ პორტიმაოს საუკეთესო სანაპიროზე

ალგარვეში ბევრი საოცარი სანაპირო მდებარეობს, პირდაპირ პორტიმაოს გულში. მაგრამ, პრაია და როჰა უბრალოდ განგაცვიფრებთ. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ქვიანი სანაპირო”. ეს ერთ კილომეტრიანი ნაპირი საკმაოდ სუფთა წყლით გამოირჩევა. აქ ბევრი წყლის სპორტით დაკავდებით.

პორტიმაოს მუზეუმი

პორტიმაოს მუზეუმი ყოფილ თევზის კონსერვების ქარხანაში მდებარეობს. ამ ქალაქს ალგარვეს სარდინების ქალაქსაც უწოდებენ. მუზეუმი გასაოცარ ისტორიას ყვება იმ წვლილზე, რაც სათევზაო ინდუსტრიამ აქ გაიღო. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

მისამართი: Rua D. Carlos I Zona Ribeirinha

აიღეთ გამოქვაბულის კრუიზი პორტიმაოს ვასკო და გამას ნაპირიდან

პორტიმაოდან გაყევით ნავის ტურს შთამბეჭდავი ბენაგილის გამოქვაბულების სანახავად. ტალღებმა აქ კლდეებს საოცარი ფორმაცია მისცეს და კრისტალურ წყალში თაღები შექმნეს. ნავები რეგულარულად გადიან ვასკო და გამას ნაპირიდან, ქალაქის ცენტრიდან.

ხედები პორტიმაოს ძეგლიდან: Fortaleza de Santa Catarina

ეს პორტიმაოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული ძეგლია. ის მე-17 საუკუნეში ქალაქის დასაცავად ააგეს. ციხეზე მოხვედრა მარტივია და იქიდან გადაშლილ ხედებად ნამდვილად ღირს.

მისამართი: Av. Tomás Cabreira 4

პორტიმაოს მუნიციპალური ბაზარი

იშოპინგეთ ადგილობრივებთან ერთად

ადგილობრივები პორტიმაოს ბაზარში ჯანსაღ პროდუქციას ყოველდღე ყიდულობენ. შეიძინეთ ბოსტნეული, ლანჩს ინგრედიენტები და ზღვის პროდუქტები. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

მისამართი: Av. São João de Deus

მანუელ ტეიხეირა გომესის მუზეუმი

გაიგეთ ინფორმაცია პორტუგალიის პრეზიდენტების შესახებ

მანუელ ტეიხეირა გომესი პორტუგალიის მე-7 პრეზიდენტი იყო. ის ასევე მწერალი, მოგზაური და დიპლომატი გახლდათ. აქ ნახავთ ადგილობრივი არტისტების და ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ღიაა სამუშაო დღეებშუ.

მისამართი: R. Júdice Biker 1

ისიამოვნეთ თევზაობით მარინა დე პორტიმაოზე

მარინა დე პორტიმაოზე თევზაობის შესაძლებლობას შემოგთავაზობენ. ქალაქის ნავსადგურს ნავები ყოველდღიურად ტოვებენ და ყველას ეპატიჟებიან, ვისაც თევზაობა უყვარს და მოსწონს.

წყლის პარკი – Slide & Splash Waterpark

ეს აკვაპარკი უკვე 30 წელია რაც პოპულარული ლოკაციაა გასართობად. პორტიმაოს ცენტრიდან 6კმ-ის დაშორებით მდებარე ეს თემატური პარკი ბევრ ატრაქციონსაც აერთიანებს. დაისვენეთ სპაში ან მიიღეთ მასაჟის მომსახურეობა.

მისამართი: Vale de Deus 125

ციხესიმაგრე – Castelo de São João do Arade

იცურავეთ ბუმბერაზი ციხესიმაგრის კედლების ქვეშ

ეს გასაოცარი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე არადის მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე დომინირებს. ის მე-15 საუკუნეში მეკობრეებისგან დასაცავად ააგეს. ინტერიერში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ დაათვალიეროთ გარედან და იცურაოთ მის ქვეშ მდებარე სანაპიროებზე: Praia Grande და Praia da Angrinha. გაყევით ბორანს პრაია დე როჰას ნავსადგურიდან.

რიო არადის ხიდი/Rio Arade Suspension Bridge

არქიტექტურული საოცრება განსაკუთრებით მზის ჩასვლისას

ეს ინჟინერული საოცრება ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია გადასაღებად. 62 მეტრიან ხიდს დრამატული სილუეტი აქვს, რომელიც ნარინჯისფერი ცის ფონზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია.