პაი ულამაზესი მთა-გორიანი სოფელია ჩრდილოეთ ტაილანდში, ცნობილი იდილიური ბუნების ლანდშაფტებით, ცხელი წყაროებით და ბოჰემური ატმოსფეროთი. აღმოაჩინეთ აქაურობა ჩვენს სამოგზაურო გაიდში:

1. პაის კანიონი

Pai Canyon/Kong Lan გასაოცარი გეოლოგიური ადგილია, ერთ-ერთი საუკეთესი პაიში. რაც მთავარია, ის უფასოა. ამიტომაც, ბიუჯეტური მოგზაურობისთვის მშვენიერი არჩევანია. ათასწლოვანი ეროზიის შედეგად აქ მტვრიანი წითელი ქედებია რომლებზეც საფეხმავლო ბილიკები ბუნებრივადაა შექმნილი. ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ ამ ადგილს  მზის ჩასვლისას და დატკბეთ ნარინჯისფერი ტონალობის ხედებით. ამ დროს აქ ყველაზე მეტი ხალხი იყრის თავს. თუ ხალხმრავლობა არ გსურთ, ეწვიეთ დილით.

2. პაის ღამის ბაზრობა

ეს მჩქეფარე ჰაბი დაბნელების შენდეგ ცოცხლდება და ბარებში ლაივ მუსიკის შესრულებას იწყებენ. საფეხმავლო ქუჩა ლამპიონების შუქზე ხმაურიან და ფერად ბაზრობად იქცევა. აქ არსებულ მაღაზიებში შეიძენთ ყველაფერს: სამოსს, სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებს და ხელოვნების ნიმუშებს. ბაზრობა საკვების კუთხითაც სამოთხეა! პატარა დახლებზე ახლად მომზადებულ ნუდლს, ბრინჯს და სმუზებს მოგიმზადებენ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ შეკვეთილ საკვებს იქვე იმ წუთას აკეთებენ. ბაზრობას შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველ საღამოს, 5 საათიდან 10 საათამდე.

3. ბამბუკის ხიდი

ეს 800 მეტრიანი ბამბუკის საფეხმავლო ხიდი სულ სიმწვანეში გადის. აქ შთამბეჭდავი ხედებია; ტყიანი მთები და ღია ცისფერი ცა. თავდაპირველად, ბამბუკის ხიდი ააგეს ბერებისთვის, რათა მათთვის საყდარსა და სოფელს შორის გზა შეემოკლებინათ. დღეს ხიდს ყველა იყენებს დილით თუ შუადღეს სასეირნოდ. აქ თავს სრულ სიმშვიდეში აღმოაჩენთ და მშვიდად ამოისუნთქებთ. შესვლის ღირებულებაა 1 დოლარი. საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბერი.

4. დიდი ბუდა

The Big Buddha/Wat Phra That Mae Yen მაგიური თეთრი ქანდაკებაა, რომელსაც პაის ყველა კუთხიდან დაინახავთ. მწვანე მთებში მოქცეული ბუდა მთელ სოფელს ზევიდან გადმოჰყურებს. მაღლა ასასვლელად 350 საფეხურის ავლა მოგიწევთ, მაგრამ დახვედრილი ხედი ამად ღირს. ამ ადგილს დიდი სულიერი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივებისთვის და ისინი აქ ხშირად ამოდიან მედიტაციისთვის. მონახულება უფასოა. მიზანშეწონილია, რომ დაიფაროთ მხრები და მუხლები, ხოლო ბუდასთან მიახლოებისას ფეხზე გაიხადოთ.

5. რაფტინგი პაიზე

მდინარის სპორტული აქტივობები პაიზე ძალიან პოპულარულია. ეს საუკეთესო გზაა პაის ბუნება რომ სხვადასხვა კუთხით გამოიკვლიოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. აქ ნავის, კაიაკის თუ სერფინგის დაფების ტურებს შემოგთავაზებენ. თან იქონიეთ გამოსაცვლელი მშრალი სამოსი, მწერების საწინააღმდეგო ნივთები და წყალი.

6. სი დინ ქაის საყდარი

Wat Si Don Chai Temple ერთ-ერთი ულამაზესი საყდარია არამხოლოდ პაიში, არამედ მთელ ტაილანდში. ეს ანტიკური ნაგებობა პირველი ტაძარია, რომელიც პაიში აშენდა. დატკბით მისი ფერადი მხატვრობით კედლებზე და მიაგეთ პატივი 700 წლოვან ბუდას ქანდაკებას.

7. გამოიკვლიეთ პაის ბუნება და გარემო

პაი ტაილანდის ბუნებრივად ულამაზესი ნაწილია. ის არაჩვეულებრივი ადგილია აქაური ბუნების გასაცნობად. იქირავეთ მანქანა (sunny cars), სკუტერი ან მოტოციკლეტი ან შეუერთდით ჯგუფურ ტურებს. ქუჩა – Walking Street არის ადგილი, სადაც ორგანიზებული ტური შეგიძლიათ დაჯავშნოთ. გიდები მთებში წაგიყვანენ და არემარეს მოგატარებენ.

8. ცხელი წყაროები

ბუნებრივი ღია სპა გამოცდილებისთვის, წადით პაის პოპულარულ ცხელ აბაზანებში. მიიღეთ რელაქსაცია მინერალებით სავსე თბილ წყლებში და სრულ სიმწვანეში. უმჯობესია თუ დილით ადრე მიხვალთ, რადგანაც პაის ცხელი წყლები ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. შესვლის ღირებულება დაახლოებით 10 დოლარია. ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ადგილზე დაგხვდებათ საპირფარეშოები, სკამები და საფეხმავლო გზები.

Sai Ngam Hot Spring – ერთ-ერთი ცხელი აბაზანაა, რომელსაც ფარულ წყაროსაც უწოდებენ, რადგანაც ეროვნული პარკის სიღრმეშია დამალული. აქ კრისტალივით სუფთა წყალი და ჯუნგლებია. შესვლის ღირებულებაა 6 ევრო. ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე ყოველდღე.

9. ტამ ლოდის გამოქვაბული

პაის რეგიონში ბევრი გამოქვაბულია, მაგრამ Tham Lod Cave განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აქ ქვის ხანის არტეფაქტებიც კია ნაპოვნი, რაც მის ანტიკურობას უსამს ხაზს. კილომეტრნახევრიანი გამოქვაბული ფეხით უნდა გამოიკვლიოთ. შიგნით დასასვენებელი სკამებიც დაგხვდებათ. თუ გამოქვაბულს დღის მეორე ნახევარში ეწვევით, დაუცადეთ ჩიტების შეფრენის რიტუალს გამოქვაბულში, რაც ყოველდღე მზის ჩასვლამდე ხდება და მაგიურ სანახაობას ქმნის. სამივე გამოქვაბულის მონახულების ღირებულებაა 15 დოლარი თავისი გიდით. ღიაა დილის 9 საათიდან 6 საათამდე.

10. ბან ჯაბოს გადმოსახედი

Ban Jabo Viewpoint – შთამბეჭდავი მთაგორიანი სოფელია, გამოქვაბულიდან 20 წუთის გზაზე. აქ ყავას და ნუდლს ღრუბლების ხედზე მიირთმევთ. აუცილებლად იქონიეთ საწვიმარი, მზისგან დამცავი და დამატებითი სვიტრი, რადგანაც აქ ამინდი სწრაფად იცვლება ხოლმე.

საუკეთესო კაფე-რესტორნები პაიზე

აქ ყველანაირ ბიუჯეტზე და გემოვნებაზე მორგებული კაფე-რესტორნებია, თუმცა საკვებით მოწამვლაც გავრცელებულია. აუცილებლად შეამოწმეთ კონკრეტულ კაფეზე დაწერილი შეფასებები გუგლში ან მსგავს საიტებზე.

  • Dammie Cafe
  • Granita Cafe (vegan/vegetarian)
  • Om Garden Cafe
  • Art Farm Studio
  • Earth Tone
  • Air Restaurant
  • Tham Ma Daa Cafe
  • Fat Cat Restaurant
  • Bom Bowls
  • Cafecito

რჩევა: აქ გიდებს ინგლისურად საუბარი უჭირთ. გამოიყენეთ Google Translate.