ობიდოსი საუცხოოდ შემონახული მთიანი შუასაუკუნეების სოფელია თეთრი სახლებით, შთამბეჭდავი ეკლესიებით და ლამაზი მონუმენტებით. ის პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული მიმართულებაა, სადაც ტურისტები ხშირად ჩადიან ლისაბონიდან ერთ დღიანი ტურისთვის. აღსანიშნავია, რომ აქ წლის მანძილზე ბევრი ფესტივალი ტარდება.

1. მიიღეთ შთაგონება აზულეჯოსგან

პორტუგალია გამორჩეულია აზულეჯოს ფილების ხელოვნებით და ობიდოსიც ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ამ ხელნაკეთ ულამაზეს ფილებს დაათვალიერებთ. გაეშურეთ კასა დოს აზულეჯოს ქუჩისკენ, სადაც აღმოაჩენთ აზულეჯოს სუვენირებს და შეძლებთ თავადაც შეასრულოთ ის.

2. გაუყევით შუასაუკუნეების ხეივნებს

ობიდოსის კედლებში დაკარგვა სასიამოვნო აქტივობაა. იმისათვის, რომ გაიგოთ რატომ ეძახიან პორტუგალიელები ობიდოსს პორტუგალიის ერთ-ერთ საოცრებას, სწორედ მის ქუჩებში უნდა იხეტიალოთ. დირეტას ქუჩის გაყოლით, რომელიც პორტა დე ვილას ციხესიმაგრესთან აკავშირებს, გზად აღმოაჩენთ ისტორიულ ეკლესიებს.

3. ისიამოვნეთ ალუბლის ლიქიორითა და შოკოლადით

დირეიტას ქუჩაზე თითქმის ყველა კუთხეში შეიძენთ ადგილობრივ ლიქიორსა და შოკოლადს. ყოველი წლის მარტში აქ საერთაშორისო შოკოლადის ფესტივალიც ტარდება.

4. გაატარეთ დრო ობიდოსის ციხესიმაგრეში

ეს სამეფო სასახლე მეფე დინისმა დედოფალ სანტა იზაბელს აჩუქა. დღეს აქ სასტუმროც მდებარეობს, სადაც ღამის გათევა შეგიძლიათ. ობიდოსის ციხის მონახულება პორტუგალიის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა.

5. დატკბით მზის ჩასვლით მავრიტანულ კედლებში

ობიდოსი აუცილებლად უნდა იხილოთ ზემოდან. აუყევით ქვის კიბეებს მე-8 საუკუნის პორტა და ვილამდე და უყურეთ მზის ჩასვლას მარიტანულ კედლებში. აქაურ ქუჩების და ბაღების ლაბირინთებში პანორამული ხედებით დატკბებით.

6. აღმოაჩინეთ თქვენი წიგნი ლიტერატურის ქალაქში

ბიბლიოფილები ობიდოსისკენ წიგნების ძიებაში მიიწევენ, რადგანაც ეს ქალაქი 2015 წლის მერე იუნესკოს “ლიტერატურის ქალაქადაა” აღიარებული. მიაკითხეთ ანტიკურ უძველეს წიგნის მაღაზიებს მთელ ქალაქში. მაგალითად, სანტიაგოს ბიბლიოთეკას ყოფილ ეკლესიაში და მერკადოს ბიბლიოთეკას. ძველი ღვინის მარანთან დაგხვდებათ: Livraria Artes e Letras. ასევე შეგიძლიათ დაესწროთ ობიდოსის ლიტერატურის ფესტივალს სექტემბერში ან აპრილში.

7. დაისვენეთ სანაპირო ლაგუნაში

ობიდოსი მეტია, ვიდრე მხოლოდ შუასაუკუნეების საოცრება. ამ ლაგუნაში ნავები Covão dos Musaranhos-დან გამოდიან. ზამთრის მიგრაციის დროს აქ ფლამინგოებსაც მოკრავთ თვალს.

8. დააგემოვნეთ caldeirada de peixe ღვინოსთან ერთად

ეს ადგილობრივი ტრადიციული კერძია სეზონური ინგრედიენტებით. მიაყოლეთ მას აქაური ღვინო.