თეთრი სანაპიროებით, მთებით, არქიტექტურული შედევრებით მდიდარი ნერჯა მზიანი რეგიონის მფეთქავი გულია. ეს მომხიბვლელი ქალაქი ანდალუსიის კოსტა დელ სოლთან მდებარეობს, ქვეყნის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე. ნერჯას ცენტრში ისტორიული სახლები, მყუდრო მოედნები, ბუნების სილამაზე, კანიონები და მთებია. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, რაც მის უნიკალურ არიტექტურაში და ეკლექტიკურ მუზეუმებში ჩანს. ჩვენ ამ ესპანურ სანაპირო ქალაქში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

პლაია ბურიანა/Playa Burriana

ეს ნერჯას ყველაზე ცნობილი ოქროსქვიშიანი სანაპიროა რბილი ქვიშით და ბულვარში ჩამწკრივებული პალმის ხეებით. ზაფხულში აქ უამრავი აქტივობის საშუალებაა. შეგიძლიათ იქირაოთ ნავი, ითამაშოთ ფრენბურთი და ილაშქროთ.

ევროპის აივანი/Balcón de Europa

გადმოხედეთ სანაპიროს საოცარი გადმოსახედიდან. ეს პლატფორმა ნერჟას სანაპირო ზოლშია ძველი ქალაქის ცენტრში. ყოფილი ციხესიმაგრე გადმოსახედად იქცა, სადაც გემრიელად მირთმევასაც შეძლებთ.

აკვადუკი/The Aqueduct Eagle

ეს წითელი აგურის შენობა მე-19 საუკუნით თარიღდება. ის საჯარო შენობაა, სადაც შესვლა უფასოა.

Რიო ქილარი/Rio Chillar

ამ გასაოცარ კანიონში კლდეები და ბუნებრივი აუზები დაგხვდებათ. ეს კიდევ ერთი ბრწყინვალე ადგილია ნერჯას ბუნება რომ შეიცნოთ. ლაშქრობის დროს გაგრილდით კრისტალივით სუფთა წყლებში.

Ნერჟას გამოქვაბულები/Fundación Cueva de Nerja

აღმოაჩინეთ მიწისქვეშა საოცარი სამყარო. ეს ქალაქის ყველაზე ცნობილი პოპულარული ტურისტული ძეგლია. აქ ნახავთ სტალაქტიდებს, სტალაგმიტებსა და გამოქვაბულის უძველეს მხატვრობას.

პიკო დელ სიელო/Pico del Cielo

ეს სამოთხეა სპორტის ენთუზიასტებისთვის და აქტიური მოგზაურებისთვის. ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე ამ ლოკაციიდან კარგ ამინდში მაროკოსაც კი ხედავენ.

ნერჯას მუზეუმი/Museo de Nerja

ისტორიის მოყვარულები ნერჟას ისტორიის შესასწავლად ამ ინტერაქციულ მუზეუმში უნდა გაემართონ. აქ ადგილობრივი არქიტექტურის და ინდუსტრიის გამოფენებია. შესვლა უფასოა იმ შემთხვევაში თუ შესასვლელში ნერჯას გამოქვაბულის ბილეთებს აჩვენებთ.

კასკადა დე მარო/Cascada de Maro

ეს 15 მეტრიანი ჩანჩქერი ზღვას ნერჯაში ხვდება. შეგიძლიათ მას ეწვიოთ ნავის ტურით ან კაიაკით.

ეროვნული პარკები/Sierras of Tejeda, Almijara & Alhama Natural Park

ნერჟას მთებში ულამაზესი ეროვნული პარკები მდებარეობს. აქ მდიდარი ფლორა-ფაუნა დაგხვდებათ, სამკურნალო მცენარეებით და ციტრუსის ხეებით. ადით ზღვის დონიდან 2069 მეტრზე, პარკის უმაღლეს წერტილში და გადმოხედეთ ფიჭვის ტყეებს.

პლაია ელ სალონი/Playa El Salón

ევროპის აივნის სიახლოვეს ამ სანაპიროს ნახავთ ფოტოგენური მეთევზეების სახლებით. სანაპიროზე ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როცა სათევზაო ნავები ბრუნდებიან და ადგილობრივები მზის ჩასვლის ხედებით ტკბებიან. ამ ატმოსფეროში რელაქსაციას ნამდვილად იგრძნობთ.