ლივერპული მუსიკის და ფეხბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ქალაქის ცნობილი ბიჭები “ბიტლზები” და საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” სპორტსმენები აქ განსაკუთრებით უყვართ. ეს ყოფილი ინდუსტრიული ქალაქი დღეს პოპოლარული სტუდენტური ქალაქია, სავსე ტურისტებით. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
Albert Dock: ლივერპულის საზღვაო მემკვიდრეობა
ეს ადგილი ლივერპულში ტურიზმის ცენტრია. აქ ბევრი ბარ-რესტორანი, მუზეუმი და სასტუმროა. აქ შეიგრძნობთ ყოფილ ინდუსტრიულ დიდებულ ატმოსფეროს, მიუხედავად იმისა, რომ ნაოსნები აღარ არიან. არეალი ულამაზესია ნებისმიერ ამინდში.
Beatles Story Museum: შეისწავლეთ ბითზლების ისტორია
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბენდის ადრეული კარიერის წლები სწორედ ლივერპულში მიმდინარეობდა. ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე.
Tate Liverpool: დააფასეთ ბრიტანული და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნება
ტეიტის მუზეუმი თანამშრომლობს კორნვალის და ლონდონის მუზეუმებთან და დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ხელოვნების საოცარ კოლექციას წარმოგვიდგენს. აქ დატკბებით პიკასოს და პისაროს ნამუშევრებით. ღიაა დილის 10 საათიდან 5 საათამდე.
ბორანი მერსიზე: შეხედეთ ქალაქს განსხვავებული პერსპექტივიდან
მდინარე მერსი ერთ დროს ქალაქის მთავარი არტერია იყო. ბორნით აქ მგზავრობა წყლიდან ცნობილ ღირსშესანიშნაობებს დაგანახებთ. კრუიზი 50 წუთს გრძელდება. ისინი ნაპირიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ გადიან.
The British Music Experience: ამოყავით თავი მუსიკის მუზეუმში
აერთიანებს რა მუსიკასა და ისტორიას, ეს მუზეუმი ბრიტანეთის უდიდესი ბენდების და მუსიკოსების გარშემო გამოგზაურებთ. გაეცნობით ოაზისის, ქვინის, დევიდ ბოუვის და ქოლდფლეის შემოქმედებას. მას ქანარდის შენობაში (Cunard Building) აღმოაჩენთ. ღიაა 9-დან 6-მდე.
Radio City Tower: ადით 138 მეტრი სიმაღლის კოშკურაზე
ეს კოშკი უდიდესია ლივერპულში და საუკეთესო სათვალთვალო ადგილია ქალაქში. 1969 წელს აშენებულ კოშკს წლები დაეტყო მაგრამ ის საუკეთესო ხედებს გვთავაზობს. ღიაა: 10.30 / 5.30.
World Museum: დაათვალიერეთ მსოფლიო მუზეუმი
ეს ლივერპულის მუზეუმების მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოგვიდგენს ნეოკლასიკურ დიზაინს მისი თაღებითა და ექსტერიერით. ინტერიერის ხილვამდე, შენობის შთამბეჭდაობაც ნამდვილად მოგხიბლავთ. აქ ნახავთ პლანეტარიუმსაც.
Liverpool One: შეიარეთ ლივერპულის ტრენდულ სავაჭრო ცენტრში
ეს საუკეთესო ადგილია ლივერპულში საშოპინგოდ. იხილავთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებსაც. საკვებ სივრცეში კი უამრავი არჩევანი შემოგეგებებათ. ღიაა ორშაბათი პარასკევი 8 საათამდე, შაბათს 7-მდე, ხოლო კვირას 5-მდე.
გართობისა და წვეულებისთვის გირჩევთ: Ropewalks. ეს საუკეთესო ადგილია ლივერპულში დასალევად და ღამის ცხოვრებისთვის. ლაივ მუსიკისთვის აუცილებლად ეწვიეთ: The Cavern Club. აქ ნამდვილად შეიგრძნობთ ძველი დროის დიდებულებას და ლეგენდარულ ბენდებს მოუსმენთ. (ლოკაცია: 10 Mathew St)