გლაზგო ტრენდული სავაჭრო მოლების, გოთიკური არქიტექტურის და საკონცერტო დარბაზების ეკლექტური მიქსია. ის ბევრ დაუვიწყარ მოგონებას შეგძენთ და თქვენს მოგზაურობას ძალიან საინტერესოს გახდის. ხელოვნების მოყვარულები აქ უამრავ მუზეუმს და გალერეას აღმოაჩენენ. მუსიკის ენთუზიასტები კი მუსიკით დატკბებიან. ცენტრალური გლაზგო საფეხმავლო ქუჩებითაა სავსე, სადაც ბევრი მოდის და ვინტაჟური მაღაზიაა.

გლაზგოს კათედრალი

გლაზგოს კათედრალი შოტლანდიური გოთიკური არქიტექტურის საოცარი ნიმუშია თავისი შუშის ფანჯრებით და წმინდათან მონუმენტებით. ციხესიმაგრის ქუჩაზე მდებარე კათედრალი 15 წუთის ფეხით სავალზეა ჯორჯის მოედნიდან. შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასო გიდის ტურებს. ოქტომბერში კი დაესწროთ 1 კვირიან ფესტივალს მის ეზოში. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

ჯორჯის მოედანი

George Square – გლაზგოს საკულტო ადგილია, სადაც საათებს გაატარებთ ისტორიული შენობების, თაღების და მონუმენტების გამოკვლევაში. აქ ხშირად ტარდება კონცერტები და ფესტივალებიც.

ხალხის სასახლე და ზამთრის ბაღები

მიირთვით ყავა ეგზოტიკური მცენარეებით სავსე ვიქტორიანულ შუშის სასახლეში რომელიც მე-19 საუკუნეში დაარსდა. სამუზეუმო კომპლექსი წარმოგვიდგენს გლაზგოს სოციალურ და კულტურულ ისტორიას მე-18 საუკუნიდან დღემდე. ღიაა 11 საათიდან 5 საათამდე.

The Style Mile

ბაჩანანის გალერეაში (Buchanan Galleries) 90 სხვადასხვა აუთლეტს ნახავთ, როგორც ადგილობრივი დიზაინერების, ასევე ცნობილი ბრენდების. გლაზგოს ქალაქის ცენტრში მდებარე შოპინგ-ბულვარები საფეხმავლო ქუჩებზე გაგიყვანთ. მაღაზიები ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

გლაზგოს ქუჩის ხელოვნება

Glasgow Mural Trail – ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, ფერად არტ ინსტალაციებს. ცენტრალურ გლაზგოში მდებარე ეს შთამბეჭდავი ქუჩის მხატვრობა ნამდვილად მოგაქცევთ შთაბეჭდილების ქვეშ. თითოეული ნახატის ისტორიას და აპლიკაციაში გაეცნობით.

მისამართი: 33 Mitchell Street

კელვინგროვის ხელოვნების გალერეა და მუზეუმი

ეს გლაზგოს ყველაზე პოპულარული მუზეუმია. ბაროკოს შენობების ჩამწკრივებაზე მდებარე კელვინგროვში 22 გალერეაა მე-10 საუკუნის ავეჯით, ნახატებით, სკულპტურებით და იარაღებით. ფრანგულ ნაწილში ნახავთ ვან გოგის, მონეს, რენუარის და პისაროს შემოქმედებას. აქ იხილავთ სალვადორ დალის ნამუშევარსაც. ღიაა ყოველდღე 5 საათამდე.

მდინარე კლაიდი

აქ გლაზგოს მდიდრული წარსული და ამაღელვებელი მომავალი შემოგეგებებათ. ქალაქი მდინარე კლაიდის ორივე ნაპირზეა აშენებული. აქ ნახავთ წარსული დიდებულების ნიშნებსაც და თანამედროვე ნაგებობებსაც. ფოტოგრაფებისთვის ის ბრწყინვალე მიმართულებაა. ჩაუვლით გლაზგოს სამეცნიერო ცენტრს, მდინარისპირა მუზეუმს, ბიბისის შენობას და აშ. კრუიზებით და ნავის ტურებით გაისეირნებთ წყალშიც.

სავაჭრო მოედანი

Merchant Square – გასართობ ღონისძიებებს წარმოგვიდგენს. ის გლაზგოს ღამის ცხოვრების და ვახშმის ჰაბია. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს. ასევე, გაივლით შოტლანდიურ ბარებში

მისამართი: 71 Albion Street

West End

გლაზგოს ვისკის ტურები ქალაქის პოპულარულ ბარებს მოგატარებთ და საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ. Ashton Lane – ვესტ ენდში საფეხმავლო გამზირია ბარებით. ტური 3 საათი გრძელდება.

King Tut’s Wah Wah Hut

მოინახულეთ გლაზგოს საკულტო ლაივ მუსიკის სცენა. აქ ხშირად უკრავენ ცნობილი მუსიკოსები და ბენდები. ღიაა ყოველდღე შუადღიდან შუაღამემდე.