გარე აქტივობები, ბრწყინვალე ლანდშაფტი და მრავალფეროვანი კულტურა ეკვადორს სასურველ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს. მზით გამთბარი ნაპირები, ველური ბუნება და სამხრეთ ამერიკული კულტურა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგძენთ. გსურთ ახვიდეთ დედამიწის უმაღლეს წერტილას? იცუროთ გალაპაგოსის კუნძულებზე? დააგემოვნოთ საუკეთესო კაკაოს სახეობები სამყაროში? ეს ყველაფერი ეკვადორშია შესაძლებელი. შენი მეზური აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

1. დატკბით გალაპაგოსის კუნძულების სილამაზით

გალაპაგოსის არქიპელაგზე ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული ბუნების საოცრების ხილვა შეგიძლიათ. აქ რეგიონის ცნობილ ველურ ცხოვრებას აღმოაჩენთ ჩარლზ დარვინის სადგურზე, ტორტუგას სანაპიროზე, ლავის გვირაბებში და ტინტორერას კუნძულზე. აქ სახლობენ დიდი ჯიშის კუები. დალაშქრეთ მთები, დაკავდით სკუბა დაივინგით და სნორკელინგით.

2. მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ტურიზმს ლა ამაზონიაში

ეკვადორის გარშემო მცხოვრებმა საზოგადოებამ ეკომეგობრული ტურიზმის ინიციატივები წამოიწყეს და აქ ეკო-ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ამაზონის რეგიონში სასტუმროების ქსელები, ნაკრძალები და გიდის ტურები სრულად ეკვადორელების წყალობით არსებობს. შეიგრძენით ჯუნგლები, შეისწავლეთ ადგილობრივი ტრადიციები და იხილეთ ექსტრაორდინალური ბუნება იასუნის ეროვნულ პარკში.

3. ეწვიეთ ქილოტოას (QUILOTOA LOOP)

ეს ცნობილი სალაშქრო მიმართულებაა, რომელიც ზღვის დონიდან 3910 მ-ზე აგიყვანთ. მწვანე წყალი და ანდების საოცარი ხედები მთავარი ჯილდოა. ავტობუსები და სხვა ტრანსპორტი დღიური ტურებისთვის კრატერამდე მიგიყვანენ.

4. დაესწარით დიაბლადა პილარენას

ეს დღესასწაული (DIABLADA PILLAREÑA) შესაძლოა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება, მაგრამ ადგილობრივები მისთვის მთელი წელი ემზადებიან. პილარედას ფესტივალი კოლონიალური ეპოქიდან იღებს სათავეს და მისი მთავარი მოტივია გადაიცვა როგორც ეშმაკმა. მდიდრული ნიღბები, კოსტიუმები და სიმბოლიზმი ღონისძიებას განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. ხალხი ქუჩებში ცეკვავს და მღერის. ფესტივალი ტარდება 1-დან 6 იანვრამდე, დასახლება პილაროში.

5. დატკბით ოქროს გუმბათოვანი ტაძრებით და კოლონიალური ხელოვნებით ქიტოში

მართალია ქიტო (QUITO) ეკვადორის ტოპ მიმართულება არაა, მაგრამ მისი იუნესკოს მიერ აღიარებული ისტორიული ცენტრი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. შეაფასეთ ესპანური გავლენების მქონე არქიტექტურა, გაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებში და მოინახულეთ ქრისტეს ეკლესია და მეტროპოლიტანას კათედრალი.

6. აღმოაჩინეთ კუენკა და სამხრეთ ეკვადორი

კუენკას “ეკვადორის ათენს” უწოდებენ. ის ტურისტებს ფოტოგენური ქუჩებით, ცოცხალი კულტურით და ხელოვნებით იზიდავს. აქ ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები, მუზეუმები, თანამედროვე სამზარეულო და ლურჯ-გუმბათოვანი კათედრალი მდებარეობს. აქედან მარტივად ესტუმრებით ეროვნულ პარკებს და არქეოლოგიურ ძეგლებს.

7. “ვულკანების ავენიუ”

ბუნების მოყვარულებს და ენთუზიასტებს შეუძლიათ ანდებში ვულკანების ჯაჭვი მოინახულონ. ეს გზა აერთიანებს სალაშქრო მიმართულებებს და ვულკანურ წერტილებს. საუკეთესო დასაწყისი იქნება ქიტოში, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს.

8. მიირთვით, იცხოვრეთ და ისერფინგეთ წყნარი ოკეანის ნაპირას

5 პროვინციაზე გადაჭიმული ეკვადორის სანაპირო ზოლი სხვადასხვა ტიპის ტურისტებს იზიდავს. აქ განცალკევებული სანაპიროებიცაა, სადაც მშვიდი წყალი და ცოტაოდენი სასტუმროა. გირჩევთ მაჩალილას ეროვნულ პარკს (Machalilla National Park), სადაც ზვიგენების შემჩნევის პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა.