ბორნჰოლმში საზაფხულო საუკეთესო აქტივობები უკავშირდება კუნძულის გასაოცარ სანაპიროებს, ტრადიციულ სათევზაო ქალაქებს და უნიკალურ ქვის ფორმაციებს. სამხრეთ სანაპირო ზოლზე ულამაზესი თეთრი ქვიშის ნაპირები და ბალტიის ზღვის კრისტალივით სუფთა წყალი კლდეებს და ზღვის გამოქვაბულებს ხვდება. კუნძულის შუაში მდებარე ტყეები მშვიდ ტბებს და ველურ ბუნებას წარმოგვიდგენენ. ბორნჰოლმში მე-14 საუკუნის ძეგლები, უნიკალური ტაძრები და ნახევრად ხის სახლებია. გაატარეთ ზაფხულის დღეები დანიის ამ ულამაზეს კუნძულზე.

დუეოდეს სანაპირო/Dueodde Beach

ეს 50 კმ. სიგრძის ქვიშიანი სანაპიროა, რომელიც ზაფხულში ადგილობრივების და ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროდაც მიიჩნევენ. ადით მე-18 საუკუნის შუქურაზე ხედებით დასატკბობად.

მისამართი: Skrokkegårdsvejen 19

ეკოდალენის ხევი/Ekkodalen

ეს დანიის ყველაზე გრძელი ხევია ალმინდინგენის ტყეში. 15 კმ-ზე გადაჭიმული ეს ბუნების სილამაზე სასეირნოდ პოპულარული ადგილია. გაყევით ბილიკს იმ ადგილამდე სადაც საუკეთესო ექო ისმის და ყველა საკუთარი ხმის ბუნებაში გავრცელებას ელოდება.

გუდჯემი/Gudhjem

ეს ბორნჰოლმის ტრადიციული საპორტო ქალაქია, სადაც 700 კაცამდე მოსახლე ცხოვრობს. ის ცნობილია მშვიდი ქუჩებით, მთებით და მეგობრული ატმოსფეროთი. იხილეთ წმ. ანას საყდრის ნანგრევები და დანიის უდიდესი ქარის წისქვილი. მაისსა და ივნისში სოფელში კინო-სატელევიზიო ფესტივალი ტარდება.

Brændesgårdshaven

აქ დაგხვდებათ წყლის პარკი, აუზები, ზოოპარკი, მინი გოლფი და გასართობი ატრაქციონები. ნახავთ კენგურუებს, ლემურებს და აშ.

მისამართი: Højevejen 4

ოპალის ტბა/Opalsøen

ეს შთამბეჭდავი ტბაა ბორნჰოლმის ჩრდილოეთით. ამ რეკრეაციულ ზონაში ხშირად მოდიან საცურაოდ, თუმცა იცოდეთ, რომ ტბა ღრმაა და თუ კარგად არ ცურავთ, ნაპირთან ახლოს დარჩით. ოპალის ტბაზე 290 მეტრი სიგრძის ზიპლაინის სერვისს შემოგთავაზებენ, რათა დატკბეთ ხედებით მთელ ტბაზე, ბალტიის ზღვაზე და სასახლის ნანგრევებზე. გარშემო არის სალაშქრო ბილიკიც.

ალმინდინგენი/Almindingen

დაკავდით გარე აქტივობებით დანიის სიდიდით რიგით მესამე ტყეში. ის მოიცავს ველებს, ქვიან კლდეებს, ტბებს და ტყეებს. ალმინდინგენის გარშემო ლაშქრობა და ველოსიპედით სიარული ზაფხულში ბორნჰოლმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა.

ჯონს კაპელი/Jons Kapel

ჯონს კაპელი ბუნებრივი ქვის ფორმაციებია რამდენიმე სალაშქრო გზით და 108 საფეხურიანი კიბით კლდეზე. ერთ დროს აქ ბერები ცხოვრობდნენ, რომლებიც ქრისტიანობას ქადაგებდნენ.

სვანეკე/Svaneke

სვანეკე მშვიდი ქალაქია ბორნჰოლმის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მხოლოდ 1000 კაცამდე ცხოვრობს. აქ მე-14 საუკუნის ბაზრობის მოედანს, მაღაზიებს, პაბებს და ნახევრად ხის სახლებს ნახავთ. თუ ერთი დღის სანაპიროზე გატარება გსურთ, Hullehavn ქალაქის ცენტრიდან 1.2 კილომეტრში მდებარეობს.

Helligdomsklipperne

ეს ულამაზესი კლდეები ბორნჰოლმის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს გამოქვაბულებით და სხვადასხვა სიღრმის არხებით. ზაფხულში აქ ნავები ხშირად დადიან, ხოლო მისი დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ სოფელში სანაპიროს ბილიკითაც დაბრუნდეთ.