ფინეთი გეოგრაფიულად და კლიმატური თვალსაზრისით უსაზღვრო შესაძლებლობების მიწაა. აქ თქვენს სათავგადასავლო ფანტაზიებს ფრთას შეასხამთ. იმოგზაურებთ ტუნდრადან ლაპლანდიამდე, იხილავთ ჩრდილოეთის ციალს თუ ტყით დაფარულ კუნძულებს. აქ ბუნება თუ კულტურა მუდამ გაგაოცებთ.

1. ჰელსინკი

ჰელსინკი ყველაფერია, რაც ფინეთს ასეთ განსაკუთრებულს ხდის: ინოვაციური დიზაინი, ელეგანტური და არტ-ნუვოს ვილები, გალერეები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით და რესტორნები, რომლებიც განსაკუთრებულ გემოებს გვთავაზობენ. ის დედაქალაქების იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ურბანული გარემო და ბუნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. დასვენებული ადგილობრივები კი ფინური საუნების დამსახურებაა, საიდანაც პირდაპირ ზღვაში შეგიძლიათ ჩახტომა.

2. როვანიემი

როვანიემს შობას თუ ეწვევით, თავს ზღაპრულ გარემოში აღმოაჩენთ. თუმცა, ამ დროს აქ ბევრი ტურისტი იქნება. ეწვიეთ სანტას და ელფების სოფელს. გაათენეთ ღამე სასტუმროებად გადაკეთებულ იგლუებში. როვანიემი არქტიკულ ცხოვრებას აღმოგაჩენინებთ.

3. ტამპერე

ორ ტბას შორის მდებარე ტამპერე სიცოცხლითა და კრეატიული ენერგიითაა სავსე. აქ დაგხვდებათ სალაშქრო ბილიკები, საზაფხულო კოტეჯები, ტბის კრუიზები და ფინეთის უძველესი საუნა რაჯაპორტინი. ტამპერეს კათედრალი არტ ნუვოს არქიტექტურული საოცრებაა. ფინეთის ამ ქალაქს მდიდარი სამზარეულო და ცოცხალი ღამის ცხოვრება აქვს. დააგემოვნეთ ქალაქის მთავარი ხემსი: მუსტამაკარა.

4. ილასი

ილასი ნაკლებად დატვირთული ლაპლანდიური კურორტია. ის არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს და განუმეორებელ ლანდშაფტს წარმოგვიდგენს, ჩრდილოეთის ციალის გაელვებით.

5. ალანდის კუნძულები

ალანდის არქიპელაგი ზაფხულის ნამდვილი ფინური ფანტაზიაა. აქ 5000-ზე მეტი პატარა კუნძულია, რომლებსაც საკუთარი რიტმი აქვთ. დროს გაატარებთ ლაშქრობაში, სანაპიროებზე წოლაში, კაიაკით სეირნობაში, ცურვაში თუ წისქვილების თუ ციხესიმაგრეების ნანგრევების მონახულებაში. რაც უფრო მეტ კუნძულს მოინახულებთ, მით უფრო მაგიურ გამოცდილებას მიიღებთ.

6. კუოპიო

ეს ტბისპირა ქალაქი საინტერესო ბუნების ხედებს გვთავაზობს. ეწვიეთ კუოპიოს მუზეუმსაც. დალაშქრეთ ტყეები და ტბისპირა ბილიკები, გაისეირნეთ კრუიზით ან კაიაკით, დასხედით ღია კაფეებში, ისარგებლეთ ქალაქის უდიდესი საუნით სახელად: Jätkänkämppä.

7. სავონლინა

ლამაზ სავოლინაში ტყე და წყალი, მწვანე და ლურჯი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია აქ გადაშლილი ფინეთის ეროვნული პარკების შთამბეჭდავი ლანდშაფტი. აქაურობა რომ შეიგრძნოთ, გაისეირნეთ კაიაკით ან კანოეთი.

8. ინარი

თუ ადგილობრივი კულტურის გაცნობა გსურთ, ინარი სუნთქვას მართლაც შეგიკრავთ. ეს პატარა სოფელი ლაპლანდიის უდიდესი ტბის პირას მდებარეობს და “სამის კულტურის” პულსი აქ საუკეთესოდ ძგერს. ესტუმრეთ ფენომენალურ მუზეუმს სიიდას, რომელიც ლაპლანდიის უნიკალურ ეკოლოგიას და ტრადიციებს წარმოგვიდგენს. შეგიძლიათ გაისეირნოთ თოვლის მანქანით და დაათვალიეროთ კანიონი, რომელიც ლემენჯოკის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია.

9. ტურკუ

ტურკუ ქვეყნის ყველაზე გემრიელ კულინარიას წარმოგვიდგენს. გაისეირნეთ ძველი ტურკუს შუა საუკუნეების ქუჩებში, მოინახულეთ ფინეთის უდიდესი ციხესიმაგრე, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. როდესაც ქალაქს მოივლით, შეგიძლიათ ბორნით ან კაიაკით სასურველ კუნძულზე გადახვიდეთ.

10. ურჰო კეკონენის ეროვნული პარკი

თუ ველური ბუნება გხიბლავთ, ფინეთში ეს პარკი ექსტრაორდინალურ გამოცდილებას შეგძენთ. ულამაზესი ლანდშაფტის გარდა, ეს პარკი ბევრი ცხოველის და ფრინველის სახლია. აქ დაგხვდებათ ფინური საუნაც დამღლელი დღის ბოლოს.