ალიკანტე სამხრეთ ესპანეთის მომხიბვლელი სანაპირო ქალაქია, კოსტა ბლანკას საპორტო დასახლება. მისი ძველი უბანი, ვიწრო ქუჩები, ფერადი სახლები და ცოცხალი ღამის ცხოვრება ბევრ მოგზაურს იზიდავს. დატკბით ხმელთაშუაზღვის ხედებით და გაცდით ქალაქს, მის სიახლოვესაც ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ:

სალადარის სანაპირო / Playa de Los Saladares

ეს არაჩვეულებრივი სანაპირო ალიკანტედან 7 კილომეტრში მდებარეობს. აქ სუფთა ოქროსფერი ქვიშის ნაპირი ორ კილომეტრზეა გაჭიმული და ქვიშის დიუნებში გადაიზრდება. ის მშვენიერი გასაქცევია თუ განტვირთვა გსურთ. სალადარიზე საპირფარეშოები, საშხაპეები, მაღაზიები, რესტორნები და ბულვარია, ასევე საბავშვო გასართობი სივრცე.

ლას კუევას დელ კანელობრე / Las Cuevas del Canelobre

ეს გასაოცარი ბუნებრივი გამოქვაბულები ალიკანტედან 24 კილომეტრში მდებარეობს, სიერას მთებში. 150მ სიგრძის გამოქვაბული სავსეა სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით. ამ უნიკალურ ძეგლში ხშირად იმართება კონცერტებიც.

ტაბარკას კუნძული / Tabarca Island

ალიკანტეს სიახლოვეს შეგიძლიათ კუნძულსაც შეაფაროთ თავი. ის რეგიონის ერთადერთი დასახლებული კუნძულია და ხმელთაშუაზღვის საზღვაო ნაკრძალის შემადგენლობაში შედის. ლანდშაფტი მოიცავს ფლორის და ფაუნის ბიომრავალფეროვნებას. ამ განცელკევებულ სათევზაო სოფელში იდილიური ხმელთაშუაზღვიური ატმოსფეროა. ეწვიეთ მუზეუმს, სანაპიროს და ბრწყინვალე რესტორნებს. ალიკანტეს პორტიდან აქ ნავით მოხვდებით.

ალტეა / Altea

ეს ისტორიული სოფელი კი ალიკანტედან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და სენსაციურ პანორამულ ხედებს გვთავაზობს ხმელთაშუა ზღვაზე. უნიკალურია მისი არქიტექტურა და დიზაინი. ალტეა ცნობილია სხვადასხვა ფესტივალებით ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ალბასეტი / Albacete

ეს ქალაქი კასტილა-ლა მანჩას რეგიონში მდებარეობს, ალიკანტედან 160 კილომეტრში. აქ სწრაფი მატარებლით 1 საათში მოხვდებით. მის ძველ უბანში მე-16 საუკუნის სან ხუან ბატისტას კათედრალი მდებარეობს. ასევე აღსანიშნავია ქალაქის მუზეუმი უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტებით და გოთიკური რელიგიური ნივთებით. ალბასეტი ცნობილია ტრადიციული აღდგომის აღნიშვნით და ივლისში თეატრალური ფესტივალით.