საფრანგეთის ცენტრში მდებარე ვიში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სპა ქალაქების სიაში შედის, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეგიდის ქვეშ ერთიანდება. ვიში ქალაქია, სადაც ადამიანები სპა პროცედურებისთვის, თერაპიული სესიებისთვის და ბუნებრივი მინერალური წყაროებისთვის ჩამოდიან. აქ ასევე დატკბებით მე-19 საუკუნის არქიტექტურით და გაისეირნებთ მდინარეებთან. მე-19/მე-20 საუკუნეებში ვიშიში 250-მდე სასტუმრო იყო და წელიწადში 100 000 ვიზიტორს მასპინძლობდა. დღეს აქ მცირე მოსახლეობაა და საუკეთესო დრო აქ სამოგზაუროდ მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდია.

Vichy Célestins Thermal Spa – ერთადერთი სპაა ქალაქში, რომელიც მინერალური წყლის და სილამაზის გამაჯანსაღებელ პროცედურებს გვთავაზობს. The Callou Thermal Spa – კი არის სპა, სადაც ქიმების რეკომენდაციით ე სამედიცინო პროცედურებს ატარებენ.

ვიში პარიზიდან 360 კილომეტრში მდებარეობს და აქ მატარებლით შეგიძლიათ მოხვედრა. ქალაქი მარტივად გამოსაკვლევია ფეხით. პარიზიდან ვიშამდე დღეში 9 მატარებელი მოძრაობს, ხოლო ლიონიდან 10.

  • დალიეთ ცნობილი ვიშის წყლები

გაეშურეთ დარბაზისკენ: Hall des Sources, სადაც შეგიძლიათ დალიოთ ადგილობრივი მინერალური წყალი და შეავსოთ ბოთლები.

  • გაისეირნეთ წყაროების პარკში

ეს პარკი საშუალებას მოგცემთ გაისეირნოთ გადახურული თაღების ქვეშ, რომელიც დაგიცავთ მზისგან და წვიმისგან. პარკის ბოლოს მიადგებით გრანდ კაზინოს და ოპერას.

  • ტური ვიშის საკულტო გრანდ კაზინოში

გრანდ კაზინო ვიშის საკულტო შენობაა, რომელიც კლასიკურ სტილშია დაპროექტებული და მისი ფასადის დეკორი 4 სეზონს ასახავს. აქ იყო თეატრი, სათამაშო ოთახები, სამკითხველო დარბაზი და ღონისძიებების ჰოლი. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ის მნიშნელოვნად დაზიანდა.

აღმოაჩინეთ სელესტინის წყარო

სელესტინის წყარო (Célestins) გრანდ კაზინოდან 400 მეტრში მდებარეობს და ელეგანტურ, მე-18 საუკუნის პავილიონშია წარმოდგენილი. სწორედ ამ წყაროს წყალი ისხმევა ბოთლებში და იყიდება მსოფლიოს მასშტაბით.

დაათვალიერეთ ვიშის ნოტრ-დამის ფერები

Notre Dame des Malades – ეს ეკლესია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული და უნიკალური ექსტერიერით და ინტერიერით გამოირჩევა. თაღებზე მონაცვლეობს წითელი, ლურჯი და მწვანე ფერები. ულამაზესია ვიტრაჟები და ოქროს მოზაიკები.

ვიშიში ყავის ფასია €2, ლუდის €3.50, მსუყე სადილის €35.