__
მრავალფეროვანი და გასტრონომიული ტური ვიეტნამსა და კამბოჯას საუკეთესო ადგილებში
ტურის ფარგლებშია: ჰანოი
ჰოა ლუ
ტამ კოკი
მუას მღვიმე
ჰალონგის ყურე
დანანგი
ბანა ჰილსი
ქოქოსის სოფელი
ჰოი ანი
ჰუე
სიემ რეაპი
ანგკორის ტური
კამპონგ ფლუკი
პნომპენი
ტურის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, რათა სრულად შეიგრძნო ორივე ქვეყნისუნიკალური გასტრონომიული კულტურა ხოლო მეგზურობას ისტორიკოსი გიორგი კალანდია გაგიწევთ, რომელიც საინტერესო ამბებს და ისტორიებს მოგიყვებათ
მოკლე აღწერა ასეთია:
ჰანოი — ვიეტნამის დედაქალაქი: ჰო ჩი მინის მავზოლეუმის კომპლექსი, ჰოა ლოს ციხე, კიემის ტბადა ძველ კვარტალი
ჰოა ლუ (ნინ ბინი) — ვიეტნამის უძველესი დედაქალაქი, გარშემორტყმული კირქვის მთებითა დაბრინჯის პლანტაციებით და ისტორიული დინ ტიენ ჰოანგის და ჰანის ტაძრებით
ტამ კოკი — ნავით სეირნობა მდინარეზე, გამოქვაბულებსა და მწვანე ბრინჯის მინდვრებს შორის
მუას მღვიმე — 500 კიბით მთის წვერზე ასვლა და ნინ ბინის ულამაზესი პანორამული ხედები
ჰალონგის ყურე და კრუიზი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა, კირქვის კუნძულები და მღვიმეები
დანანგი — თანამედროვე ზღვისპირა ქალაქი, ცნობილი ულამაზესი პლაჟებით, გამორჩეულიხიდებითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი
ბა ნა ჰილსი — მთის კურორტი საბაგიროთი, ცნობილი ოქროს ხიდითა და ევროპული სტილის“ფრანგული სოფელით”, ლინ უნგის 30 მეტრიანი პაგოდა
ქოქოსის სოფელი — უნიკალური გამოცდილება ბამბუკის ნავებით ქოქოსის ტყეში
ჰოი ანის ძველი ქალაქი — ლამპიონებით განათებული ისტორიული ქუჩები და კარგად შენახულიძველი არქიტექტურა
ჰუე — ვიეტნამის ყოფილი იმპერიული დედაქალაქი, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით
სიემ რეაპი — ანგკორის ტაძრები: ანგკორ ტომი – ტა პროჰმი – ანგკორ ვატი
ტონლე საპი (კამპონგ ფლუკი) — ნავებით შესვლა და ბოძებზე აშენებული სოფლის მონახულება, გზად მცურავი სახლები და დატბორილი ტყეები
პნომპენი — კამბოჯის დედაქალაქი, ეროვნულმუზეუმი, სამეფო სასახლე და ვატ ფნომის ტაძარი
დეტალური აღწერა:
1 დღე / 6 ნოემბერი: ჰანოიში ჩასვლა, თავისუფალი დრო და ჰანოის ქალაქის ტური
სასტუმროში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ ვისადილებთ ტრადიციულ ვიეტნამურგარემოში, ხოლო შემდეგ მოვინახულებთ ჰანოის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს.
ტური იწყება ულამაზესი ჰოან კიემის ტბის მონახულებით, რომელიც ჰანოის გულში მდებარეობს. „ოქროსკუს“ ლეგენდის მიხედვით, მითიურმა არსებამ მეფე ლე ლოის მახვილი სწორედ აქ დაიბრუნა, რის გამოცჰოან კიემის ტბა ისტორიული მნიშვნელობითაა გამორჩეული. ტბის სანაპიროზე სეირნობისას დატკბებითმშვიდი გარემოთი და მწვანე ბუნებით.
შემდეგ ტური გრძელდება ძველ კვარტალში, სადაც შეიგრძნობთ ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნისცოცხალ ატმოსფეროს. ძველი კვარტალი თავისი ვიწრო ქუჩებითა და კოლონიური არქიტექტურით სავსეამაღაზიებით, კაფეებითა და ქუჩის მოვაჭრეებით. ეს ადგილი ცნობილია უნიკალური არქიტექტურით — ისტორიულად თითოეული ქუჩა სპეციალიზებული იყო კონკრეტულ საქმიანობაზე, როგორიცაა აბრეშუმი, სამკურნალო მცენარეები ან ხელნაკეთი ნივთები. ვიწრო შესახვევებში სეირნობისას შესაძლებლობაგექნებათ დააგემოვნოთ ავთენტური ქუჩის საკვები, შეიძინოთ ლამაზი სუვენირები ან უბრალოდდატკბეთ ამ მხიარული გარემოთი.
შემდეგი გაჩერებაა ჰო ჩი მინის მავზოლეუმის კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ვიეტნამისდამფუძნებელს — ჰოს ეძღვნება. ეს მონუმენტური ადგილი მოიცავს მავზოლეუმს, სადაც ჰო ჩი მინისბალზამირებული სხეული განისვენებს, ასევე ულამაზეს ბა დინის მოედანს, სადაც მან 1945 წელსვიეტნამის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ტური გრძელდება ჰოა ლოს ციხის მონახულებით, რომელიც ამერიკის ომის პერიოდში ცნობილი იყოსახელით „ჰანოის ჰილტონი“. ტურის დასრულების შემდეგ კი გვექნება გემრიელი ვახშამი
დაბრუნება და ღამისთევა ჰანოიში
კვება: სადილი, ვახშამი
2 დღე / 7 ნოემბერი: ჰანოი – ჰოა ლუ – ტამ კოკი (ბამბუკის ნავი) – მუას მღვიმე – ჰანოი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ჰოა ლუს — ვიეტნამის უძველეს დედაქალაქს, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. მისი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება დინისა და ლეს დინასტიებს, რაც ქვეყნისმდიდარ წარსულს ასახავს. მოვინახულებთ დინ ტიენ ჰოანგის ტაძარსა და ლე დაი ჰანის ტაძარს.
შემდეგ გავემართებით ტამ კოკში (ეს სახელი „სამი მღვიმე“-ს ნიშნავს), ჩავჯდებით ნავებში (რომელსაცმენიჩბეები ფეხით მართავენ) და ავუყვებით ნგო დონგის მდინარეს, სადაც კირქვის კლდეების დაბრინჯის ველების ულამაზესი ხედები იშლება.
ტამ კოკის შემდეგ, მუას მღვიმის მწვერვალზე 500 საფეხურიანი კიბით ავალთ, საიდანაც მოსჩანსულამაზესი პანორამული ხედები და მდინარის პირას გადაჭიმული ბრინჯის ველები.
დაბრუნება და ღამისთევა ჰანოიში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
3 დღე / 8 ნოემბერი: ჰანოი – ჰალონგის ყურე – ღამისთევა კრუიზზე
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – ჰალონგისყურისკენ, გზად კი ბრინჯის ველებითა და პატარა სოფლების ხედებით დავტკბებით.
ჰალონგის ყურეში ჩასვლის შემდეგ ავალთ კომფორტულ საკრუიზო გემზე, სადაც მეგობრული ეკიპაჟიგულთბილად დაგვხვდება, ხოლო კაიუტაში განთავსების შემდეგ, მივირთმევთ მისასალმებელ სასმელს.
გემიდან მომაჯადოებელი ხედების ფონზე გვექნება უგემრიელესი სადილი და დავაგემოვნებთტრადიციულ ვიეტნამურ კერძებს, მათ შორის ყოველდღიურად ჰალონგის ყურის წყლებიდან დაჭერილახალ ზღვის პროდუქტებს.
ნაშუადღევს მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა აქტივობაში, რომლებიც ჰალონგის ყურის სილამაზესკიდევ უფრო ახლოს გაგვაცნობსვ. გექნება შესაძლებლობა მოვინახულოთ მისი ცნობილი მღვიმეები, მაგალითად სუნგ სოტის მღვიმე (სიურპრაიზ ქეივი). სურვილის შემთხვევაში, ამინდის შესაბამისპირობებში, შეგიძლიათ აირჩიოთ კაიაკინგი.
დღის ბოლოს კი შევუერთდებით ბორტზე შეფ-მზარეულის მიერ ჩატარებულ კულინარიულ მასტერკლასს, სადაც გვექნება შესაძლებლობა შევისწავლოთ ტრადიციული ვიეტნამური კერძების მომზადებისსაიდუმლოება. შემდეგ, კი გვექნება ვახშამი ადგილობრივი დელიკატესების თანხლებით.
ღამისთევა გემზე / ბორტზე
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
4 დღე / 9 ნოემბერი: ჰალონგის ყურე – ჰანოი – დანანგი
საუზმის და ნავსადგურში ჩასვლის შემდეგ დავბრუნდებით ჰანოის აეროპორტში – დანანგშიგასამგზავრებლად (გზად გვექნება სადილი). დანანგში ჩასვლის, სასტუმროში განთავსების დადასვენების შემდეგ კი გვექნება ვახშამი
ღამისთევა დანანგში
კვება: საუზმე, ბრანჩი, ვახშამი
5 დღე / 10 ნოემბერი: დანანგი – ბა ნა ჰილსი (ორმხრივი საბაგირო გზით) – დანანგი
სასტმროში საუზმის შემდეგ გავემართებით ბა ნა ჰილსისკენ, რომელიც დანანგიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. საბაგირო გზით ვიმგზავრებთ მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5800 მეტრი) უწყვეტი ერთხაზიანი საბაგიროთი.
ტურს დავიწყებთ ფრანგული სოფლის მონახულებით — ეს მომხიბვლელი სივრცე შექმნილიაშუასაუკუნეების ფრანგული ქალაქის სტილში, მოკირწყლული ქუჩებითა და ლამაზი არქიტექტურით.
შემდეგ ვეწვევით შთამბეჭდავ ლინ უნგის პაგოდას 30 მეტრის სიმაღლის ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებითა და საოცარი ხედებით.
ბა ნა ჰილსის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ცნობილი ოქროს ხიდი, რომელსაც გიგანტური ქვისხელები ამაგრებს. გვექნებ შესაძლებლობა ხიდზე გადასვლის და ფოტოების გადასაღებად.
დანანგში დაბრუნების შემდეგ თავისუფალი დრო, ხოლო საღამოს გვექნება ვახშამი
ღამისთევა დანანგში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
6 დღე / 11 ნოემბერი: დანანგი – ქოქოსის სოფელი – ჰოი ანის ძველი ქალაქი – დანანგი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით ქოქოსის სოფლისკენ (ასევე ცნობილი როგორც კამ ტანისსოფელი), სადაც მრგვალი კალათის ნავით შევცურავთ ქოქოსის ხეებით გარშემორტყმულ მშვიდმდინარეში.
შემდეგ გავემგზავრებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ჰოი ანისკენ, ვისეირნებთ ვიწროქუჩებში, ვნახავთ მე-18 საუკუნის იაპონურ გადახურულ ხიდს და გვექნება თავისუფალი დროადგილობრივი ბაზრებისა და ფერად ფერადი ფანრებით მორთული კაფეების და მაღაზიებისდასათვალიერებლად, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. ტურის დასასრულს გვექნება ვახშამი
ღამისთევა დანანგში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
7 დღე / 12 ნოემბერი: დანანგი – თავისუფალი დღე
ეს დღე შეგვიძლია გამოვიყენოთ დანანგის სანაპიროზე სეირნობა/დასვენებით ან/და საყიდლებზესიარულით.
ღამისთევა დანანგში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
8 დღე / 13 ნოემბერი: დანანგი – ჰუეს ქალაქის ტური – დანანგი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით იმპერიულ ქალაქ ჰუეს, რომელიც იუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ძეგლი და ნგუენის დინასტიის ძალაუფლების მთავარი ცენტრია.
ვნახავთ ვიეტნამის უძველეს თიენ მუს შვიდსართულიან პაგოდას, რომელიც სუნამოს მდინარის ნაპირზემდებარეობს. ზემოთ ასვლისას კი დავტკბებით მდინარისა და მის გარშემო არსებული ბუნებისპანორამული ხედებით.
ნაშუადღევს გაეცნობით ნგუენის იმპერატორების შთამბეჭდავ სამეფო აკლდამებს. მოინახულებთ ორყველაზე მნიშვნელოვან სამარხს: 1) იმპერატორ მინ მანგის აკლდამა – გამოირჩევა მდიდარიარქიტექტურითა და ბაღებით. 2) იმპერატორ ხაი დინის აკლდამა – დასავლური და აღმოსავლურიარქიტექტურის უნიკალური შერწყმა, ცნობილია დახვეწილი მოზაიკებითა და მდიდრულად გაფორმებულისტრუქტურებით.
ღამისთევა დანანგში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
9 დღე / 14 ნოემბერი: დანანგი – სიემ რეაპი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით აეროპორტში და გვექნება ფრენა კამბოჯაში / სიემ რეაპში, ჩასვლის შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო დასვენებისათვის, ხოლო საღამოს ვახშამი ტრადიციულრესტორანში.
ღამისთევა სიემ რეაპში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
10 დღე / 15 ნოემბერი: ანგკორის ტური – მთავარი ტაძრები: ანგკორ ტომი – ტა პროჰმი – ანგკორ ვატი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვეწვევით ანგკორ ტომს — XII საუკუნის უძველეს სამეფო დედაქალაქს დამოვინახულებთ სამხრეთ კარიბჭეს თავისი უზარმაზარი ქანდაკებებით, რომლებიც „რძის ოკეანისმორევას“ ასახავს, ბაიონის ტაძარს, რომელიც უნიკალურია თავისი 54 კოშკით და 200-ზე მეტი მომღიმარიავალოკიტეშვარას სახით, ფიმეანაკასს, სამეფო სასახლეს, სპილოების ტერასასა და კეთროვანთა მეფისტერასას.
შემდეგ გავემართებით ტა პროჰმის ტაძრისკენ — რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტაძარი ამრეგიონში. ტა პროჰმი თითქმის ხელუხლებელი დარჩა მისი აღმოჩენის შემდეგ და დღემდე ინარჩუნებსთავის იდუმალ და მისტიკურ ატმოსფეროს.
ნაშუადღევს მოვინახულებთ ანგკორის ვატს — ანგკორის ველზე მდებარე ყველაზე ცნობილ დაშთამბეჭდავ ტაძარს. ტაძრის კომპლექსი 81 ჰექტარს მოიცავს და ზომით პეკინის იმპერიულ სასახლესაცკი შეედრება. მისი გამორჩეული ხუთი კოშკი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ დროშაზე, ხოლო XII საუკუნის ეს შედევრი ხელოვნების ისტორიკოსების მიერ კლასიკური ქმერული ხელოვნებისა დაარქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.
საღამოს გვექნება დრო ქალაქში სასეირნოდ და საყიდლებზე სასიარულოდ
ღამისთევა სიემ რეაპში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
11 დღე / 16 ნოემბერი: სიემ რეაპი – კამპონგ ფლუკი – პნომპენში
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სოფლის კამბოჯის ტურზე, ქალაქგარეთ, ტონლე საპის ტბისკენ. ტბისნაპირზე ჩასვლის შემდეგ, ნავით გადავალთ კამპონგ ფლუკის მიმართულებით. ეს სოფელი უფრო შორსმდებარეობს, ვიდრე სხვა მსგავსი დასახლებები, რის გამოც ნაკლები ტურისტი სტუმრობს მას.
ადგილობრივ ნავზე ასვლის შემდეგ მოვინახულებთ კამპონგ ფლუკს — სოფელს, სადაც სახლებიაშენებულია ბოძებზე და ტბის სეზონური გაფართოების დროს წყლით იფარება. გზად დავინახავთ მცურავსახლებსა და დატბორილ ტყეებს.
ტურის დასრულების შემდეგ გვექნება ფრენა პნომპენის მიმართულებით, დავბინავდებით სასტუმროშიდა გვექნება ვახშამი.
ღამისთევა პნომპენში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
12 დღე / 17 ნოემბერი: პნომპენის ქალაქის ტური და ფრენა საქართველოში
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით სამეფო სასახლეს, რომელიც მეფის რეზიდენციასწარმოადგენს, ასევე სამეფო ცერემონიების ჩატარების ადგილს და სამეფოს სიმბოლოს.
სასახლის კომპლექსში მდებარეობს ვატ პრეა კეო მოროკატი (ვერცხლის პაგოდა) უნიკალური ტაძარი, რომელსაც ეს სახელი 5000 ვერცხლის ფილით მოპირკეთებული იატაკის გამო ეწოდა.
შემდეგ ვეწვევით ეროვნულ მუზეუმს, გამორჩეულ წითელ შენობას, რომელიც მშვენიერი ქმერულიარქიტექტურითაა აგებული (დაარსებულია 1917 წელს) და ინახავს 5000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათშორის ქვიშაქვის, ბრინჯაოს, ვერცხლის, სპილენძისა და ხისგან შექმნილ ექსპონატებს.
ბოლო გაჩერებაა ვატ ფნომის ტაძარი, პატარა ბორცვი, რომლის თავზე მდებარე მოქმედი პაგოდაპნომპენის ლეგენდარული დაარსების ადგილად ითვლება.
ნაშუადღევს გვექნებათ თავისუფალი დრო / სადილი, შემდეგ კი ტრანსფერი აეროპორტში
კვება: საუზმე, სადილი
სრული საგზურის ღირებულება შეადგენს 10 500 ლარს (ერთ ადამიანზე – ორადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში)
- ფრენა კატარის ავიახაზებით: თბილისი – დოჰა – ჰანოი და უკან, პნომ პენი – დოჰა – თბილისი
- ჩასაბარებელი 23 კგ ბარგი და 7 კგ ხელბარგი
- სამჯერადი კვება ყოველ დღე
- სითი ტაქსა (ქალაქის მოსაკრებელი)
- ყველგან შესასვლელი ბილეთები და გადასახადები
- ადგილობრივი, ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება
- მეგზური: გიორგი კალანდია
- ყველა აეროპორტის ტრანსფერი
- კერძო ტრანსპორტის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
- 3 შიდა ფრენა
- სამოგზაურო დაზღვევა
- კამბოჯას ვიზა და მოსაკრებელი
- ვიეტნამის ვიზა და მოსაკრებელი
- ადგილობრივი გიდის და მძღოლის “თიფი”
სასტუმროში განთავსება: (აღნიშნულ ან/და მსგავს კატეგორიის სასტუმროში):
- 2 ღამე ჰანოის სასტუმროში განთავსება
4*: Super Candle Hanoi -> https://www.booking.com/hotel/vn/candeo-hotels-hanoi.en-gb.html
- 1 ღამე კრუიზზე განთავსება
4*: Aqua Elegance Cruise Halong Bay -> https://www.booking.com/hotel/vn/aqua-elegance-cruise.en-gb.html
- 5 ღამე დანანგის სასტუმროში განთავსება
4*: Cicilia Hotel -> https://www.booking.com/hotel/vn/cicilia-amp-spa.en-gb.html
- 2 ღამე სიემ რიპის სასტუმროში განთავსება
4*: Saem Siem Reap Hotel -> https://www.booking.com/hotel/kh/saem-siem-reap.en-gb.html
- 1 ღამე პნომ პენის სასტუმროში განთავსება
4*: Tribe Phnom Penh Hotel -> https://www.booking.com/hotel/kh/tribe-phnom-penh-post-office-square.en-gb.html
გადახდის პირობები:
დასაჯავშნად საჭიროა 700 ლარი, შესაძლებელია თანხის გნაწილება
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 514 891 891 – მონიკა / wa.me/995514891891
ან გვესტუმრე ოფისში: თბილისი, ქუჩიშვილის 12





