La Ville Rose ანუ “ვარდისფერი ქალაქი” ტულუზს მისი შენობების ფასადების გამო ეწოდა. საფრანგეთის ეს ქალაქი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულის და ზაფხულის სეზონებზე მზის ჩასვლის პერიოდში, როდესაც ცა და ქალაქი ერთდროულად იღებს ვარდისფერ შეფერილობას. ტულუზი სტუდენტური ქალაქია განსაკუთრებული შარმით. ის საკმაოდ ბიუჯეტური მიმართულებაა. ქალაქში მგზავრობა მარტივია. მეტრო ყველა უბანში მიდის. ასევე, ტულუზში ფეხით სიარულიც საკმაოდ მოსახერხებელია.
1. გამოიკვლიეთ Capitole de Toulouse
ტულუზის თავგადასავლები დაიწყეთ კაპიტოლის მოედნით, სადაც ნეოკლასიკური შენობები დომინირებენ. მერიის შენობაში შესვლა კვირის მანძილზე უფასოა. არ გამოგრჩეთ ოთახი სავსე იმპრესიონიზმის შედევრებით. შაბათ-კვირას აქ ძირითადად საქორწილო და სხვა ფორმალური ღონისძიებები ტარდება, ასე რომ, ეწვიეთ კვირის დღეებში.
2. დაისვენეთ იაპონურ ბაღში
ტულუზში მშვიდ გასაქცევს ეძებთ? კაფარელის პარკში მდებარე იაპონური კუთხე 1981 წელს აშენდა ქალაქის მერის მიერ, კიოტოში მოგზაურობის შთაგონებით. მისი დათვალიერება უფასოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქალაქში წიგნის წასაკითხად და ჩიტების მოსასმენად. იხილეთ მინიატურული ფუჯის მთა და მოცურავე კუები.
3. იხილეთ წმ. სერნინის კოშკი
თუ კაპიტოლის მოედნიდან ტაურის ქუჩაზე შეხვალთ, შუასაუკუნოვან შენობებს და დატვირთულ საფეხმავლო ქუჩას დაინახავთ. თუ მას ბოლომდე ჩაივლით წმ. სერნინის ბაზილიკა შემოგეგებებათ მაღალი კოშკურით. მის ფონზე ყველა კუთხეში ულამაზესი ფოტოები გამოგივათ.
4. გაიარეთ ვიქტორ ჰიუგოს ბაზარში
1959 წელს ბრუტალურ სტილში აგებული ბაზარი მრავალი სახეობის ყველს, ახლად დაჭერილ თევზს და უგემრიელეს ღვინოებს წარმოგვიდგენს მის დახლებზე. არაფერიც რომ არ იყიდოთ, უბრალოდ ისეირნეთ დახლებს შორის ფრანგული ვაჭრობის გამოცდილების მისაღებად. იქ აუცილებლად დილას უნდა მიხვიდეთ, რადგანაც ბაზარი ადრიანად იხსნება და 2-ის ნახევარზე უკვე იკეტება.
5. დაათვალიერეთ საკულტო კათოლიკური ეკლესია
Couvent des Jacobins – ტულუზის უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუციაა, რომლის მონახულებაც უფასოა. მის ულამაზეს ბაღში შესასვლელად კი 5 ევროს გადახდაა საჭირო. იქ პალმების ოაზისი დაგხვდებათ.
6. გაისეირნეთ მიდის არხთან
მდინარე Midi-ს წყლის არხი ტულუზიდან 241 კილომეტრს გადის და საბოლოოდ ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ტულუზის მატაბიაუს (Matabiau) მატარებლის სადგურის მთავარი გამოსასვლელიდან მოკრავთ თვალს ხეების რიგს, სწორედ იქიდან იწყება მიდის სანაპიროც.
7. მოიხიბლეთ ავგუსტინის მუზეუმით
Musée des Augustins – მხატვრობის და სკულპტურების გამორჩეულ კოლექციებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მისი მონახულებაც უფასოა. აქ წარმოდგენილი ევროპელი მხატვრები მე-17/მე-19 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. მათ შორის არიან მანე, მურილო და დელაკრუა. თუ ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, დარბაზში სახელად “Espace d’expression”, პატარებს დასხდომა და ხატვა შეუძლიათ.
8. დასხედით ბარებში
ტულუზში ბევრი ცოცხალი ბარია სადაც მხიარულ საღამოს გაატარებთ. აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ პასტისი – Pastis, სპეციალური ალკოჰოლური სასმელი. ჩვენი რჩევაა, რომ ის დალიოთ აუცილებლად 2 ყინულის კუბიკით.