კასელი ძველი ქალაქია, რომელიც ცენტრალურ გერმანიაში მდებარეობს. ის ჩრდილოეთ რეგიონის, ჰესენის კულტურული, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრია. ის დიდებული სამოგზაურო მიმართულებაა ავთენტური გერმანული გამოცდილების მისაღებად. აქ მოსახლეობა ძალიან მცირეა, მაგრამ ქალაქი ბევრ სანახაობას გპირდებათ. კასენი პირველად წყაროებში მე-10 საუკუნეშია მოხსენიებული და ბევრ ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. ტურის დასაგეგმად და რჩევების მისაღებად გამოგვყევით ფეისბუქზე: შენი მეგზური.

გაისეირნეთ უნიკალურ ბაღში – Bergpark Wilhelmshöhe

ეს გასაოცარი პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და მას ისტორიკოსები აღწერდნენ როგორც ბაროკოს სტილის არქიტექტურის საოცარ შეწყმას ბუნებასთან. ევროპის ეს უდიდესი მთაგორიანი პარკი 150 წელი შენდებოდა. პარკის უმაღლესი წერტილია 526 მეტრი სიმაღლის კარლსბერგის მთა, სადაც ჰერკულესის მონუმენტი დგას.

მისამართი: Wilhelmshöher Allee 380

მოინახულეთ ვილჰელმშოჰის სასახლის მუზეუმი – Wilhelmshöhe Castle Museum

მე-17 საუკუნის ეს სასახლე გერმანიის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ერთ დროს ეს საზაფხულო რეზიდენცია იყო და დღეს ის მუზეუმად იქცა. აქ ნახავთ ძველ ოსტატებს, მათ შორის რემბრანტს, ვან დაიკს და სხვებს. ასევე, ავეჯის, შუშის და კერამიკის ნიმუშებს.

მისამართი: Schlosspark 1

ეწვიეთ ლოვენბურგის ციხესიმაგრეს – Löwenburg Castle

ეს მე-19 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე  ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს. ის ქვეყნის პირველი გოთიკური ნაგებობაა. დაათვალიერებთ ოთახებს და რელიგიურ არტეფაქტებს.

მისამართი: Schloßpark 9

ეწვიეთ ამ მუზეუმსაც – The Fridericianum

ამ ნეოკლასიკურ შენობაში ევროპის უძველესი მუზეუმი მდებარეობს. ის ასევე უძველესი საჯარო მუზეუმია მსოფლიოში. აქ ნახავთ დროებით ხელოვნების გამოფენებს.

მისამართი: Friedrichsplatz 18

მოინახულეთ დოკუმენტური გალერეა – documenta-Halle

ეს კასელის ერთ-ერთი ტოპ ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდება გამოფენები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები.

მისამართი: Du-Ry-Straße 1

გაისეირნეთ კარლსაუეს პარკსა და მის ორანჟერეაში – Karlsaue Park

ეს ლამაზი კომპლექსი მოიცავს ხელოვნურ ტბებს, შადრევნებს და არხებს. აუცილებლად ეწვიეთ ყვითელ ორანჟერეასაც, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ასევე საინტერესოა ყვავილებით მორთული ხელოვნური კუნძული და მარმარილოს აბანოები.

შეხვდით ძმებ გრიმებს გრიმების სამყაროში – GRIMM WORLD

კასელის ცნობილი მეზღაპრე გმირების მშობლიური ქალაქი იყო. ამ ქალაქის ბიბლიოთეკაში იკვლევდნენ წყაროებს, რაც მათი შემოქმედების საფუძველი გახდა. ამიტომაც, კასელის მთავარი მოსანახულებელი ძეგლი გრიმების სამყაროა. ეს მუზეუმი სპეციალური ტექნოლოგიებით წარმოგვიდგენს გრიმების ნაწერებსა და არტეფაქტებს, ასევე ინტერპრეტაციებს მათზე.

მისამართი: Weinbergstraße 21

დაათვალიერეთ ვილჰელმშტალის სასახლე – Wilhelmsthal Palace

კასელის ჩრდილოეთით 11 კილომეტრში მდებარე ეს სასახლე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ის მე-18 საუკუნეში ფუნქციონირებდა როგორც საზაფხულო რეზიდენცია. აქ ნახავთ უნიკალურ ფრანგულ ავეჯს და აზიურ მორთულობებს.

არ გამოგრჩეთ არც ახალი გალერეა – Neue Galerie

კასელის ახალი გალერეა ხელოვნების ენთუზიასტებისთვის მორიგი აუცილებლად სანახავი ადგილია. ის აერთიანებს თანამედროვე ნიმუშებს მე-19 და მე-20 საუკუნიდან.

მისამართი: Schöne Aussicht 1

იხილეთ ძეგლები ჰოფგეისმარსა და საბაბურგში – Hofgeismar & Sababurg

კასელიდან 20 კილომეტრში სხვა გერმანულ ზღაპრულ ადგილსაც ნახავთ, პატარა დასახლებას, რომელიც ცნობილია უნიკალური სახლებით და ძველი ქალაქის კედლებით. აქ მდებარე სასახლეში ეძინა მძინარე მზეთუნახავს ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით.