პრაღას “ღია ცის ქვეშ მუზეუმს” უწოდებენ. ჩეხეთის დედაქალაქს 100-ზე მეტი მუზეუმი და საგამოფენო სივრცე აქვს, რომლებიც ხელოვნების ყველა ჟანრს და ისტორიის ყველა პერიოდს ეხებიან. პრაღაში უფასო მუზეუმი იშვიათია, მაგრამ შესვლის ღირებულება ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში დაბალია. თუ პრაღის ბარათს შეიძენთ, ბევრგან შეხვალთ უფასოდ ან ფასდაკლებით. შენი მეგზური პრაღის საუკეთესო მუზეუმებს გირჩევთ.

National Museum / ეროვნული მუზეუმი

ეროვნულ მუზეუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩეხეთის ისტორიაში. ამ შენობამ განიცადა ნაცისტური და საბჭოთა კავშირის შემოსევები. 1980 წელს მის კიბეებზე მასობრივი პრო-დემოკრატიული დემონსტრაციები ტარდებოდა, რასაც ხავერდის რევოლუცია მოყვა. შეიგნით დაგხვდებათ მულტიმედია ინსტალაციები და ისტორიული არტეფაქტები, ასევე ბუნების ისტორიის ნიმუშები, მათ შორის ვეშაპის ჩონჩხი.

Prague Jewish Museum / პრაღის ებრაული მუზეუმი

აქ ერთ დღეს თავისუფლად გაიყვანთ. პრაღის ებრაულ მუზეუმში მსოფლიოს უდიდესი ებრაული არტეფაქტების კოლექციაა დაცული. დაიწყეთ პინკას სინაგოგით, საიდანაც იწყება ძველი ებრაული სასაფლაო.

Veletržní Palác / ველეტრზნი პალასი

1918 წლიდან 1938 წლამდე ჩეხოსლოვაკია კულტურისა და ხელოვნების ცოცხალი ჰაბი იყო. ამ მუზეუმში პიკასოს, გოგენის, ვან გოგის და სხვების ნამუშევრებს იხილავთ.

National Museum of Agriculture / აგრიკულტურის ეროვნული მუზეუმი

ეს მუზეუმი 4 სართულზეა განთავსებული და გვასწავლის ყველაფერს ფერმების შესახებ, თანაც სახალისოდ. პატარებს შეუძლიათ ატარონ ტრაქტორებიც. ტერასიდან იშლება ხედები ლეტნას ბაღებზე და შუასაუკუნოვან მალა სტრანაზე.

Prague City Museum / პრაღის ქალაქის მუზეუმი

თუ გსურთ მეტი შეისწავლოთ ჩეხეთის დედაქალაქის შესახებ, ამ მუზეუმს უნდა ეწვიოთ. ინტერაქციული მულტიმედიით და ისტორიული არტეფაქტებით გაიგებთ თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა პრაღამ წლების მანძილზე.

Museum of Communism / კომუნიზმის მუზეუმი

თუ მეოცე საუკუნის ისტორია და კომუნიზმის შესახებ ინფორმაცია გიტაცებთ, აქ უნდა მიხვიდეთ. კომუნიზმის მუზეუმი წარმოგვიდგენს პროპაგანდისტულ პოსტერებს, ფოტოებს და ხელოვნებას ამ ცნობილი ეპოქიდან.

DOX Centre for Contemporary Art / დოქსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

ჰოლეშოვიჩის გამზირი ერთ დროს ქალაქის მანუფაქტურული ჰაბი იყო. დღეს მის გულში დოქსის ცენტრი დგას, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.

Karel Zeman Museum / კარელ ზემანის მუზეუმი

ეს მუზეუმი რეჟისორის, კარელ ზემანის გამოგონილ სამყაროში გადაგისვრით. ის მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა და მაგიურ ფილმებს ქმნიდა. მუზეუმში შეგიძლიათ გამოსცადოთ მისივე დანერგილი გადაღების ტექნიკა მობილური ტელეფონებით.

Galerie Rudolfinum / რუდოლფინუმის გალერეა

აქ ხშირად ტარდება ხელოვნების შოუები და ეწყობა უფასო გამოფენები. რუდოლფინუმს საბავშვო გასართობი კუთხეც აქვს. შეგიძლიათ მიირთვათ ყავა მის მშვენიერ კაფეში.

Museum of Decorative Arts / დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი

ეს მუზეუმი ინსტალაციებს, ავეჯს, კოსტიუმებს, ხელნაკეთ ტექსტილს და სათამაშოებს წარმოგვიდგენს. ამ ნეო რენესანსის შენობის ინტერიერი ცალკე ხელოვნების ნიმუშია. არ გამოგრჩეთ მაღაზია.

NaFilM – National Film Museum / ეროვნული ფილმის მუზეუმი

ნოვემესტოში, მშვიდ ფრანგულ ბაღებში მდებარე ეს მუზეუმი 2019 წელს გაიხსნა და კინოშემოქმედებას ეძღვნება, განსაკუთრებით ჩეხურ კინოს. შეგიძლიათ დაიკარგოთ VR სამყაროში.