თბილი მზის სხივები, მშვიდი ატმოფერო და ზღვასთან სიახლოვე ტავირას ალგარვეს პოპულარულ მიმართულებად აქცევს. ეს პატარა სოფელი აერთიანებს ზომიერ კლიმატს და ხმელთაშუაზღვიურ ცხოვრებას. ტურისტული ხალხმრავლობისგან შორს მდებარე ტავირა ევროპის სასიამოვნო “პენსიაზე გასასვლელ ადგილად” ითვლება. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი დატვირთულ და ხმაურიან წყლისპირა კურორტებს არ ჰგავს.

ალგარვეს გულში მდებარე ტავირა ტიპურ პორტუგალიურ შარმს ასხივებს. აქ ჩამოსული ვიზიტორები მისით უმალ იხიბლებიან. მდინარე გილაოზე, სადაც ყოფილი პორტი იყო, პატარა ხიდები, თეთრი სახლები და ქვაფენილიანი ქუჩებია. ქალაქი ავლენს თავის ელეგანტურობას მისი საზღვაო წარსულით. აქ ბაროკოს ეკლესიებია მომხიბვლელი ფასადებით და მოედანი შესანიშნავი დეკორით.

ცენტრიდან რამდენიმე წუთის გზაზე მდებარე ილია დე ტავირა (Ilha de Tavira) რამდენიმე კილომეტრიან ოქროს ქვიშებს წარმოგვიდგენს. აქ ამინდის წყალობით მთელი წლის მანძილზე შეგიძლიათ სტუმრობა და ვერ ზაფხულში ვერ გამოცდით ექსტრემალურ სიცხეს პორტუგალიის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით.

ბოლო წლებში ტავირას პენსიონერები და პენსიის ასაკს მიახლოებული ადამიანები მიაშურებენ და იქ საცხოვრებლად გადადიან. მთავარი მიზეზი ცხოვრების რიტმია. აქ დღეები ბაზრობის და კაფეების სასიამოვნო ხმებში, მდინარისა და ოკეანის პირას სასიამოვნოდ გადის. ფასები ფრანგულ და ესპანურ სანაპირო ქალაქებთან შედარებით დაბალია. განსხვავება შეიმჩნევა ალგარვეს სხვა კურორტებთანაც. ტავირა წარმოგვიდგენს იდილიურ ბალანსს: საკმარისად ცოცხალს, თავი რომ მოწყვეტილად არ იგრძნოთ, მაგრამ არასდროს ხალხით გადატვირთულს. აქ სახლებს აივანი, ტერასა და ხშირად საკუთარი ბაღიც კი აქვთ.

ტავირაში დროს გაატარებთ დროის შეგრძნების გარეშე: ეწვევით ადგილობრივ ბაზრობებს, წაიკითხავთ ღია ცის ქვეშ, ისეირნებთ სანაპიროზე, მოიწყობთ ექსკურსიას ქალაქგარეთ ან უბრალოდ მიაშტერდებით მდინარის დინებას.