ეს ლამაზი ევროპული ქალაქი ზღაპრიდან გადმოტანილს მოგაგონებთ. თუმცა, მის შესახებ ბევრს ჯერ კიდევ არ სმენია. სიგიშოარა ცენტრალური რუმინეთის ქალაქია, გაშენებული მდინარე ტარნავა მარეზე. ის ისტორიულ რეგიონ, ტრანსილვანიაში მდებარეობს. სიგიშოარას საუცხოოდ შემონახული ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1999 წლიდან.

სიგიშოარაში მდებარე 164 ფერადი სახლის უმეტესობა 300 წელზე მეტს ითვლის და ისტორიულ მონუმენტებად განიხილება. მის მთავარ ციტადელის მოედანზე მხოლოდ დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ეს ფაქტი შეიცვალა.

სიგიშოარა ვლად დრაკულას დაბადების ადგილია, მე-15 საუკუნის პროვინციის მმართველის, რომელმაც სტოკერი შთააგონა დრაკულას პერსონაჟი შეექმნა. ვლად დრაკულას სახლი აქ ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მასში ასევე მდებარეობს შუა საუკუნეების სტილის რესტორანი და იარაღების პატარა მუზეუმი.

სიგიშოარას ციხესიმაგრეების სისტემა რამდენიმე კოშკურას აერთიანებს, მათ შორისაა საათის კოშკი, რომელიც სიმაღლეში 64 მეტრს აღწევს. მე-13 საუკუნეში აგებული ეს კოშკი დღეს ისტორიის მუზეუმია.

სიგიშოარაში გამორჩეულია ეკლესიებიც. ერთ-ერთი, რომელსაც მთაზე მოკრავთ თვალს, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული მონუმენტია. ის მთელი ტრანსილვანიის უმნიშვნელოვანესი ტაძარია 500 წლიანი ფრესკებით.