დეკემბრის დადგომისთანავე, ბარსელონაში საშობაო ბაზრობები ეწყობა და ჯადოსნური განათებები იკიდება, ისტორიული ცენტრი, ანტიკური ხეივნები და ბულვარი მაგიურ ადგილად იქცევა, სადაც სეირნობისას გაუდის კასა ბატლოს შთამბეჭდავი ფასადი კიდევ უფრო მონუსხულს დაგტოვებთ. შობა ბარსელონაში მართლაც განსაკუთრებულია, რადგანაც ამ ქალაქს შობის აღნიშვნა უყვარს.

აქ მხოლოდ სანტა არ არიგებს საჩუქრებს

ბარსელონას საშობაო ბაზრობებზე აუცილებლად შენიშნავთ ხის ნაჭრებს, რომლებსაც მომღიმარი სახე აქვთ. The Tio de Nadal – ტრადიციული კატალონიური საშობაო ფიგურაა, რომელსაც ყველა ხის ქვეშ დებენ. ბავშვები ხეს აჭმევენ და პლედს აფარებენ. დილით კი ამ პლედის ქვეშ საჩუქრები ხვდებათ.

ზოგიერთი კერძი აქ მხოლოდ შობაზე კეთდება

ტკბილეულიდან დაწყებული ზამთრის კერძებიდან დასრულებული, აქ რამდენიმე სხვადასხვა გემრიელობაა, რომელსაც ბარსელონაში მხოლოდ შობის პერიოდში დააგემოვნებთ. ერთადერთი საშობაო ტკბილეული, რომელსაც სხვა დროსაც შეიძენთ, ტოროა – torró, ტრადიციული ნუგა, რომელიც ნუშისგან და თაფლისგან მზადდება. დამანაყრებელ ცხელ კერძს რაც შეეხება, ტრადიციულ კატალონიურ რესტორანში დააგემოვნეთ – escudella, სუპი პასტითა და ხორცით. კიდევ ერთი შობის კერძია – canelones, რომელსაც როგორც წესი 26 დეკემბერს ამზადებენ.

საშობაო დღესასწაული ბაზრობებზე და გამოფენებზე

თუ ბარსელონაში ევროპულ საშობაო ბაზრობებს ეძებთ, მათ ფირა დე ნადალზე იპოვით, საგრადა ფამილიას წინ. ხოლო ბარსელონას კათედრალის წინ, საშობაო ბაზრობის ტრადიცია 1786 წლიდან არსებობს. დახლების უმრავლესობაზე ტრადიციულ საშობაო დეკორაციებს და რელიგიურ ფიგურებს ყიდიან. დახლების დათვალიერების შემდეგ, მიაშურეთ პორტ ველს (Port Vell), რომელიც ყოველ წელს, წყლის პირას ეწყობა. აქ ნახავთ კარუსელს, ყინულის მოედანს, საკვებს და ხელნაკეთ ნივთებს. ასევე, გირჩევთ საშობაო გამოფენას პობლე ესპანიოლში (Poble Espanyol), რომელიც ღია ცის ქვეშ მუზეუმია და ესპანეთის სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს წარმოგვიდგენს. დეკემბერში, ესპანური სოფელიც (Spanish Village) შობის ატმოსფეროს ქმნის მაგიური განათებებით და კონცერტებით.

საფესტივალო სეზონი აქ ახალი წლის მერეც გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ შობა ევროპაში ახალ წლამდეა, ბარსელონაში ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდი 6 იანვრამდე გრძელდება. 5 იანვრის ღამეს აქ მასშტაბური აღლუმი ეწყობა (Three Kings Parade), ოჯახები ქუჩებში გამოდიან და ერთმანეთს ტკბილეულს ურიგებენ. ამ დროს საცხობების წინ სულ რიგებია. დღის ტრადიციაა “მეფის ნამცხვარი”.