ინდოეთში მოგზაურობისას აუცილებლად მოგინდებათ სუვენირების შეძენა, რადგანაც აქ ბევრი საინტერესო ნივთი იყიდება. საუკეთესო სუვენირებს კი დელიში შეძენთ.
1. სამკაული
ინდოეთში მსხვილი სამკაულის ინდუსტრიაა. აქ ქუჩები სრულად ეძღვნება სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სამკაულებს. თუმცა, ოქრო ლიდერობს.
ლოკაციები შესაძენად: Chandni Chowk და Karol Bagh. ასევე, კაილაშის ბაზრობა.

2. სუნამო
ინდოეთის პარფიუმერულ ტრადიციებს დიდი ისტორია აქვს. მსოფლიოს სუნამოს მწარმოებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ინგრედიენტს სწორედ ინდოეთიდან ყიდულობენ.
ლოკაციები შესაძენად: Gulabsingh Johrimal (1861 წლიდან) და Kastoor (ტრადიციული ხელით შეზავებული სუნამოები).
3. სამოსი
დელის ტანსიამოსის მაღაზიების დიდი არჩევანი აქვს. კარგი საჩუქრები, რომლებიც აქედან შეგიძლიათ წაიღოთ: შარფები და თავშლები. კარგია ასევე პლედები, რომლებსაც სასაჩუქრედ ტრადიციული მეთოდით ფუთავენ.
ლოკაციები შესაძენად: Anokhi, Nehru Place ან Gandhi Nagar.

4. წიგნები
თუ წიგნები გიყვართ, გეტყვით, რომ ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო ინდუსტრიაა, რომელიც წიგნებს ინგლისურ ენაზე ბეჭდავს. აქ ბევრ ადგილას გადააწყდებით ახალ და მეორად წიგნებს.
ლოკაციები შესაძენად: კვირის წიგნის ბაზრობა დარიაგანჯში, Bhari Sons, Faqir Chand და Midland Books.
5. AYURVEDIC-ის თავის მოვლის საშუალებები
აუერვედა ინდოეთის ცნობილი ჰოლისტიკური სამედიცინო სისტემაა, რომელიც ათასობით წელს ითვლის და დღემდე ფართოდ გამოიყენება. ის ადამიანებს ბალანსის დაცვაში ეხმარება. ბევრი თავის მოვლის კომპანია მსგავს პრინციპებს მისდევს. ამზადებენ ყველაფერს ბუნებრივი ინგრედიენტებით.
ლოკაციები შესაძენად: Khan Market.

6. ტიბეტური ხელოვნება
დელი იდეალური ადგილია ტიბეტური ხელოვნების ნივთების შესაძენად: მოხატული სამოსის, მანდალის თუ სამკაულების.
ლოკაციები შესაძენად: Majnu-ka-Tilla და Janpath Market.
7. ხემსი
ბევრ ადამიანს ინდოეთიდან ჩაი და სუნელები მიაქვს. მაგრამ დელის მაღაზიებში წასახემსებლების მრავალფეროვნებაა. ბისკვიტები თუ ორცხობილები, რომლებიც აქ იყიდება იდეალურია ჩიასთან მისაყოლებლად.
ლოკაციები შესაძენად: დელის სუპერმარკეტები და მაღაზიები.

დაშვებულია თუ არა შევაჭრება ინდოეთში? დიახ! ის აქ მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ადგილები, მაგალითად ქსელური მაღაზიები და სავაჭრო მოლები. პატარა მაღაზიებში თუ ბაზრობებზე ფასზე ვაჭრობა თავისუფლად შეგიძლიათ, მითუმეტეს მაშინ თუ რამდენიმე ნივთს ყიდულობთ.










