ბეიჯინგში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ და აქ თავგადასავლები ქალაქის საზღვრებსაც სცდება. ჩინეთის დედაქალაქთან ახლოს ბევრი მოსანახულებელი ადგილია, მათ შორის საკულტო დიდი კედელი.

აღმოაჩინეთ ანტიკური სამარხები: Ming Tombs

მოგზაურობის დრო: 45 წთ

იუნესკოს სიაში შეტანილი ეს სამარხები ბეიჯინგიდან 50 კმ-ში მდებარეობს და ის მინგის დინასტიის 16 იმპერატორის სამარხს აერთიანებს. ეს ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლია ბეიჯინგის სიახლოვეს. სამი მავზოლეუმი საჯაროდაა ღია. კომპლექსამდე უნდა გაიაროთ სასახლის კარიბჭე, თაღები, პავილიონები და ქანდაკებები. ბეიჯინგიდან აქ 872 ავტობუსი დადის. მეტრო კი სამარხებამდე 2 კმ-ის დაშორებით მიგიყვანთ.

ჩინეთის დიდი კედელი

მგზავრობის დრო: 1–2 სთ

ჩინეთის დიდი კედელი ამ ქვეყანაში მოხვედრისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. მთავარია აირჩიოთ მისი ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ბეიჯინგთან ახლოს მისი ყველაზე თანამედროვე და ტურისტული ნაწილი მდებარეობს, თუ უფრო შორს წახვალთ, უფრო განცალკევებით აღმოჩნდებით. შეგიძლიათ იაროთ ფეხით ან გაყვეთ გონდოლას. ბადალინგი ბეიჯინგიდან კედლის ყველაზე მარტივად მოსანახულებელი ნაწილია. აქ სწრაფმავალი მატარებლით ნახევარ საათში აღმოჩნდებით. აქ მოხვდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებსაც.

გადაიხედეთ შილინქსიას შუშის გადასახედი პლატფორმიდან

მგზავრობის დრო: 2 სთ

ბეიჯინგიდან 70 კილომეტრში უზარმაზარი შუშის პლატფორმა (Shilinxia Glass Viewing Platform ) დაგხვდებათ, რომელიც ულამაზეს ბუნებას გადაჰყურებს. იქ საბაგიროს მეშვეობით ახვალთ. რაც შეეხება ბეიჯინგიდან პლატფორმაზე მოხვედრას, გაყევით ჯერ 852 ნომერ ავტობუსს, შემდეგ კი 25-ს.

ქინგის დინასტიის იმპერატორების სამარხები ზუნჰუას სიახლოვეს

Qing Dynasty Tombs არც ისე ახლოსაა ბეიჯინგთან, თუმცა მონახულებად ნამდვილად ღირს. მათი მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყეს. აქ სამარხები ფენშუის თეორიას იზიარებენ, წარმოგვიდგენენ მდიდრულ დეკორაციებს და ქვის ქანდაკებებს.

ტიანჯინი

მგზავრობის დრო: 30 წთ

ბეიჯინგიდან სწრაფი მატარებლით კიდევ ერთ მშვენიერ ქალაქს აღმოაჩენთ. აქ ბევრი გასართობი დაგხვდებათ, მათ შორის ჩინეთის კედლის ნაწილი და ეშმაკის ბორბალი 360 გრადუსიანი ხედებით ქალაქზე. ის ერთადერთი ეშმაკის ბორბალია მსოფლიოში, რომელიც ხიდზეა აშენებული. თუ ავტობუსით ჩახვალთ, გას დაახლოებით 2 სთ დასჭირდება.