გასაოცარია იმის ფიქრი, რომ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ბეიჯინგი ერთი ციხესიმაგრე იყო დიდი კარიბჭით, რომლის კარიც ყოველ საღამოს პომპეზურად იკეტებოდა. დღეს ეს თანამედროვე მეგა-ქალაქია მომავლიდან. ჩინეთის დედაქალაქი სინათლის სისწრაფით ვითარდება და აქ უნიკალური აღმოჩენები გელოდებათ. ჩვენ ბეიჯინგის ყველაზე გამორჩეულ აქტივობებს გირჩევთ.
დაიკარგეთ ბეიჯინგის ჰუტონგის ხეივნებში
ბეიჯინგის ეს მშვიდი ძველი უბანი (Hutong) მშვენიერ სასეირნო ვიწრო ქუჩებს წარმოგვიდგენს, სადაც იმასაც დააკვირდებით თუ როგორ თამაშობენ ადგილობრივები ჩინურ ჭადრაკს. აუცილებლად მოინახულეთ მაგიური თეთრი დაგობას საყდარი. აქ ზოგი სახლი გალერეად, ზოგი კაფედ, ზოგი კი საოჯახო სასტუმროდ იქცა. ესტუმრეთ ჰუტონგის მუზეუმსაც.
მიირთვით ჯიანბინგი საუზმეზე
ჯიანბინგი ( jianbing) ბეიჯინგის ქუჩის პოპულარული წასახემსებელია, რომელსაც მთელ ქალაქში ყველგან მიაგნებთ და 1 დოლარად შეიძენთ. ის იმდენად გემრიელია, რომ ლონდონსა და ნიუ-იორკშიც აქტიურად ამზადებენ. თუმცა, აქაური ვარიანტი ავთენტური და ყველაზე გემრიელია.
წადით ჩინეთის დიდი კედლის გასწვრივ სასეირნოდ
ჩინეთის დიდი კედლის ხილვა დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. თავს იმაზე ფანტასტიკურ სამყაროში აღმოაჩენთ, ვიდრე “სამეფო კარის თამაშებშია” ნაჩვენები. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ბეიჯინგის მოლაშქრეთა ჯგუფებში და გაყვეთ მათ ერთდღიან საფეხმავლო ტურზე.
ჩაიძირეთ “დაკარგულ ქალაქში”
ვიზიტორების უმეტესობა ბეიჯინგის იუნესკოს სიაში შესულ ძეგლებს შორის ამ კონკრეტულზე იშვიათად კონცენტრირდებიან, თუმცა, ის ძალიან შთამბეჭდავია. აქ ოთახებისა და კორიდორების ლაბირინთები, ბედნიერების სასახლე, ოპერის სახლი, გვირაბები და სხვა ბევრი საინტერესო სანახაობაა.
აღმოაჩინეთ ჩინეთის ყველაზე ფანტასტიკური ბაღი
“ჰარმონიის ბაღი”, იგივე ზაფხულის სასახლე – Yiheyuan: კერძო სამეფო ბაღია, რომელიც კანმინგის ტბას გადმოჰყურებს. მას ულამაზესი კოშკურები და პავილიონები აქვს.
უყურეთ მზის ამოსვლას ტიანანმენის მოედანზე
Tian’anmen Square არის ადგილი სადაც მზის ჩასვლა და ამოსვლა სპექტაკლადაც კი იქცევა ხოლმე. მაო ძედუნის პორტრეტთან ამ დროს 5 ვარსკვლავიან წითელ დროშას აღაპყრობენ. როცა ბეიჯინგში ნისლი და მოღრუბლული ამინდია, აისსა და დაისს ეკრანზეც კი უშვებენ.
ადით ბეიჯინგის ტყუპ შენობებზე
საკულტო ცათამბჯენები: Drum და Bell Towers ჩინეთის დედაქალაქის გამორჩეული ნაწილია. ისინი განსაკუთრებით შთამაგონებლები ხდებიან, როდესაც მათ თავზე მოექცევით და სახურავიდან გადმოიხედებით. ქვევით ბეიჯინგის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანია კაფეებითა და მაღაზიებით.
იპოვნეთ ძვირფასი და სასურველი ნივთები ბაზრობაზე
Panjiayuan Market – ანტიკური უდიდესი ბაზრობაა, რომელიც დაუვიწყარ შოპინგ გამოცდილებას შეგძენთ. აქ ბევრნაირი ლარნაკი, ბუდას ქანდაკება, ავეჯი, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, წიგნები, ძველი სიგარეტის პოსტერები და სხვა უამრავი რამაა.
მოინახულეთ ღმერთების სამოთხის საყდარი
Temple of Heaven – არის რელიგიური ძეგლი, რომლის არქიტექტურაც განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა. ერთ დროს აქ მხოლოდ იმპერატორი ატარებდა ეზოთერულ რიტუალებსა და ცერემონიებს.