რა ვნახოთ

საუკეთესო აქტივობები პუერტო რიკოში

პუერტო რიკოში ბევრი შთამბეჭდავი ლანდშაფტია, რომელიც საინტერესო შთაბეჭდილებებს გაზიარებთ. ტყეებით, მთებით და იდილიური სანაპიროებით თავმომწონე პუერტო რიკო ეკოტურიზმის სამოთხეა. ბევრი ადამიანი აქ გარე აქტივობებისთვის ჩამოდის: სალაშქროდ, ზიპლაინისთვის, სერფინგისთვის; მაგრამ კულტურულად მდიდარი მემკვიდრეობის გამო რჩებიან. საოცარი კარიბის ზღვის ღამის ცხოვრება და მრავალფეროვანი ბარ-რესტორნები აქ დასვენებას გაგიხალისებთ.

1. გაისეირნეთ სან სებასტიანის ქუჩაზე სან ხუანში

ისტორიული შენობებით ჩამწკრივებული სან სებასტიანის ქუჩა ვიზიტორებს შანს აძლევს ქალაქის ძველებური ხიბლი შეიგრძნონ. ის ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩაა კუნძულზე. გადაიღებთ ფოტოებს ფერად აივნებთან, ვიწრო ხეივნებში, ხედებით ატლანტიკის ოკეანეზე. საღამოობით აქ ბევრი ბარი იხსნება, იცეკვებთ სალსას ჰანგებზე ან ელექტრონულ მუსიკაზე.

2. ეწვიეთ პუერტო რიკოს უფასო სანაპიროებს

უზარმაზარი სანაპირო ზოლით და ბევრი ნაპირით დამშვენებული პუერტო რიკო ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს. აქ ცურვის და მზეზე მიფიცხების გარდა, დაკავდებით სერფინგით, სნორკელინგით, ლაშქრობით წყლისპირა კლდეებზე. ყველა სანაპირო საჯაროა. რამდენიმე გამორჩეული მათგანია ფლამენკოს სანაპირო, ლა პოსიტა და ლა პლაუელე.

3. გაისეირნეთ კანიონში

სან კრისტობალის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების საგანძურია პუერტო რიკოში. ის ორ ქალაქს, აიბონიტოს და ბარანკიტას, შორის მდებარეობს. დღეს აქ კუნძულის ყველაზე შთამბეჭდავი სალაშქრო ბილიკი შეგხვდებათ. შეგიძლიათ იცურაოთ ჩანჩქერის ქვეშ, ჯუნგლების გარემოცვაში. შეუერთდით გიდის ტურებს.

4. მიირთვით ყავა პუერტო რიკოულად

პუერტო რიკოში ყავა რიტუალია. აქ იშვიათად ნახავთ ადამიანებს ყავით ხელში მანქანაში ან ქუჩებში სწრაფად სიარულისას. პუერტო რიკოში ყავის სმისგან სიამოვნებას იღებენ და მშვიდდებიან. შეგიძლიათ შეუერთდეთ ვორქშოფებს სადაც გაიგებთ თუ რატომაა პუერტო რიკოს ყავა ასეთი გამორჩეული. შეგიძლიათ თან წაიღოთ ყავის შეკვრა როგორც სუვენირი.

5. სერფინგი რინკონის ტალღებში

მას შემდეგ, რაც რინკონის დომის სანაპიროზე 1968 წელს მსოფლიო სერფინგის ჩემპიონატი გაიმართა, ქალაქები აგადილა, რინკონი და იზაბელა სერფერებისთვის ტოპ მიმართულებად იქცა. აქ სიამოვნებას მიიღებთ თბილი წყლით და ილივლივებთ კარიბის ზღვის მაღალ ტალღებში.

6. გამოსცადეთ ზიპლანი ტორო ვერდეში

ადრენალინის მოყვარულებს ეს სათავგადასავლო პარკი ძალიან მოეწონებათ. შეგიძლიათ გამოსცადოთ ზიპლაინი და გადმოხედოთ კუნძულს ჩიტის სიმაღლიდან. ზიპლაინის გარდა პარკში ისიამოვნებთ საცოცი კედლით, დაკიდული ხიდებით, მინდვრებით და ბილიკებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ჩრდილოეთ ამერიკაჩრდილოეთ ამერიკა
ჩრდილოეთ ამერიკა19 აპრ 2026

კარიბის ზღვის კუნძულების სანახაობები

სან მარტინი, პუერტო რიკო, გვადალუპე, ანტიგუა, ბარბადოსი, გრენადა, იამაიკა და სან ლუსია: რა ვნახოთ კარიბის კუნძულებზე და როდის ჯობს წასვლა.

პუერტო-რიკოპუერტო-რიკო
პუერტო-რიკო17 მარ 2026

როდისაა საუკეთესო დრო პუერტო რიკოში ვიზიტისთვის

როდის წავიდეთ პუერტო რიკოში: დეკემბერ-იანვარი კულტურისთვის, ზაფხული სანაპიროებისთვის, შემოდგომა დაზოგვისთვის, ზამთარი სერფინგისთვის.

ჩრდილოეთ ამერიკაჩრდილოეთ ამერიკა
ჩრდილოეთ ამერიკა3 თებ 2026

8 საუკეთესო ადგილი პუერტო რიკოში

ძველი სან ხუანი, სანტურსი, ელ იუნკის ტროპიკული ტყე, არესიბო და ვიეკესის მანათობელი ყურე: 8 საუკეთესო ადგილი პუერტო რიკოში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები