პერუს მსოფლიო დონის გასტრონომია, ანტიკური ნანგრევები და სუნთქვაშემკვრელი ბუნების ლანდშაფტი აქ ჩამომსვლელთა მსურველების რიცხვს ყოველწლიურად ზრდის. მისი სანაპირო დედაქალაქი ლიმა ბრწყინვალე ადგილია დროის გასატარებლად.
1. პარაპლანი წყნარი ოკეანის თავზე
ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საშუალებას მოგცემთ ლიმას ჩიტის სიმაღლიდან დახედოთ. აქ სპეციალური “პარაპლანის პორტი” არსებობს, სადაც რამდენიმე სააგენტო თქვენთვის მორგებულ ტურს შემოგთავაზებთ. ფრენა 10 წუთს გრძელდება.

2. გაისეირნეთ მალეკონზე
ეს ბილიკი ლიმას სანაპირო კლდისპირა გზაზე გაგიყვანთ. მალეკონი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშავი ადგილია. 10 კმ სიგრძის ბილიკი ლიმას ყველაზე პოპულარულ უბნებს უკავშირდება. გზად იხილავთ პარკებს და ხელოვნების ნიმუშებს.

3. ეწვიეთ საოცარ ჰუაკა პიცკალანს, პირამიდისმაგვარს
Huaca Pucllana – ანტიკური ლიმას კულტურის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აგურის ეს პირამიდა ინკას ისეთივე ოსტატური ნიმუშია, როგორც მაჩუ პიჩუ. მუმიების ჯგუფი აქ 2010 წელს აღმოაჩინეს.

4. მიირთვით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში
ლიმას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულინარიული მიმართულების რეპუტაცია აქვს. საკვები პერუს სხვადასხვა რეგიონიდან მოდის, მათ შორისაა ბრწყინვალე ზღვის პროდუქტები. ლიმას ერთ-ერთი რესტორანი “მაიდო” მსოფლიოს საუკეთესო რესტორნადაც დასახელდა 2025 წელს. სამზარეულო ესპანური, ანდური და აფრიკული გავლენების საოცარი მიქსია.

5. ეწვიეთ გალერეებს და ბუტიკებს ბარანკოში
BARRANCO – ბოჰემური, ტრენდული და ხელოვნებით მსუნთქავი ლიმას პოპულარული უბანია. დაათვალიერეთ მისი მაღაზიები და ხელოვნების გალერეები. მათ შორისაა: Las Pallas, Dédalo და Crisis Galeria. ბარანკო საკმაოდ კომფორტულია ფეხით მოსავლელად.

6. დააგემოვნეთ პერუს საუკეთესო შოკოლადი კაკაოტალში
El Cacaotal – მუზეუმია, რომელიც პერუს ყველა რეგიონიდან მოპოვებულ კაკაოს პროდუქციას აწარმოებს. შეგიძლიათ აიღოთ დაგემოვნების ტური ან შეიძინოთ ადგილობრივი შოკოლადი წასაღებად.

7. გაისეირნეთ ოლივარის ზეთისხილის ხეებში
BOSQUE EL OLIVAR – ულამაზესი პარკია, სადაც სუფთა ჰაერზე რელაქსაციას შეძლებთ. პარკი იმითაა შთამბეჭდავი, რომ აქ 1500-ზე მეტი ზეთისხილის ხეა დარგული.

8. აღმოაჩინეთ პუებლო ლიბრეს უბანი და ლარკოს მუზეუმი
პუებლო ლიბრე ფარული მარგალიტია, რომელიც ტურისტებს აღმოსაჩენად იწვევს. ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ლარკოს მუზეუმი, სადაც 30 ათასზე მეტი ანტიკური არტეფაქტია. გაისეირნებთ მის ხშირ ლამაზ ეზოშიც.

9. აღმოაჩინეთ სამხრეთ ამერიკის კატაკომბები
იცით, რომ ლიმას ისტორიული ცენტრის მიწისქვეშეთში საოცარი სამყარო იმალება? იქამდე, სანამ ლიმაში პირველი სასაფლაო აშენდებოდა, სულები მე-16 საუკუნის სან ფრანცისკოს მონასტრის ქვეშ განისვენებდნენ.

10. დაკავდით სერფინგით ან წყლის დაფით
ლიმას უნიკალური სანაპირო ლოკაცია აქვს, რის გამოც ის წყლის სპორტის ენთუზიასტებისთვის სამოთხეა. კოსტა ვერდეს სანაპირო, რომელსაც ვაიკიკისაც უწოდებენ, სერფინგის მოყვარულებში ფავორიტია.

11. გაიარეთ წყლის შადრევნებში
ფერადი წყლის შადრევნები ყველა ასაკის ადამიანს ხიბლავს. ეს ღია პარკი საუკეთესოა ღამით, როცა ცისარტყელას ფერები აირეკლება. გაიარეთ ფანტანების დერეფანში.











