ბურგუნდია საფრანგეთის უმშვენიერესი ნაწილია. ის მოცულია მწვანე მინდვრებით, არხებით და ვენახებით. აქ მიირთმევთ გემრიელ კერძებს და ღვინოს, მოინახულებთ რომანტიკულ სასახლეებს, მთის სოფლებს და გაისეირნებთ ნავით. ჩვენ მის შესაგრძნობად გამორჩეულ აქტივობებს გირჩევთ:
1. გაისეირნეთ დიჟონის ქუჩებში
აქ ყველა კუთხეში შუასაუკუნეების და რენესანსის არქიტექტურა დაგხვდებათ. რეგიონის დედაქალაქი დიჟონი კომპაქტური დასახლებაა საფეხმავლო ქუჩებით და მდიდარი არქიტექტურით. აქ ყველა მუნიციპალური მუზეუმი უფასოა.
2. გაატარეთ დრო ბონში (Beaune)
ამ პატარა ქალაქის ქუჩები საუკუნოვანი ღვინის მარნების ლაბირინთადაა ქცეული. შეუერთდით ვენახების ტურებს ან დააგემოვნეთ ღვინო ქალაქის ცენტრში.
3. დააგემოვნეთ მდოგვი როგორც ფრანგმა გურმანმა
ბურგუნდიის სამზარეულო გამორჩეულია მდოგვით, რომლის ისტორიაც აქ რომაული პერიოდიდან იწყება. დიჟონის მდოგვი განსაკუთრებით პოპულარულია, მიირთვით ის შავ ტრიუფელთან, თაფლთან, თეთრ ღვინოსთან და აშ.
4. დააგემოვნეთ ნივრიანი ლოკოკინები
საფრანგეთის ყველა კუთხე-კუნჭულში საუკეთესო ლოკოკინები ბურგუნდიიდან ხვდება. აქ მას განსაკუთრებული რეცეპტით: ნივრიან სოუსში ამზადებენ. დააგემოვნეთ კერძი ნებისმიერ ადგილობრივ რესტორანში.
5. გაყევით პილიგრიმულ გზას სააბატოში, რომელიც იუნესკოს საგანძურია
ბურგუნდიის სააბატოებში სტუმრობა დიდი თავგადასავალია. მათ გარშემო მშვიდი მწვანე მინდვრები და ტყიანი ველებია, შთამაგონებელი ისტორიითა და არქიტექტურით. პატარა მაგრამ ულამაზესი – Abbaye de Vézelay განცალკევებით დგას მთაზე და 1100 კილომეტრიანი პილიგრიმული ბილიკის ნაწილია, რომელიც ესპანეთისკენ, სანტიაგო დე კომპოსტელასკენ მიდის. ეს მე-11/მე-12 საუკუნის ბაზილიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული და მსოფლიოს ერთ-ერთი საგანძურია.
6. გამოსცადეთ ღვინის დაყენება მაკონეში (Mâconnais)
მომხიბვლელი ძველი ქალაქით და მდინარისპირა ლოკაციით, საონეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მაკონე პატარა ღვინის ქალაქია სამხრეთ ბურგუნდიაში, რომელიც უნდა გამოიკვლიოთ. იხილეთ შთამბეჭდავი ხედები გადმოსახედიდან, სადაც პრეისტორიული მუზეუმი მდებარეობს.
7. დააფასეთ გასტრონომია ლა სიტეში (La Cité)
დიჟონის დასავლეთით მდებარე ეს დასახლება გასტრონომიულად მნიშვნელოვანი ლოკაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ მდებარეობს ღვინისა და გასტრონომიის საერთაშორისო საგამოფენო სივრცე (CIGV), რომელიც ფოკუსირებულია საკვებსა და ღვინოზე.
8. გაისეირნეთ ნავით
რეგიონის მშვიდი წყლის არხები რომ გამოიკვლიოთ, ბურგუნდიის ფლორა და ფრინველთა ცხოვრება, იონის, საონის და სეილის მდინარეებზე ნავით უნდა გაისეირნოთ. ამ პატარა არხებში, სხვადასხვა ზომის ნავები მარტიდან-ოქტომბრამდე სიამოვნებით შემოგეგებებიან.
9. მიირთვით რენესანსის დროინდელ შატოში
ბურგუნდიაში, პრესტიჟულ ღვინის რეგიონში რამდენიმე შატო მდებარეობს, სადაც ვახშმის დაჯავშნა შეგიძლიათ. მაგალითად, ეწვიეთ – Château du Clos de Vougeot-ს. მე-16 საუკუნის შატოს ავთენტური უძველესი სამზარეულო აქვს, ეზოში კი მარანი და ვენახები.
10. ადით საჰაერო ბუშტზე
რეგიონის მწვანე, ულამაზესი ლანდშაფტების და ბურგუნდიული ვენახების სხვა რაკურსით დათვალიერებისას ადით საჰაერო ბუშტზე, რომლებიც აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მუშაობენ. აქ ოცამდე კომპანია ოპერირებს, ინფორმაციის გაგება შეგუძლიათ ბონის ან დიჟონის ტურისტულ ცენტრებშიც.