იმის მიუხედავად, რომ სალვადორ დალის მუზეუმი მდებარეობს მის მშობბლიურ ქალაქ ფიგერასეში, ცნობილი მხატვარი-სიურეალისტის ნამუშევრების ნახვა ბარსელონაშიც არის შესაძლებელი. დალი ხშირად სტუმრობდა კატალონიის დედაქალაქს და დღესდღეობით ვიზიტორებს შეუძლიათ მისი ნაბიჯების კვალდაკვალ სიარული, იმ რესტორანში ვახშმობა, სადაც ის დღეებს ატარებდა ან იმ სასტუმროში დარჩენა, რომლის კიბეებზეც ის ცხენით ადიოდა. 

ვია ვენეტოში, ბარსელონის მიშლენური რესტორნის Ნატიურმორტებითა და სიურეალიზმის ნახატებით სავსე სასადილოში ოდესღაც სალვადორ დალი ატარებდა დროს. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც დალიმ ერთხელ სადილი მოითხოვა სასაფლაოდან დაკრეფილი ყვავილებით.

Რესტორნის დირექტორის, პედრო მონიეს თქმით, დალი სადილობდა ვია ვენეტოში კვირაში ორი-სამჯერ ბარსელონაში სტუმრობისას 1970-იან წლებში. Მისტიური სადილი კი სასაფლაოს ყვავილებით არ იყო სალვადორის ერთადერთი უჩვეულო მოთხოვნა. 

Ritz სასტუმრო, რომელიც ახლა El Palace Hotel-ის სახელწოდებას ატარებს, დალის კიდევ ერთი საყვარელი ადგილი იყო 1900-იან წლებში. ოთახი, სადაც ის ისვენებდა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია დღესდღეობით როგორც სალვადორ დალის ლუქსი, სადაც დღესაც შეუძლიათ ვიზიტორებს დარჩენა და იმ სიმდიდრეში ცხოვრება. Ზუსტად ამ ოთახში მოიყვანა ერთხელ დალიმ თეთრი ცხენი, აიყვანა ნომრამდე და საჩუქრად გადასცა მის საყვარელ მეუღლეს, გალას. 

Სასტუმროსთან ახლოს მდებარე Marsella ბარი კიდევ ერთ მოჩვენებით შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ დალიზე მისი ძველებური სილამაზის, დაფშხვნილი ფილების და მტვრიანი ლიქიორის ბოთლების გამო, რომელიც ოდესღაც დალის და ბევრი სხვა იმდროინდელი ცნობილი მხატვრის საყვარელ ადგილად იყო ქცეული. Აქ დღისით ექსკურსიები ტარდება, საღამოს კი ბარი უბრუნდება ჩვეულ რითმს, ბარმენები კი იწყებენ ჩვეულებრივ მუშაობას, აკეთებენ აბსენტს და ესაუბრებიან სტუმრებს მათ საყვარელ, განსაკუთრებულ და ყველასთვის ცნობილ სტუმარზე. 

არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც იმდროინდელი ზოგიერთი ცნობილი მხატვარი ხატავდა ბარებში ნამუშევრებს სადილისა და ვახშამის გადახდის მაგივრად. Ზოგიერთის თქმით, დალი იყენებდა ამ საოცარ ტაქტიკას, მაგრამ სამწუხაროთ არც ერთი ასეთი დალის “კვიტანცია” არ არის შემორჩენილი, თუმცა ზუსტად ის პატარა ჩანაწერებიც შესაძლოა უდიდეს რელიქვიად ყოფილიყო ქცეული. 

ფიგერასთან ახლოს, პატარა კატალონიურ სოფელ პუბოლში მდებარეობს შუასაუკუნეების დროინდელი სასახლე – სალვადორ დალის სიყვარულისა და ვნების სიმბოლო. 1968 წელს დალიმ შეიძინა ეს სასახლე და აჩუქა მის ცოლს გალას. 

Სასახლე გაფორმებულია დალის სტილში მისი მეუღლის გემოვნების მიხედვით. აქ შენახულია დალის ნამუშევრები და საგნები, რომელიც მან გალას მიუძღვნა. Სასახლის უმრავლესმა ოთახმა ის სივრცე შეინარჩუნა, რომელიც გალას ცხოვრების დროს იყო, რაც ვიზიტორებს დალისა და გალას საოცარი სიყვარულის ატმოსფეროს აგრძნობინებს.