თუ ამსტერდამში ბიუჯეტური დასვენება გსურთ, გაგახარებთ, რომ აქ უამრავი ადგილია, სადაც იაფადაც გემრიელად დანაყრდებით. ჩვენ ამ მხრივ რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ:

  • ბაზრობა: Foodhallen

ეს პოპულარული დახურული მაზრობაა, სადაც შეგიძლიათ იმდენი დახარჯოთ, რამდენის საშუალებაც გაქვთ. აქ ამსტერდამის კულინარიული მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, ყველანაირი საკვებითა და სასმლით. თუ ცუდი ამინდია და ვერ სეირნობთ, აქ ვიზიტი განსაკუთრებით მოგეწონებათ.

  • ლებანური კაფე: The Lebanese Sajeria

ეს საოჯახო ბიზნესია, სადაც ამსტერდამის სახელგანთქმულ ვრაპებს, სუპებს და დესერტებს ამზადებენ. ძირითადი ტექნიკა ბრტყელი ცომის გამოცხობაშია, რომელიც სხვადასხვანაირად ირთვება. აქ სწრაფადაც წაიხემსებთ და შეკვეთას თანაც წაიღებთ. ვრაპების ფასი 10 ევრომდე მერყეობს, დესერტების – 5 ევრომდე.

  • კაფე: Skek

სკეკი სტუდენტების შექმნილი კაფეა, სადაც სტუდენტური ბარათით 25%-იან ფასდაკლებასაც მიიღებთ. ამ ეკო-მეგობრულ კაფეში ორგანული საკვები და სასმელი დაგხვდებათ. ლანჩისა და სადილის მენიუები საკმაოდ დიდი პორციებია, ბურგერით, სუპით, სალათითა და მისაყოლებლით. სტუდენტები ამზადებენ, გემსახურებიან და ცდილობენ სარესტორნო ბიზნესი უკეთ შეისწავლონ. ლაივ მუსიკა, სხვადასხვა თამაშები, კარაოკე – კვირის მანძილზე ყველაფერს თავისი დრო აქვს.

  • აზიური რესტორანი: Thaise Snackbar Bird

თუ აზიური გემოები მოგენატრათ, ამსტერდამის ჩაინათაუნში მდებარე ეს რესტორანი უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებთ. აქ სამზარეულო ღია და ყველასთვის თვალსაჩინოა. თითქმის ყველაფერი 15 ევრომდე დაგიჯდებათ.

  • პორტუგალიური რესტორანი: Franggo

პორტუგალიურად ფრანგო ნიშნავს ქათამს. პირველ რიგში, ამ რესტორნის ფერადი და დახვეწილი ინტერიერი მოგხიბლავთ. მათ მიერ მომზადებული დელიკატესები გრილზე, მშვენიერი იდეაა პიკნიკზე წასაღებად. განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლომდებარე პარკში გადახვალთ. აქ ქათამი ხრაშუნა კანით მზადდება. შეუკვეთეთ ის სალათთან, ფრისთან, ბრინჯთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად და სულ რაღაც 10 ევროში გამოხვალთ.

  • ამერიკული რესტორანი: Warung Spang Makandra

აქ მიირთმევთ სენდვიჩებს, სუპს და ცხარე საქონლის ხორცს ბრინჯთან ან ნუდლსთან ერთად. პორციები საკმაოდ მიმზიდველია. რესტორანი ვეგეტარიანულ ვარიანტებსაც გთავაზობთ.

  • ბელგიური რესტორანი: Vleminckx Sausmeesters

მართალია ამსტერდამში ბელგიურ ფრის ბევრგან მიირთმევთ, მაგრამ ეს ლეგენდარული საკვები ობიექტი მის საუკეთესო ვარიანტს 1957 წლიდან წარმოგიდგენთ. აქ 25-ზე მეტი სოუსის არჩევანი დაგხვდებათ.

  • აზიური რესტორანი: Happyhappyjoyjoy West

წითელ ულამაზეს ინტერიერში ტაილანდური, ვიეტნამური, ინდონეზიური, ჩინური და კორეული სამზარეულოთი შთაგონებული კერძები დაგხვდებათ. ისინი შეგიძლიათ მეგზურებთან ერტად გაიყოთ. ამ რესტორანს ამსტერდამში ორი ფილიალი აქვს და ორივე მოგხიბლავთ.

  • ევროპული კაფე-რესტორანი: Upstairs Pannenkoekenhuis

ნამდვილი ჰოლანდიური გამოცდილებისთვის, დაჯავშნეთ მაგიდა ამ კაფე-რესტორანში. კაფის მფლობელები, არნო და ალი ტრადიციული ჰოლანდიური ფანქეიქებით გვიმასპინძლდებიან. ეს მყუდრო რესტორანი ჰოლანდიის სამეფო ოჯახის პორტრეტებით და უძველესი ნახატებითაა გაფორმებული, რომლებზეც ამსტერდამია ასახული. კერძების ფასი 10 ევრომდე მერყეობს.